პატრიარქმა თეოფილემ მოუწოდა, რომ არ აღნიშნონ შობა ახალი სტილით
იერუსალიმის საპატრიარქოში მრევლს შეახსენეს, რომ ახალი სტილით 25 დეკემბერს ეკლესია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრაიარქმა თეოფილემ მოუწოდა არ აღნიშნონ ქრისტეს შობა ახალი სტილით, იუწყება იერუსალიმის საპატრიარქოს საიტი.
გზავნილი მიმართულია სამრევლოების ხაზინადარებისა და მღვდლებისადმი, თავმჯდომარეებისა და ადგილობრივი საბჭოების წევრებისადმი, იერუსალიმის საპატრიარქოს ერისკაცებისადმი.
პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ ის წერილობითი ფორმით მიმართავს თავის მრევლს, რადგან „კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შობის დღესასწაული, როგორც უდიდესი საუფლო დღესასწაული, უძველესი დროიდან შესაბამისი ლიტურგიკული ბრწყინვალებით აღინიშნება ჩვენი საპატრიარქოსა და წმინდა საფლავის საძმოს მიერ 25 დეკემბერს (ძველი კალენდრით), რომელიც შეესაბამება 7 იანვარს (ახალი კალენდრით) და ჩვენ მთელი ქრისტესმიერი სისავსით ამას მივსდევთ“.
იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლმა თავისი მრევლის მღვდლებს მოუწოდა, „რომ 12 დეკემბერს (ძველი კალენდრით), რომელიც შეესაბამება 25 დეკემბერს (ახალი კალენდრით) მათ გახსნან წმინდა ტაძრები და იგალობონ ჩვენი წმინდა მამის სპირიდონის, ტრიმიფუნტელი სასწაულმოქმედის საგალობლები, რომლებიც შესულია კატავასიაში და სხვა წინასადღესასწაულო საშობაო ჰიმნები და არა შობის მსახურება 25 დეკემბერს“.
„როგორც ცნობილია, ახალი კალენდრის მიღებამ მართლმადიდებელი ეკლესია სამოძღვრო საკითხების პირისპირ დააყენა, რომლებსაც უთუოდ მოყვება სოციალური შედეგები და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით მოწოდებულები ვართ, რომ გადავწყვიტოთ ისინი“, - აღნიშნა პატრიარქმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი სტილით 25 დეკემბერს „წმინდა სპირიდონის ზემოთხსენებული დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჩვენი ბერძნულ-მართლმადიდებლური მრევლის წევრები შეიძლება შეუდგნენ სოციალური და არა ეკლესიური ხასიათის ღონისძიებების გატარებას“.
როგორც მანამდე მჟკ წერდა, მეუ-ში თვლიან, რომ შობას ძველი სტილით აღნიშნავენ ისინი, ვინც რუსეთის მომხრეა.