მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
მეუ-ს „მიტროპოლიტმა“ სერგეი გორობცოვმა თავის ფეისბუქზე უმე-ს, როგორც უკრაინის სახელმწიფოს მტრის“, საბოლოო „ნეიტრალიზებისკენ“ მოუწოდა. მისი სიტყვებით, ეს აუცილებელია შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში.
„როდესაც ვუახლოვდებით მნიშვნელოვან საერთაშორისო მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა და მტკიცე პოზიცია მსოფლიო არენაზე“, - განაცხადა გორობცოვმა.
მან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „მოსკოვის საპატრიარქო“ უწოდა და განაცხადა, რომ უმე „წარმოადგენს არა მარტო საშიშროებას ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ თითოეული ჩვენთაგანისთვის, რადგან მისი მეშვეობით აგრესორს შეუძლია გავლენა იქონიოს ჩვენს გონებაზე და შეარყიოს ნაციონალური ერთობა“.
გორობცოვმა განაცხადა, რომ უმე, „როგორც ნებისმიერი მტერი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას ემუქრება, ნეიტრალიზებული უნდა იყოს“.
„ჩვენ გაბედულად და ცივილიზებულად უნდა ვიმოქმედოთ“, - მოუწოდა გორობცოვმა და ჰიმნის ციტატა მოიყვანა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, დუმენკოს სიტყვებით, უმე მტერია, რომელსაც უკრაინელთა ნიღაბი აქვს მორგებული.