ელადის ეკლესიაში ჩერკასკის მიტროპოლიტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს
![კერკირის მიტროპოლიტი ნექტარიუსი. ფოტო: митрополия Корфу](/img/article/845/49_main-v1739451660.jpg)
კერკირას მიტროპოლიტმა ჩერკასკის ეპარქიას საჩუქრად გადასცა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის შესამოსელი.
ელადის ეკლესიის კერკირის მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა უმე-ს ჩერკასკის ეპარქიას საჩუქრად გადასცა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის შესამოსელი, - იუწყება ჩერკასკის ეპარქიის ტელეგრამ-არხი.
„ეს ჟესტი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება მორწმუნეებთან, რომლებიც იმყოფებიან განსაცდელში. ეს ჟესტი აგრეთვე არის მხარდაჭერა კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომლის წინამძღოლია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე“, - წერდა ელადის მიტროპოლიტი.
„თანამონაწილენი ვართ თქვენი განსაცდელებისა, რომელთა შორისაა თქვენი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა, მწუხარებას გამოვხატავთ აგრეთვე სამი თვით ადრე თქვენი საკათედრო ტაძრის ძალადობრივი მიტაცების გამო.
ვევედრებით ჩვენს წმინანს, რომ მოგანიჭოთ მხნეობა და ძალა! ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, რომ ღმერთმა ჩვენი წმინდა მამის სპირიდონის ლოცვით მოგანიჭოთ ძლიერი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა და გაგაძლიეროთ თქვენს რთულ მსახურებაში!“, - დაასრულა კერკირას მღვდელმთავარმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ჩერკასკის ეპარქიაში კორფუდან ჩამობრძანდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი.