პოროშენკომ პატრიარქ ბართლომესთან ერთად განიხილა თუ როგორ უნდა აღადგინოს მეუ
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ფანარის ხელმძღვანელთან განიხილა რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მეუ-ს მხარდასაჭერად.
უკრაინის ექს-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 15 დეკემბერს ტელეფონით ესაუბრა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს.
ფანარიონის ხელმძღვანელმა პოროშენკოს სქიზმატიკოსთა ეგრეთ წოდებული „გაერთიანების საბჭოს“ მესამე წლისთავი მიულოცა. ამავე დროს, მან შეაქო ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მეუ-ს შექმნისა და შემდგომი განმტკიცებისათვის.
,,ამის გამბედაობა თქვენ მოგვეცით'' - ციტირებს პატრიარქს ტელეარხი "პრამაია".
ამის საპასუხოდ, პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა მას მეუ-ს ტომოსისთვის, რის შემდეგაც განიხილეს შემდგომი ნაბიჯები მეუ-ს მხარდასაჭერად. ასევე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიიწვია უკრაინის ყოფილი მეთაური ფანარიონში, მაგრამ უკვე მომავალ წელს.
როგორც მჟკ იტყობინება, ივნისში პოროშენკო ფანარიონში შეხვდა პატრიარქ ბართლომეს, სადაც მათ "გაიხსენეს, თუ როგორ გაჩნდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთობლივი ძალისხმევით".