გერმანიის სსს-ში დაგმეს ბანდერების მარში როგორც ნაცისტური

გერმანის სსს-ს სპიკერმა განაცხადა, რომ გფრ-ს მთავრობა გმობს ბანდერთა დანაშაულობების ქება-დიდებას.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ქრისტოფერ ბურგერმა ბერლინში ბრიფინგზე განაცხადა, რომ გერმანიის მინისტრთა კაბინეტი ეწინააღმდეგება ნაციზმის გამოვლენას ნებისმიერ ფორმაში, გადმოსცემს tass.ru.
შესაბამისი განცხადება მან გააკეთა, 1 იანვარს კიევში გამართულ სტეფანე ბანდერას დღისადმი მიძღვნილი მარშის კომენტირებისას.
"ფედერალური მთავრობა გმობს ანტისემიტიზმის ნებისმიერ ფორმას, ნაცისტთა დანაშაულობების ნებისმიერ ხოტბას", - თქვა ბურგერმა.
ამ კონტექსტში, დაუმატა მან, ბერლინი გმობს იმ დანაშაულებსაც, რომლებიც ჩადენილია "მათ შორის ბანდერას მეთაურობით".
"უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დანაშაულობების განსაკუთრებული ნაწილი ჩადენილი იყო კოლაბორაციაში გერმანულ ოკუპაციურ ძალებთან",-თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მჟკ წერდა, რომ ისრაელის საელჩომ დაგმო ანტისემიტური ლოზუნგები ბანდერასადმი მიძღვნილ მარშზე.



