ბართლომე : მომწონს უკრაინის მთავრობის სურვილი ითანამშრომლოს მეუ-სთან
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ყვებოდა, რომ კიევის წმინდა სოფიოს ტაძარში მსახურების დროს, მას ტომოსის გამო მადლობებს უხდიდნენ.
2021 წლის 6 დეკემბერს, სტამბულში უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ მას მოსწონს უკრაინის ხელისუფლების სურვილი ითანამშრომლოს მეუ-სთან, იუწყება გამომაცემლობა «Левый берег».
პატრიარქმა ბართლომემ აღნიშნა, რომ მას არ აწუხებს ის, თუ რაში ადანაშაულებენ რუსები, რას იტყვის მასზე ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი ან უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლის მიტროპოლიტი ანტონი.
ამვე დროს ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში და აშშ-ში ვიზიტების შემდეგ მასზე „თავდასხმები“ გახშირდა. ამის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ „ორივე ვიზიტი წარმატებული და კურთხეული იყო“, ხოლო „ჩვენს რუს ძმებს ეს არ აწყობთ“.
ფანარიონის მეთაური აგრეთვე ყვებოდა, რომ ის გაოცებული იყო უკრაინელთა რწმენითა და პატივისცემით: „სადაც არ ვიყავი, ყველგან მადლობას მიხდიდნენ ტომოსისა და ავტოკეფალიის გამო, განსაკუთრებით კიევის სოფიის ტაძართან მსახურების დროს“.
გარდა ამისა, პატრიარქმა ბართლომემ „დაინახა სახელმწიფოს სურვილი ითანამშრომლოს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან“ და ხაზი გაუსვა, რომ მას „ეს მოსწონს“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაური მიუტევებს უმე-ს საქმეთა მმართველს, მაგრამ მის პრივილეგიებში ეჭვის შეტანას არ დაუშვებს.