რუსეთში წარადგინეს მობილური მეჩეთები "სსო"-ში მონაწილე მუსულმანი ჯარისკაცებისთვის

მეჩეთი აწყობილია ავტომობილი ,,უაზის’’ ბაზაზე.
თათარსტანის რესპუბლიკის მუსლიმთა სულიერი ადმინისტრაციის IX კონგრესზე "Kazan Expo", ორგანიზატორებმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჯარისკაცებისთვის მობილური მეჩეთები წარადგინეს, - იუწყება "ბიზნეს ონლაინი".
თათარსტანის პრეზიდენტს უკრაინაში მებრძოლი მუსლიმი ჯარისკაცებისთვის მობილური მეჩეთები აჩვენეს.
გამოცემა წერს, რომ მანქანის საბარგულში შეიქმნა კომფორტული პირობები ნამაზისა და სულიერი საუბრების ჩასატარებლად: უძრუნველყოფილია ჰიდროიზოლაცია, ხმის იზოლაცია და თბოიზოლაცია, იატაკი მოსწორებულია და ხალიჩა არის დაგებული, ინტერიერი კი მიჰრაბითა და შამაილებით არის მორთული.
სამხედრო იმამების მოთხოვნით, მობილური მეჩეთები აღჭურვილია კონდიციონერით, მინი ბიბლიოთეკით, ელექტრონული საომარი აღჭურვილობით და კომპასით ქიბლას დასადგენად (მიმართულება მექასკენ, რომელსაც მუსლიმები იყენებენ ნამაზის შესრულებისას).
როგორც მჟკ-მა დაწერა, რუსეთის მუფთმა განმარტა, როდის შეუძლიათ მუსლიმებს ნამაზის აღსრულება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძრებში.
