ბულგარელი იერარქი: უკრაინის ომს ქრისტეს თვალით უნდა შევხედოთ

ბულგარელი ეპისკოპოსის თქმით, ეკლესიის ამოცანაა შეახსენოს ხალხს მართლმადიდებლობის პრინციპები და ღირებულებები, ილოცოს მშვიდობისთვის და ღვთისმოყვარე ხალხის გადარჩენაზე იზრუნოს.
2025 წლის 3 მარტს ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პლოვდივის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გაიხსენა, რომ სამი წლის წინ მართლმადიდებელმა რუსეთმა ომი გამოუცხადა მართლმადიდებელ უკრაინას.
მისი თქმით, უკვე მესამე წელია, მართლმადიდებლები ერთმანეთს ხოცავენ, ბულგარელი პოლიტიკოსები კი მშვიდობის ძიების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ატარებენ.
სამი წელი, როცა ბულგარელი პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ თავიდანვე მოეთხოვათ მართლმადიდებლური ზნეობის დაცვა და უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ შუამავლების მისიებში ომის დაუყოვნებელი დასრულებისთვის, ეს როლი სხვებს მიანიჭეს და თავად, ძველი ბულგარული ტრადიციის თანახმად, ფიქრობდნენ, თუ რომელ მხარეს იდგნენ დიდი სახელმწიფოები და გამოთვალეს სარგებელი ბიუჯეტში.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიის ამოცანაა არა გეოპოლიტიკაში ჩართვა, არამედ ხალხისთვის მართლმადიდებლური პრინციპების შეხსენება, მშვიდობისთვის ლოცვა და მმართველების სულიერი ჭეშმარიტებისკენ წარმართვა.
„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეკლესია არ უნდა იყოს ჩართული გეოპოლიტიკაში. რა თქმა უნდა, არა. არც გეოპოლიტიკა და არც პოლიტიკა ზოგადად. ეკლესიის ამოცანაა შეგვახსენოს წმიდა მართლმადიდებლობის პრინციპები და ფასეულობები, ვილოცოთ მშვიდობისთვის და ღვთისმოყვარე ხალხის გადარჩენაზე ვიზრუნოთ და მოვუწოდოთ საერო მმართველებს, რომ არ ეძიონ ვისი მხარე დაიჭირონ, არამედ დაიკავონ ის მხარე, რომელსაც იესო ქრისტე აირჩევდა“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.
მისი თქმით, თუ ჩვენ ვუპასუხებთ კითხვას, თუ რა პოზიციას დაიკავებდა ქრისტე ამ კონფლიქტში, მაშინ გაირკვევა, რა პოზიცია უნდა დაიკავოს ბულგარეთმა.
„მხოლოდ თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ვართ უძველესი მართლმადიდებლური და ევროპის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ მოგვისმენენ და ვიქნებით არა ობიექტი, არამედ ისტორიის სუბიექტი“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
მანამდე მჟკ-მა დაწერა, რომ ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში მართლმადიდებელთა დევნაზე, ეკლესიების დაყადაღებაზე და მღვდლების მკვლელობაზე.