ზელენსკიმ პატრიარქ ბართლომეოსს შობა ტელეფონით მიულოცა
პრეზიდენტმა პატრიარქ ბართლომეოსთან განიხილა უკრაინის მხარდაჭერა და მისი სულიერი დამოუკიდებლობა.
24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსთან.
„მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინისადმი სულიერი მხარდაჭერისთვის და უკრაინელი ხალხისთვის ლოცვისთვის. პატრიარქს შობა-ახალი წელი მივულოცე. უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 2025 წელი გახდეს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის წელი ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა საპატრიარქოს ძალისხმევის მნიშვნელობა მსოფლიო რელიგიურ საზოგადოებაში უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისა და უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის მოპოვების ხელშეწყობაში.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ფანარის ხელმძღვანელს თბილი სიტყვებისა და უკრაინელებისთვის სიძლიერის, გამბედაობისა და ღვთის წყალობის სურვებისთვის, ასევე დამდეგი დღესასწაულების მილოცვისთვის.
მჟკ-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს შობა მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელი შობას ახალი იულიუსის კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერს აღნიშნავს.