ტრამპმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა ეპისკოპოს-ქალბატონისგან, რომელიც „ლგბტ-ბავშვების“ შესახებ მსჯელობდა

2824
22 January 17:31
857
მარიან ბუდე (მარცხნივ) გეი პრაიდის აღლუმზე. ფოტო: Фейсбук Будде მარიან ბუდე (მარცხნივ) გეი პრაიდის აღლუმზე. ფოტო: Фейсбук Будде

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანგლიკანელი ეპისკოპოსი-ქალბატონი, რომელმაც მოუწოდა მას წყალობა გამოიჩინოს „ლგბტ-ბავშვების“ მიმართ, ეკლესიას პოლიტიკურ თამაშებში ითრევს.

აშშ-ს პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა სოცქსელში Truth social ემოციური კომენტარი გააკეთა ვაშინგტონის ეპისკოპოსის მარიან ბუდეს ქადაგებაზე, რომელიც მოუწოდებდა მას წყალობა გამოიჩინოს გეი, ტრანსგენდერ-ბავშვებისა და აგრეთვე არალეგალური მიგრანტების  მიმართ.

„ეგრეთწოდებული ეპისკოპოსი, რომელიც გამოვიდა სამშაბათს დილით ნაციონალურ ლოცვით მსახურებაზე, აღმოჩნდა ის, ვისაც სასტიკად სძულს ტრამპი და რადიკალურად მემარცხენე შეხედულებები აქვს. მან სრულიად უღირსი მეთოდებით ჩაითრია თავისი ეკლესია პოლიტიკურ თამაშებში. მისი ტონი ამაზრზენი იყო, ხოლო სიტყვა - არადამაჯერებელი და უაზრო“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი სიტყვებით, ბუდეს „არ უხსენებია არალეგალ მიგრანტთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ, შემდეგ კი კლავდნენ ადამიანებს“. მან აღნიშნა, რომ მათ გამო აშშ-ში „დანაშაულებრიობის გიგანტური ტალღაა“.

 „გარდა მისი უადგილო განცხდებებისა, თვით მსახურებაც ძალზე მოსაწყენი და არაშთამბეჭდავი იყო. ეს ქალბატონი თავის ადგილზე არ არის! მან და მისმა ეკლესიამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ!“, - დაასრულა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ვაშინგტონის ეპისკოპოსმა  მარიან ბუდემ, რომელიც საეპისკოპოსო ანგლიკანურ ეკლესიას წარმოადგენს, ქადაგებაში  მოუწოდა ტრამპს, რომ მან წყალობა გამოიჩინოს იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავს ჰომოსექსუალებად აიდენტიფიცირებენ, აგრეთვე - ტრანსგენგენდერებადაც.

„დემოკრატთა, რესპუბლიკელთა და უპარტიო ამერიკელთა ოჯახებში არიან გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი-ბავშვები“, - არწმუნებდა დამსწრეებს ეპისკოპოსი და დაამატა, რომ „ზოგიერთ  მათგანს შიში აქვს საკუთარი სიცოცხლის გამო“. 

მსახურების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსახურებამ და ქადაგებამ  მასზე შთაბაჭდილება ვერ მოახდინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ