რუმინეთის ეკლესიამ ეპისკოპოსად აკურთხა მოლდოვის ბესარაბიის მიტროპოლიტი

კიშინიოვის მთავარეპისკოპოსის კურთხევა ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში მოხდა.
2025 წლის 16 თებერვალს რუმინეთის ეკლესიის საპატრიარქო ტაძარში კიშინიოვის მთავარეპისკოპოსის ახალი ვიკარ-ეპისკოპოსის კურთხევა გაიმართა, იუწყება რუმინეთის საპატრიარქოს ვებგვერდი. წირვას რუმინეთის პატრიარქი და ბესარაბიის მიტროპოლიტი სხვა რუმინელი იერარქების დახმარებით ხელმძღვანელობდნენ.
ლიტურგიის დასასრულს წაიკითხეს პატრიარქის დანიშვნის აქტი, რის შემდეგაც ახალმა იერარქმა პატრიარქ დანიელის ხელიდან მიიღო მანტია, კვერთხი და სხვა საეპისკოპოსო რეგალიები.
პატრიარქმა დანიელმა აღნიშნა ამ დანიშვნის განსაკუთრებული მნიშვნელობა: „ამ ისტორიულ კონტექსტში, მისი არჩევა და კურთხევა წარმოადგენს არა მხოლოდ პიროვნული ღვაწლის აღიარებას, არამედ მოწოდებას ახალი ეტაპისკენ მართლმადიდებლური რწმენის მარადიული ფასეულობების წინსვლისათვის თანამედროვე გამოწვევებს შორის“.
წინამძღვარმა გაიხსენა, რომ 2025 წელს აღინიშნება არა მხოლოდ რუმინეთის საპატრიარქოს ასი წლისთავი, არამედ ბესარაბიის მიტროპოლიის დაარსებიდან 100 წელი (1925 წლის 4 მაისი).
„აუცილებელია მართლმადიდებლური რწმენის ფასეულობების დაცვა და ხელშეწყობა, სამრევლოებისა და მონასტრებისადმი მამობრივი მზრუნველობის გამოვლენა, ქრისტიანული კულტურის მხარდაჭერა, საეკლესიო მემკვიდრეობის დაცვა და გაზრდა, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მიმართ მამობრივი სიყვარულის გამოვლენა“, - აღნიშნა პატრიარქმა დანიელმა.
ბესარაბიის მიტროპოლიტმა პეტრემ, გამოხატა სიხარული ეპისკოპოს ნექტარიის დანიშვნასთან დაკავშირებით, ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა: „ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა და სტაბილურობა ჩვენ შორის, რადგან ჩვენ, ბესარაბიელებს, სხვა გზა არ გვაქვს“.
ეპისკოპოსმა ნექტარიოსმა თავის პასუხში ხაზი გაუსვა მისთვის დაკისრებული მისიის სერიოზულობას: „ეს მოწოდება არ არის ამქვეყნიური დიდების მიზეზი, არამედ ჯვარი, მსახურება და დიდი პასუხისმგებლობა ქრისტესა და მისი ეკლესიის წინაშე“.
„ჩემი სიტყვები ცოტაა, მაგრამ ჩემი გული სავსეა სურვილით, თავგანწირვითა და სიყვარულით ვემსახურო ამ სულგრძელ ხალხს, ეს ყველაფერი უფლისაგან მივიღო“, - თქვა ახალმა იერარქმა.
ეპისკოპოსი ნექტარიოსი აირჩიეს 5 თებერვალს და დაიკავა კიშინიოვის მთავარეპისკოპოსის ვიკარ-ეპისკოპოსის თანამდებობა, რომელიც ვაკანტური იყო 2018 წლიდან, როდესაც ეპისკოპოსი ანტონი ბალტის ეპისკოპოსად აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესია მოლდოვაში მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ ფუნქციონირებს.


