ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ღმერთს - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მარტინ ლუთერ კინგის ოცნებას აასრულებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდის წევრები ქვეყნის მართვისას არ დაივიწყებენ ღმერთს.
„ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ღმერთს“, - თქვა სიტყვასიტყვით დონალდ ტრამპმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე დაემთხვა ცნობილი ამერიკელი ბაპტისტი მქადაგებლისა და შავკანიანი ამერიკელების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლის, მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღეს.
„ჩვენ ავასრულებთ მის ოცნებას“, დაჰპირდა ტრამპი და არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ ტრამპის თქმით, 2024 წლის ივლისში მკვლელობის მცდელობისას ის „ღმერთმა გადაარჩინა“.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ