გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაძვისხე შექმნეს

ის დაამშვენეს 24 კარატიანი ოქროს მონეტით, ტრადიციული ვარსკვლავის ან ანგელოზის ნაცვლად.
გერმანიაში წარმოადგინეს ოქროს საშობაო ნაძვისხე, რომელიც ოთხი მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს. როგორც იუწყება The Sun, მიუნხენის კომპანიამ Pro Aurum დაამზადა ის ვენის ფილარმონიის 2024 ოქროს მონეტისგან, რაც წარმავალი წლის აღსანიშნავად შეირჩა. ნაძვისხის წონა 60 კილოგრამზე მეტია და მას ამშვენებს 24 კარატიანი ოქროს მონეტა, ტრადიციული ვარსკვლავის ან ანგელოზის ნაცვლად.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს ხე არ იყიდება. ნაძვისხე ოქროსგან იმიტომ გააკეთეს, რომ მოეხდინათ „ოქროს მუდმივი ფასეულობის“ დემონსტრირება „და არა იმიტომ, რომ მიიზიდონ პოტენციური მყიდველი“.
გამომცემლობაში აღნიშნავენ, რომ კრიტიკოსებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაძვისხის შემქმნელებს უწოდეს „სტილის მიმართ ყრუები იმ ეპოქაში, როდესაც ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების ღირებულების ზრდა სერიუზულ დარტყმას წარმოადგენს“.
როგორც მჟკ წერდა, კიევის წმინდა სოფიოს მოედანზე „უკრაინის მთავარი ნაძვისხე“ აღმართეს.



