ნეშტები – ექსპონატებია, რომლებთანაც მუშაობენ ანთროპოლოგები – ნაკრძალის დირექტორი

2824
17 January 19:15
1823
წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველის ხსოვნის აღნიშვნა. ფოტო: пресс-служба УПЦ წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველის ხსოვნის აღნიშვნა. ფოტო: пресс-служба УПЦ

ჩერნიგოვის ნაკრძალის დირექტორი ირწმუნება, რომ წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან უმე-ის განდევნის შემდეგ , წმინდანების ნეშტი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

ნაკრძალის «უძველესი ჩერნიგოვი» უფროსი ნ. რებროვამ რესურსს «Печера» განიცხადა, რომ ნაკრძალიდან უმე-ის განდევნის შემდეგ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდანების ნეშტები «სრულ წესრიგშია».

მისი სიტყვებით, ეს «სპეციფიკური ექსპონატებია», რომლებსაც «სისტემატურად შეისწავლიან ამ სფეროს სპეციალისტები, ანთროპოლოგები».

«მინდა ავღნიშნო, რომ 2024 წლის დასაწყისში ჩერნიგოვის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სიწმინდეები სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. უკრაინაში პირველად კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება », – ამაყობს რებროვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ექნებათ თუ არა მორწმუნეებს სიწმინდეებთან შეხების საშუალება, მაღალჩინოსანმა ორაზროვნად უპასუხა.
«დიახ, ჩვენ გვესმის ამ საკითხის აუცილებლობა. მაგრამ ეს საკითხიც განხილვის ეტაპზეა. ჩვენ ვთვლით, რომ მუზეუმში დასაშვები იყოს სამუზეუმო ექსპონატებთან შეხება - ეს არასწორია. უნდა გადაწყდეს საეკლესიო საზოგადოების მიერ წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის გამოყენების საკითხი», – განაცხადა რებროვამ და მიანიშნა, რომ უმე არ მიეკუთვნება ზემოთხსენებულ საეკლესიო საზოგადოებას.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ უმე-ს მორწმუნეების თქმით მათ ართმევენ სალოცავებს, და ამასთან თავს არ მიაკუთვნებენ ,,მოსკოვის საპატრიარქოს’’, რებროვამ უპასუხა, რომ ,,თვლიან თუ არა ისინი თავს მოსკოვის საპატრიარქოს ნაწილად, მხოლოდ მოსაზრებაა, არსებობს ჭეშმარიტება და არსებობს რეალობა’’.

ცნობა. წმინდა სამების ახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანებულია ჩერნიგოვის წმინდანების ნეშტები: წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველის, მოციქულთა თანასწორი ლავრენტის, წმინდა ფილარეტის, წმინდა მიქაელისა და თეოდორეს წმინდა ნაწილები და კიევ-პეჩერის მონასტრის წმინდანების წმინდა ნაწილები.

ადრე მჟკ წერდა, ნაკრძალის «უძველესი ჩერნიგოვი» დირექტორის თქმით, უმე-ის ბერები შეპყრობილი არიან ილუზიით, რომ ისინი სამუდამოდ დარჩებიან მონასტერში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ