ეკლესიაში ქალის ცემაში მონაწილე „ეპისკოპოსის“ მეუ-სთან კუთვნილება უარყვეს

03 November 2021 19:06
52
ადრიან კულიკი სცემს თავის მეზობელ ქალს. ფოტო скриншот ютуб-канала ICTV ადრიან კულიკი სცემს თავის მეზობელ ქალს. ფოტო скриншот ютуб-канала ICTV

უკრაინის ტელეარხის სიუჟეტში კს უმე-დან გამოსულს, ამჟამად მეუ-ს  „მღვდელ“ კულიკს, რომელმაც კიევში ქალი სცემა, უწოდეს „უმე-ს ეპისკოპოსი“.

ადრიან კულიკი არ მიეკუთვნება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მასმედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

„2021 წლის 31 ოქტომბერს ტელეარხ ICTV-ის  „საგანგებო ამბების“სიუჟეტში ადრიან კულიკზე, რომელიც სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხა მეზობელ ქალს ივანა ბერეჟნას. ვიდეოში ნაჩვენებია, რომ მამაკაცი მას სცემს,  ექაჩება ტანსაცმელზე, რის შემდეგაც ფეხი წაჰკრა მის მობილურ ტელეფონს. რეპორტაჟში მამაკაცს უწოდეს უმე-ს ეპისკოპოსი. ეს ინფორმაცია  სინამდვილეს არ შეესაბამება“,- ნათქვამია შეტყობინებაში.

 საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებაში შეახსენეს, რომ კულიკი დღესდღეობით არის მეუ-ს „კლირიკი“, სადაც მივიდა კს უმე-დან, და სინამდვილეში მას არა აქვს კანონიერი საეპისკოპოსო ქიროტონია. და ასევე აღნიშნეს, რომ „ღია წყაროების ინფორმაციით, ეს არ არის ცრუ-ეპისკოპოსის პირველი თავდასხმა ქალზე, რომელიც ცხოვრობს იმავე სახლში, სადაც კულიკი ცხოვრობს თავის ცოლთან ერთად(?!)“.

მჟკ წერდა, რომ კიევში მეუ-ს „ეპისკოპოსმა“ სცემა ქალს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თვითონ „იერარქმა“ განაცხადა, რომ კადრები, სადაც ის ურტყამს ქალს დამონტაჟებულია, და მას „როგორც ქრისტიანს და ადამიანს სულში სრული სიმშვიდე აქვს“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ