ტრამპს სურს სააღდგომოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა - მასმედია

როგორც დასავლეთის მასმედია თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, ცეცხლის შეწყვეტას ეცდებიან გაზაფხულის ბოლოს ორიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდებიან ცეცხლის შეწყვეტას სააღდგომოდ (20 აპრილი) ან 9 მაისს, იუწყება Financial Times უკრაინელ და დასავლელ მაღალ თანამდებობაზე მყოფ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით.
„ტრამპი და პუტინი შეეცდებიან ცეცხლის შეწყვეტას ალბათ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით: აღდგომა, რომელსაც მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები აღნიშნავენ ამა წლის 20 აპრილს ან 9 მაისს, როდესაც რუსეთი იზეიმებს სსრკ-ს გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე“, - მოჰყავს თავისი წყაროების სიტყვები Financial Times-ს.
როგორც მჟკ წერდა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „დროა შევწყვიტოთ ეს უაზრო ომი, რომელმაც მოიტანა მასობრივი და სრულიად არასაჭირო სიკვდილიანობა და ნგრევა. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი!“