ამსტერდამი: უმე-ს დევნას აშშ-ს მთავრობა აფინანსებდა

უმე-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ქრისტიანობის ან სხვა რელიგიების გამოყენება პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად.
უმე-ს საერთაშორისო ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა Jesus Christ’s CEOs TV არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკოსები რელიგიურ სიტუაციას უკრაინაში თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებენ. „უკრაინაში, სამწუხაროდ, სწორედ ჩვენი მთავრობა აფინანსებდა იმ ეკლესიის დევნის ნაწილს, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უშუალოდ მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას და არ იყენებს რელიგიას საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, - თქვა ადვოკატმა.
მისი აზრით, „დაუშვებელია ქრისტიანობის და რომელიმე სხვა რელიგიებისა და მათი მიმდევრების გამოყენება კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.
„ქრისტეს საყოველთაობა კორპორაციებისა და პოლიტიკის ყოფით პრობლემებზე მაღლა დგას. დაუშვებელია რელიგიის პოლიტიზირება“, - განაცხადა ამსტერდამმა. ამავდროულად, მისი აზრით, „აშშ-ს მთავრობამ რელიგია საგარეო პოლიტიკის ასპექტად აქცია“. კონკრეტულად რომელ ადმისისტრაციას გულისხმობს ის, ადვოკატს არ დაუზუსტებია.
მანამდე მჟკ წერდა, რომ რობერტ ამსტერდამი აშშ-ში წარადგენს მოხსენებას უმე-ს დევნის შესახებ.


