ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლი კომაშია
ათი დღის წინ არქიეპისკოპოს ანასტასის ოპერაცია ჩაუტარდა.
ალბანეთის ეკლესიის 95 წლის წინამძღოლი ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესი არქიეპისკოპოსი ანასტასი კომაშია, მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია, იუწყება Newpost.gr. საავადმყოფოში Evangelismos ჰოსპიტალიზაციიდან 19 დღის შემდეგ ათენის ექიმებმა ვერ შეძლეს მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. ამჟამად არქიეპისკოპოსი ინტუბირებულია და მკურნალობას გადის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ცხრა დღის წინ არქიეპისკოპოსს ჩაუტარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა მიდამოებში სიხლდენის შეჩერების ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მკურნალი ექიმები დაუღალავად იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სიტუაცია რჩება საგანგაშო და დადებითი დინამიკა არ აღინიშნება, მხოლოდ კრიტიკული სიტუაცია იკვეთება.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 3 იანვარს არქიეპისკოპოსი ანასტასი ტირანიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მას დაეწყო სიხლდენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. იმ დროს ის რესპირატორულ ინფექციას მკურნალობდა. არქიეპისკოპოსის ასაკი და ავადმყოფობის ისტორია ართულებს სიტუაციას და ის რჩება ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მას უტარდება მოვლის აუცილებელი პროცედურები და კვლევები.