კონსტანტინოპოლის იერარქი: წელს რომის პაპი სიურპრიზს გვიმზადებს ყველას

ქალკედონის მიტროპოლიტმა მიანიშნა, რომ რკე გადადის იულიუსის პასქალურ კალენდარზე.
ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა ემანუელმა თქვა, რომ მაისში სტამბოლი კათოლიკეებთან ერთობლივ დღესასწაულებს უმასპინძლებს ნიკეის კრების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელმაც „არა მხოლოდ დაადგინა რწმენის სიმბოლო - რწმენის საყოველთაო წესი, არამედ განსაზღვრა აღდგომის წლიური თარიღის გამოთვლის პროცედურაც“.
„დღეს აღმოსავლური ქრისტიანობა აღდგომის თარიღს იულიუსის კალენდრით ითვლის, დასავლური ქრისტიანობა კი გრიგორიანული კალენდრით, რის გამოც ქრისტიანები ქრისტეს აღდგომას ერთად არ აღნიშნავენ, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც თარიღები ემთხვევა, როგორც ეს მოხდება ამ გაზაფხულზე“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
მან გაიხსენა, რომ „საკითხი არაერთხელ დაისვა, მაგრამ გადაწყვეტილება მუდმივად გადაიდო“. ახლა კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იმედი აქვს კათოლიკეები იულიუსის კალენდარზე გადავლენ.
შარშან, ივნისში, როცა რომში ვიყავი წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, საზეიმო წირვის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ მიმიწვია, რომ მის გვერდით დავმდგარიყავი ლათინურ ტრადიციაში პირველობის ნიშნით და ჩუმად მითხრა: „ხედავთ, მომავალი წელი დიდ სიურპრიზს გვიმზადებს“. მე მივხვდი, რომ ის აპირებს გამოიყენოს ნიკეის კრების საიუბილეო თარიღი, რათა გამოაცხადოს თავისი განზრახვა დაასრულოს ეს განხეთქილება, რომელიც საზიანოა როგორც ქრისტიანთა ერთიანობისთვის, ასევე მსოფლიოსთვის საერთო ქრისტიანული მოწმობისთვის“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქ ბართლომეოსსა და პაპ ფრანცისკეს შორის ურთიერთობაში „შეიძლება საუბარი განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეზე“.
„მათ თანამშრომლობას, უპირველეს ყოვლისა, აქვს თეოლოგიური განზომილება, რადგან ის პასუხობს ორმაგ ეკლესიოლოგიურ გამოწვევას: მართლმადიდებლობას სჭირდება გადახედოს კათოლიციზმისთვის დამახასიათებელი საეკლესიო ცენტრალიზაციის მნიშვნელობას, ხოლო კათოლიციზმმა უფრო ღრმად უნდა მოიცვას მართლმადიდებლური ტრადიციის თანდაყოლილი პრინციპი. ამ დასკვნამდე მივიდა 2016 წელს კრეტაზე პან-მართლმადიდებლური საბჭო და 2023-2024 წლებში რომის კათოლიკე ეპისკოპოსთა სინოდი“, - განაცხადა ქალკედონიის მიტროპოლიტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის პაპი ფრანცისკე „უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანთა ერთიანობის მაცნეა, ვისთვისაც რწმენის სიცოცხლისუნარიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინსტიტუციური ჩარჩოები“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქ ბართლომეოსს თქმით, 1054 წელს რომსა და კონსტანტინოპოლს შორის განხეთქილება არ მომხდარა და მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის განხეთქილება უახლოეს წლებში გაქრება.