ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

2824
21 February 09:25
1076
ვ. ზელენსკი. ფოტო: kyiv24 ვ. ზელენსკი. ფოტო: kyiv24

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

უკრაინული წარმოშობის კონგრესვუმენმა ვიქტორია სპარტცმა თავის X გვერდზე გააკრიტიკა ვლადიმერ ზელენსკი მთელი რიგი ქმედებების გამო, მათ შორის ეკლესიის დევნისთვის.

 „ზელენსკიმ კონტროლის ქვეშ აიყვანა უკრაინის მთელი მასმედია, ის დევნის ეკლესიას, საწარმოებს და ვოლონტიორებს, ხელს აფარებს თავის  მეგობრებს კორუფციის შემთხვევაში, იყენებს „მარიონეტ“ პროკურორებს, რომ უკანონოდ დააპატიმროს და დააშინოს ნებისმიერი, ვინც სიმართლეს იტყვის მის უუნარობაზე დაიცვას თავისი ქვეყანა ან ვინც შეიძლება გახდეს მისი პოტენციური ოპონენტი“, - განაცხადა სპარტცმა.

მისი პოსტი Х-ში იყო პასუხი ილონ მასკისადმი, რომელმაც გააკრიტიკა ზელენსკი იმის გამო, რომ მას არ სურს არჩევნების ჩატარება.

ვიქტორია სპარტცი დაიბადა და გაიზარდა  ჩერნიგოვის ოლქის ნოსოვკაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 2 ოქტომბრის ღამეს მეუ-ს კლირიკოსებმა და უცნობმა კომუფლაჟიანმა ადამიანებმა გატეხეს ნოსოვკის უმე-ს სამების ტაძრის ბოქლომები და მიიტაცეს ის. მეორე დღეს მეუ-ს ერთ-ერთმა აქტივისტმა სცემა ამ ეკლესიის მრევლის წევრი, რომელსაც ამის შედეგად ნეკნის მოტეხილობა ჰქონდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ