ტრამპმა კომენტარი გააკეთა ეპისკოპოს-ქალბატონის მოწოდებაზე, რომ წყალობა გამოიჩინოს გეი-ბავშვების მიმართ

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარიან ბუდას ქადაგებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
ვაშინგტონის ნაციონალურ ტაძარში ღვთისმსახურების შემდეგ, სადაც იმყოფებოდნენ აშშ-ს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ოჯახებით, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები, - იუწყება CNN.
ერთ-ერთ რეპორტიორს შეკითხვაზე, თუ რას იტყვის ის მსახურების შესახებ, ტრამპმა საპასუხო კითხვით მიმართა: „და თქვენ რას ფიქრობთ?“.
„თქვენ ეს მოგეწონათ? თქვენზე ამან შთაბეჭდილება მოახდინა? არც ისე შთამბეჭდავია, ასე არ არის? ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი ღვთისმსახურება იყო. ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო“, - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ვაშინგტონის ეპისკოპოსმა მარიან ბუდემ, რომელიც საეპისკოპოსო ანგლიკანურ ეკლესიას წარმოადგენს, ქადაგებაში მოუწოდა ტრამპს, რომ მან წყალობა გამოიჩინოს იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავს ჰომოსექსუალებად აიდენტიფიცირებენ, აგრეთვე - ტრანსგენგენდერებადაც.
„დემოკრატთა, რესპუბლიკელთა და უპარტიო ამერიკელთა ოჯახებში არიან გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი-ბავშვები“, - არწმუნებდა დამსწრეებს ეპისკოპოსი და დაამატა, რომ „ზოგიერთ მათგანს შიში აქვს საკუთარი სიცოცხლის გამო“.



