უმე-ს მრევლმა კიოლნიდან საავადმყოფოს და ბავშვთა სახლებს უკრაინაში დახმარება გადასცა

დახმარება გაეგზავნა ქალაქ ბელაია ცერკოვის ბავშვის სახლს, აგრეთვე ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციისა და პალიატიური დახმარების ცენტრს კრივოი როგში.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კიოლნის (გერმანია) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამრევლომ გადასცა დახმარება საბავშვო დაწესებულებებს და სამედიცინო ცენტრებს უკრაინაში.
დახმარება გაეგზავნა ქალაქ ბელაია ცერკოვის საოლქო ბავშვის სახლს, აგრეთვე კრივოი როგის ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციისა და პალიატიური დახმარების ცენტრს.
გარდა ამისა, ფასტოვის (კიევის ოლქი) საავადმყოფოს გადაეცა თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც დაეხმარება პაციენტთა ეფექტურ მკურნალობას და ექიმებისთვის უზურუნველყოფს მუშაობის საუკეთესო პირობებს.
საბავშვო სახლები, რომლებმაც მიიღეს დახმარება, უკვე უზურუნველყოფილია აუცილებელი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით, სამედიცინო პრეპარატებით, აგრეთვე მათ საჩუქრად მიიღეს საბავშვო სასრიალო, რომელიც უკვე მონტაჟდება ერთ-ერთი დაწესებულების ტერიტორიაზე. გარდა ამისა, თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილია ინდივიდუალური საჩუქარი.
ამ ინიციატივის შესრულება შესაძლეძლებელი გახდა მრევლის წევრთა ძალისხმევით, რომლებმაც შეაგროვეს თანხა, შეიძინეს აუცილებელი ნივთები და ორგანიზება გაუკეთეს მათ გაგზავნას უკრაინაში.
მანამდე მჟკ წერდა, რომ კიევში 500 ბავშვმა მიიღო საშობაო საჩუქრები უმე-ს სოცგანყოფილებიდან.