მიტროპოლიტმა ონოფრემ სასულიერო სკოლების 410 წლის თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

უნეტარესმა ხაზი გაუსვა, რომ წმინდა პეტრე მოგილა ცდილობდა ოპტიმალური ფორმის პოვნას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციები დასავლური მეცნიერების იმდროინდელ საუკეთესო მიღწევებთან ყოფილიყო შერწყმული.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, - იუწყება კსა-ის საიტი.
ამ წელს სტუდენტური კონფერენცია მიეძღვნა ღირშესანიშნავ თარიღს - კიევის სასულიეო სკოლების 410 წელს, რომელთა ისტორია დაიწყო 1615 წელს, კიევის პოდოლში საძმო სკოლის დაარსებით.
თავის გამოსვლაში უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ აღნიშნა, რომ კიევის თვითმყოფადი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო ტრადიცია სწორედ საძმო სკოლიდან იღებს სათავეს, რომელიც 1632 წელს ლავრის სკოლასთან გაერთიანებით კიევის კოლეგიუმად გადაკეთდა. ამ სასწავლო დაწესებულების ძირითადი მფარველი იყო პეტრე მოგილა.
„საძმო სკოლის კოლეგიუმად გადაკეთების ინიცირებით, წმინდა პეტრე ცდილობდა ეპოვა ოპტიმალური ფორმა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციები დასავლური მეცნიერების იმდროინდელ საუკეთესო მიღწევებთან ყოფილიყო შერწყმული“, - ხაზი გაუსვა უმე-ს წინამძღოლმა.
მოგვიანებით ისტორიკოსებმა ამ შერწყმას „მოგილას სინთეზი“ უწოდეს, რომელიც მთელი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზრისთვის ძლიერი შემოქმედებითი იმპულსი გახდა. საგანმანათლებლო მოდელმა, რომელიც კიევში წმინდა პეტრე მოგილამ ჩამოაყალიბა, რამდენიმე ათწლეულით განაპირობა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განვითარება.
ყოველწლიურმა სტუდენტურმა კონფერენციამ შეკრიბა უმე-ს სასულიერო სასწავლო დაწესებულებების პედაგოგები და სტუდენტები, აგრეთვე საერო მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებიც საეკლესიო განათლების ისტორიას სწავლობენ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უნეტარესმა კსას-ის მუზეუმს ძველი საღვთისმსახურო წიგნები გადასცა.