საბერძნეთში უმე-ს იერარქმა წმ.სპირიდონის წმინდა ნაწილებთან ლიტურგია ჩაატარა

მიტროპოლიტმა ფილიპემ საბერძნეთის კუნძულ კორფუზე წმინდა სპირიდონის, ტრიმიფუნტელი სასწაულმოქმედის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
2021 წლის 16 ნოემბერს პოლტავისა და მირგოროდის მიტროპოლიმა ფილიპემ საღმრთო ლიტურგია ჩაატარა წმინდა სპირიდონის, ტრიმიფუნტელი სასწაულმოქმედის სახელობის ტაძარში კუნძულ კორფუზე (საბერძნეთი), იუწყება თავის Facebook გვერდზე უმე-ს პოლტავის ეპარქია.
უმე-ს იერარქმა ღვთისმსახურება ჩაატარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრესა და ადგილობრივი მმართველი მღვდელმთავრის - კერკირის, პაკსოსისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტის ნექტარიუსის ლოცვა-კურთხევით. მიტროპოლიტ ფილიპესთან თანამსახურებდნენ ტაძრის კლირიკოსები და სამღვდელო ხარისხში მყოფი სტუმრები.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილებთან, რომლებიც ამ ბერძნულ ტაძარში განისვენებენ, მღვდელმთავარმა ლოცვა აღავლინა ეკლესიის ერთობისა და კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებისთვის, აგრეთვე იმ ექიმებისთვის, რომლებიც ავადმყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო ბრძოლას აწარმოებენ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ეპისკოპოსმა ვიქტორმა საღმრთო ლიტურგია ჩაატარა კ. კორფუზე.



