პასტორი, რომელიც ლიტურგიაზე იოგას ასანებს ასრულებს, ოსლოს ლუთერანი ეპისკოპოსი გახდა

სუნივა გიულვერი ატარებს მსახურებებს, რომლებიც აერთიანებს ტრადიციულ ლიტურგიას და იოგას ელემენტებს.
2025 წლის თებერვლის ბოლოს ნორვეგიის დედაქალაქში მღვდელი სუნივა გულვერი აკურთხეს ნორვეგიის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ოსლოს ეპისკოპოსად, წერს france24. ცერემონიას ესწრებოდა ნორვეგიის მეფე და გიულვერის არჩევას ეროვნულ საეკლესიო საბჭოში ხმათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი - 13 ხმა 4-ის წინააღმდეგ.
58 წლის გულვერმა, რომელიც ცნობილია აფრიკული ნაწნავითა და ცხვირის პირსინგით, ნორვეგიის ლუთერანულ ეკლესიაში ღვთისმსახურების არატრადიციული მიდგომები შემოიტანა. ხელდასხმამდე ერთი დღით ადრე მან აღავლინა წირვა, რომელიც აერთიანებდა ტრადიციულ ლიტურგიას და იოგას ელემენტებს. მრევლი, დაახლოებით 20 ადამიანი, ,,მამაო ჩვენოს’’ ლოცვის წაკითხვამდე ასანას ასრულებდა.
„მე მივხვდი, რომ ბევრი ადამიანისთვის იოგა არის მთავარი გზა სტრესის მოსახსნელად, სიმშვიდის პოვნისა და საკუთარ თავზე აღმატებული გრძნობის აღმოსაჩენად,“ - განმარტა გულვერმა, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი.
ლუთერანულ ეკლესიაში პასტორის სამი ათწლეულის განმავლობაში გულვერმა ასევე მიიპყრო ყურადღება უჩვეულო საეკლესიო ღონისძიებების ორგანიზებით, მათ შორის „სპონტანური“ ქორწილები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე და თემატური მსახურებები, რომლებიც ეძღვნება ჰარი პოტერის წიგნების პერსონაჟებს.
„მე არასოდეს მინახავს წინააღმდეგობა რწმენის თანამედროვე გამოხატულებებსა და ძველ ტრადიციებს შორის, კლასიკურ სულიერებასა და ახალ ფორმებს შორის“, - ამტკიცებს ლუთერანი ეპისკოპოსი.
ღვთისმსახურებისადმი არატრადიციული მიდგომის გარდა, გიულვერი ცნობილია თავისი პროგრესული შეხედულებებით: ის მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას, ეწინააღმდეგება აბორტის უფლებების აკრძალვას და აქტიურად არის ჩართული რელიგიათა შორის დიალოგში. 2006 წელს ის გახდა პირველი ქალი პასტორი, რომელიც სიტყვთ გამოვიდა ნორვეგიის მეჩეთში.
ერთ-ერთმა მრევლმა ლენა რისმესმა იოგას მსახურებიდან გამოსვლისას კომენტარი გააკეთა: „სუნივა მისაბაძი მაგალითია, როგორც მოძღვარი და როგორც ადამიანი. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ეპისკოპოსი იქნება“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ შეერთებულ შტატებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ლუთერანები განიხილავენ შერიგებას.