დრაბინკომ «უბკე-ს» ანდრია პირველწოდებულის და თავადი ვლადიმირის სიწმინდეები გადასცა

2824
24 January 10:35
1166
სვიატოსლავ შევჩუკი და ალექსანდრე დრაბინკო. ფოტო: УГКЦ სვიატოსლავ შევჩუკი და ალექსანდრე დრაბინკო. ფოტო: УГКЦ

მეუ-ს «მიტროპოლიტმა» ხაზი გაუსვა, რომ მას სვიატოსლავ შევჩუკთან კარგი ურთიერთობა აქვს.

2025 წლის 23 იანვარს უბკე-ის საპატრიარქო ცენტრის ადმინისტრაციის ცენტრში, კიევში შედგა სვიატოსლავ შევჩუკისთვის წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და თავადი ვლადიმირის წმინდა ნაწილების გადაცემის ცერემონია. სიწმინდეები გადასცა უმე-ის ყოფილმა მიტროპოლიტმა, ამჟამად კი მეუ-ს მიტროპოლოიტმა ალექსანდრე დრაბინკომ, იტყობინება უბკე-ის პრეს-სამსახური.

«ხელში გვიჭირავს თავადი ვლადიმირის წმინდა ნაწილები და ყველა ვხედავთ, მისი მმართველობის დროს ყველა იყო ერთიანი, არ იყო გაყოფილი კონსტანტინოპოლიდ და რომი, კათოლიკეები და მართლმადიდებლები. ქრისტეს ეკლედსია ერთიანი იყო. ის ჩვენთვის არის ერთიანი და განიყოფელი ეკლესიის სიმბოლო», – ხაზი გაუსვა უკბე-ის ხელმძღვანელმა.

წმინდა ნაწილები გადააბრძანეს საპატრიარქოს ცენტრის სამრეკლოში, სადაც დარჩება.

დრაბინკომ აღნიშნა, რომ მოხარულია ნეშტის გადაცემით ერთიანი ლოცვის კვირეულის ფარგლებში: «ეს წმინდა ნაწილები ეკუთვნოდა და ეკუთვნის უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირ საბოდანის სახელობის ფონდს. უნეტარეს მიტროპოლიტ ვლადიმირს და პატრიარქ ლუბომირ გუზარს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. იმ პერიოდში მე ვიყავი მიტროპოლიტი ვლადიმირის მდივანი, ხოლო უნეტარესი სვიატოსლავი იყო იყო პატრიარქი ლუბომირის მდივანი და თანაშემწე, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. გამოითქვა ინციატივა და მე არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი», – განაცხადა მეუ-ს «მიტროპოლიტმა».

როგორც მჟკ-მ დაწერა, უბკე-ისა და მეუ-ს გაერთიანება იქნება რომისა და ფანარის ერთიანობის ძალისხმევის ნაყოფი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ