ტრამპი: აშშ-მა 12 მილიონი დოლარი დახარჯა მოზამბიკელი მამაკაცების წინადაცვეთაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა გაუგებარ "ეშმაკობაში".
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წინა ადმინისტრაციამ 12 მილიონი დოლარი დახარჯა მოზამბიკში მამაკაცების წინადაცვეთაზე.
ბანგლადეშში „პოლიტიკური ლანდშაფტის გასაძლიერებლად“ თითქმის 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა, იუწყება Express.co.uk. გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ უგანდაში ,,პოლიტიკური ლანდშაპტის’’ ცვლილებებისთვის ქვეყნის ეკონომიკიდან 42 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
ტრამპმა გააჟღერა ტერმინი „პოლიტიკური ლანდშაფტის გაძლიერება“ და თქვა: „არავინ იცის, რას გულისხმობენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. რას ნიშნავს?".
ინტერვიუში მან ასევე გაიხსენა, რომ 19 თებერვალს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მიღწევების განხილვისას, რომელსაც ბიზნესმენი და მულტიმილიარდერი ელონ მასკი ხელმძღვანელობდა, მან განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა გაუგებარ "ეშმაკობაში".
მჟკ წერდა: აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რელიგია არის ამერიკული ცხოვრების საფუძველი და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი სრული თავდადებით“.