უმე-ს იერარქებმა ჩეხეთში პრაღის არქიეპისკოპოსთან ერთად ლიტურგია ჩაატარეს

2824
15 March 15:28
410
პრაღისა და ჩეხეთის მთავარეპისკოპოსის მიქაელის საეპისკოპოსო კურთხევის 10 წლისთავი. ფოტო: Хмельницкая епархия პრაღისა და ჩეხეთის მთავარეპისკოპოსის მიქაელის საეპისკოპოსო კურთხევის 10 წლისთავი. ფოტო: Хмельницкая епархия

მიტროპოლიტმა ვიქტორმა ჩეხეთის მღვდელმთავარს გადასცა უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მილოცვა სამღვდელმთავრო ქიროტონიის 10 წლისთავთან დაკავშირებით. 

2025 წლის 15 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები თანამსახურებდნენ პრაღისა და ჩეხეთის მიწების არქიეპისკოპოს მიქაელთან ერთად საზეიმო საღმრთო ლიტურგიაზე პრაღაში წმინდა მოციქულთასწორ კირილე და მეთოდეს სახელობის საკათედრო ტაძარში. ამის შესახებ იუწყება ხმელნიცკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ლოცვა-კურთხევით და პრაღისა და ჩეხეთის მიწების არქიეპისკოპოსი მიქაელის მოწვევით, ხმელნიცკისა და სტაროკონსტანტინოვსკის მიტროპოლიტმა ვიქტორმა, კიევის მიტროპოლიის ქორეპისკოპოსმა, ფასტოვსკის არქიეპისკოპოსმა დამიანემ და მუკაჩევსკის ეპარქიის ქორეპისკოპოსმა, სვალიავსკის ეპისკოპოსმა ილარმა მონაწილეობა მიიღეს არქიეპისკოპოს მიქაელის სამღვდელმთავრო ქიროტონიის 10 წლისთავის საზეიმო აღნიშვნაში.

მღვდელმთავრებთან თანამსახურებდა  ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება.

საღმრთო მსახურებაზე ლოცულობდა უკრაინელთა დიდი რაოდენობა, რომლებიც იძულებით გადასახლებულები არიან ჩეხეთში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო.

ღვთისმსახურების შემდეგ მიტროპოლიტმა ვიქტორმა წაიკითხა უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მიმართვა არქიეპისკოპოს მიქაელს მისი სამღვდელმთავრო ქიროტონიის 10 წლისთავთან დაკავშირებით. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა  კერძოდ აღნიშნა: „ამ ღირშესანიშნავ დღეს მოგესალმებით, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ და გულითადად გამოვხატავტ მადლიერებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, განსაკუთრებით კი ჩვენი მღვდელმსახურთა და ერისკაცთა მხრდაჭერისთვის, რომლებმაც სასტიკი ომის დროს იპოვეს თავშესაფარი თქვენს ეპარქიაში. თქვენ, თქვენი გულმოწყალებით, უფლისადმი გულმხურვალე ლოცვითა და ბრძნული გამონათქვამებით წარმოადგენთ მშვიდობის საკვრელით სულის ერთობის შენარჩუნების ხილულ წინაპირობას (ეფ. 4:3)“.

მიტროპოლიტმა ვიქტორმა არქიეპისკოპოს მიქაელს საჩუქრად გადასცა წმინდა ჯვარი და პანაღია.

პასუხად მეუფე მიქაელმა გამოთქვა გულწრფელი მადლიერება უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს მისამართით, აგრეთვე მან მადლობა გადაუხადა უკრაინიდან ჩამოსულ მღვდელმთავრებს ერთობლივი ლოცვის გამო.

როგორც მჟკ წერდა, უმე-ს იერარქმა ჩაატარა ლიტურგია პრაღაში, ჩეხეთის ეკლესიის სამრევლოში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ