აშშ-ში ფანარიონის არქონტებმა დუმენკოს სადღეგრძელო წარმოთქვეს და მას რწმენის მაგალითი უწოდეს

ვახშამი მეუ-ს ხელმძღვანელის პატივსაცემად გაიმართა ნიუ-იორკის ფეშენებელურ რესტორანში Gallaghers Steakhouse.
2025 წლის 13 თებერვალს ფანარიონის არქონტებმა ნიუ-იორკის რესტორანში Gallaghers Steakhouse ეპაფანე დუმენკოს პატივსაცემად ვახშამი გამართეს, - იუწყება Orthodoxtimes.
ტრაპეზზე არქონტები ძალიან აქებდნენ დუმენკოს მისი თვალსაჩინო სულიერი თვისებების გამო. ხოლო თეოდორე ბოზონელისმა, არქონტთა უფროსის მოადგილემ, ეპიფანეს სადღეგრძელო წარმოთქვა და განაცხადა, რომ მიიჩნევს მას „რწმენის დიდების მაგალითად, მიუხედავად სირთულეებისა“.
ვახშამზე ესწრებოდა აშშ-ში ფანარიონის საარქიეპისკოპოსოს უფროსი ელპიდოფორე, რომელმაც დამსწრეებს განუცხადა, რომ „ავტოკეფალიის მინიჭებას მიზნად ჰქონდა უკრაინის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის გაჯანსაღება და გაერთიანება ერთიან ნაციონალურ ეკლესიად, რომელიც მორწმუნეთა და ქვეყნის სამსახურში იქნება“.
გამართლდა თუ არა ეს მიზანი, იერარქს არ დაუზუსტებია.
თავის მხრივ, დუმენკომ ვახშმის მონაწილეები დაარწმუნა იმაში, რომ „ნაბიჯ-ნაბიჯ მეუ გააერთიანებს უკრაინის ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში“. მან აგრეთვე „თქვა, რომ დარწმუნებულია უკრაინის საბოლოო გამარჯვებაში, განაცხადა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ვინაიდან მას მხარს უჭერენ შეერთებული შტატები და მთელი დემოკრატიული სამყარო“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ დუმენკომ ირიბად უთხრა ამერიკელებს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის ბირთვული იარაღის დაბრუნება.