ფანარიონის "პაპიზმის" გამო იტანჯებიან მართლმადიდებლები უკრაინაში

17 November 2021 21:08
14
დეკანოზი დარკო ჯოგო. ფოტო: slobodnahercegovina.com დეკანოზი დარკო ჯოგო. ფოტო: slobodnahercegovina.com

ხელისუფლების ფასი, რომელსაც პატრიარქი ბართლომე ღებულობს გლობალური გავლენის ცენტრებიდან, არის ეკლესიური ტანჯვა, რაც უკვე ხდება უკრაინაში, თქვა დარკო ჯოგომ.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომის კათოლიკური ეკლესიის მაგალითზე გადაწყვიტა  ღირსებისა და სიყვარულის პირველობა გადაექცია ძალაუფლების პირველობად, ხოლო რომ განეხორციელებინა ეს, მას მოუწია მხარდაჭერისთვის მიემართა გლობალური გავლენის ცენტრებისთვის, რომლის საფასურია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ტანჯვა, როგორც ეს ამჟამად ხდება  უკრაინაში. ამაზე დაწერა თავის საავტორო სვეტში საღვთისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორმა, აღმოსავლეთ სარაევოს წმინდა ბასილი ოსტროგელის სახელობის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორმა, სერბეთის ეკლესიის დეკანოზმა დარკო ჯოგომ, სვეტის თარგმნა  გამოაქვეყნა თავის საიტზე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილებამ.

დეკანოზი დარკო ჯოგო აღნიშნავს, რომ ფანარიონი შევიდა სიმბიოზურ ურთიერთობაში  გლობალისტიკურ სტრუქტურებთან, მაგრამ უკვე მას შეიძლება ეწოდოს არა მსოფლიო, არამედ გლობალისტიკური საპატრიარქო. "ამ სიმბიოზის მიზეზი არსებობს რამდენიმე ასპექტში. ისევე როგორც პირველი რომი, მეორემ გადაწყვიტა ღირსებისა და სიყვარულის პირველობა გადაექცია ხელისუფლების პირველობად: ამის გამართლებას ვერავინ ვერ შეძლებს არსობრივად ვერც მართლმადიდებელი ეკლესიაში (რომლის ერთიანობა ეწინააღმდეგება მასში "პაპიზმის" ნებისმიერ საყრდენს) , არც კანონებში, რომლებიც  ამ ერთიანობის არსიდან გამომდინარეობს . ამიტომ ხელისუფლება, რომელსაც ფანარიონი ეწაფება გლობალური გავლენის ცენტრებიდან არის "ნესესხები" ე.ი. ისეთი, როგორსაც თქვენ ვიღაცა გაძლევთ  გარკვეულ ფასად. და ამ ძალაუფლების ფასს ჩვენ უკვე ვხედავთ უკრაინაში. მისი საფასურია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ტანჯვა",- დაწერა სერბმა ღვთისმეტყველმა.

ის თვლის, რომ ბერძენი მიტროპოლიტები თავის განცხადებებს და თავის "ღვთისმეტყველებას" წარმართავენ მიმდინარე იდეოლოგიური და პოლიტიკური კურსის შესაბამისად, რომელიც მომდინარეობს ვაშინგტონიდან. "ფანარიონის იდეოლოგია უკვე მთლიანად გარდაიქმნა ერთგვარ იდეოლოგიად, რომელშიც "ახალი მსოფლიო წესრიგის" ყოველი სოციალური პროგრამა პოულობს თავის "საღვთისმეტყველო"  დასაბუთებას და გამართლებას. იქნება ეს გენდერთან  და გენდერულ იდენტობასთან შეცვლილი დამოკიდებულება, ან ამერიკული სოციალური პოლიტიკის რთული პოლიტიკის პრობლემები ან "მწვანე პატრიარქის ხელშეწყობა", ფანარიონი ყოველთვის რჩება ერთ ხაზზე "ღრმა სახელმწიფოსთან",-წერს სერბი ღვთისმეტყველი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, სერბი პატრიარქი: ბართლომე პაპი არაა, ძალაუფლება ეკლესიაზე მას არა აქვს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ