ჯანმო მოგვიწოდებს არ აღვნიშნოთ შობა გარეთ ომიკრონის გამო

„უსაფრთხო შობის“ გატარება ნიშნავს მოგზაურობისა და ხალხთან კონტაქტის თავიდან აცილებას,რათა შემცირდეს COVID ინფექციის გავრცელების რისკი, თქვა ჯანმო-ს გენერალურმა მდივანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა მდივანმა ტედროს გებრეისუსმა მოუწოდა გააუქმონ მოგზაურობები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან და არ დაესწრონ მასობრივ ღონისძიებებს საშობაო პერიოდში Omicron-ის ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო, იტყობინება euronews.
მას მიაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში შობის გასატარებლად იდეალური ადგილი სახლია. „ყველას სურს დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, მაგრამ ღონისძიების გაუქმება უკეთესია, ვიდრე მოგვიანებით ლეტალური შედეგის დადგომა“, - თქვა ჯანმო-ს გენერალურმა მდივანმა. "ჯობია გააუქმო დღევანდელი დღე და იზეიმო გვიან, ვიდრე დღეს იზეიმო და ამის შემდეგ იდარდო."
როგორც მჟკ იტყობინება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის ყველა ქვეყანას, შემოიღონ სავალდებულო ვაქცინაცია COVID-ზე.



