უმე-ს სამრევლო გლიბოკაიაში დახმარებას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს თხოვს

2824
17 February 14:32
343
გლიბოკაიას საფარველის ეკლესიის მრევლი დახმარებისთვის ვენსს მიმართავს. ფოტო: Перший козацький გლიბოკაიას საფარველის ეკლესიის მრევლი დახმარებისთვის ვენსს მიმართავს. ფოტო: Перший козацький

მორწმუნეებს აღელვებთ წმინდა საფარველის ტაძრის ძალადობრივი მიტაცების შესაძლებლობა მათი სამრევლოს მეუ-ში უკანონოდ „გადაყვანის“ შემდეგ.

2025 წლის 17 თებერვალს უმე-ს წმინდა საფარველის ტაძრის სამრევლომ ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ გლიბოკაიაში მიმართვა გაუგზავნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს დევიდ ვენსს მათი რელიგიური უფლებების დაცვის თხოვნით. ვიდეო-მიმართვის ტექსტი გამოქვეყნდა YouTube-არხზე Перший козацький. თავის მიმართვაში მორწმუნეებმა ილაპარაკეს 2025 წლის 14 თებერვლის მოვლენების შესახებ, როდესაც მეუ-ს წმინდა მოციქულთასწორ ოლღას ეკლესიის მრევლის 200 წევრმა ჩაატარა ოცწუთიანი კრება, სადაც განაცხადეს წმინდა საფარველის ეკლესიისა და უფლის ჯვართამაღლების ეკლესიის მეუ-ში „გადასვლის“ შესახებ. გარდა ამისა, უმე-ს 1000-ზე მეტი მორწმუნე, ვინც კრებაზე დასასწრებად მოვიდა, რეგისტრაციაზე და ხმის მიცემაზე არ დაუშვეს.

 „იძულებულები ვიყავით თავად ჩაგვეტარებინა ხმის მიცემა, სადაც ერთხმად, სამრევლოს 935 წევრის გადაწყვეტილებით, გადაწყდა უკრაინის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დარჩენა, რომელსაც უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია მიმართვაში.

მორწმუნეებმა აგრეთვე განაცხადეს, რომ კრების წინ უცხო პირები დადიოდნენ სოფლის მაცხოვრებელთა სახლებში, აგროვებდნენ მათ ხმებსაც კი, ვინც არ არის  წმინდა საფარველის ტაძრის წევრი და მეუ-ს სამრევლოს მიეკუთვნება.

„ჩვენ ვიცით, რომ მზადდება ყალბი დოკუმენტები ჩვენი ტაძრისთვის, შემდეგ კი - ძალადობრივი იერიში, სადაც შესაძლებელია დაიღვაროს ქრისტიანთა სისხლი, როგორც ეს იყო სოფლებში: ლენკოვცში, ვისლოვიცში, ზადუბრივკაში, რინგაჩში და სხვ.“, - აფრთხილებენ უმე-ს მორწმუნეები.

სამრევლო ითხოვს დახმარებას რწმენის თავისუფლების  უფლების დაცვაში და შესაძლებლობას, რომ დაუბრკოლებლად ჩაატარონ ღვთისმსახურებები საკუთარ ტაძარში.

შეგახსენებთ, რომ უმე-ს სამრევლომ სტოროჟინცში დახმარების თხოვნით მიმართა აშშ-ს და რუმინეთს. მანამდე დუბოვცევის მორწმუნეებმა თხოვნით მიმართეს აშშ-ს. აგრეთვე პოდზახარიჩის უმე-ს ტაძრის მორწმუნეებმა მიმართეს ჯ. დ. ვენსს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ