კიევის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღდგომის მსახურებები ონლაინ უნდა ჩატარდეს

კიევის სახელმწიფო საქალაქო ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ სააღდგომო მსახურებები პოტენციურად ადამიანთა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
კიევის საქალაქო ადმინისტრაცია არ გეგმავს აღდომის ღამეს კომენდანტის საათის დროის შეცვლას და ამასთან დაკავშირებით ღვთისმსახურებები ტაძრებში ონლაინ-ტრანსლაციის რეჟიმში ჩატარდება. ამის შესახებ ფეისბუქზე განაცხადა კიევის სახსაქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნიკოლაი პოვოროზნიკმა.
„ეს არის მეოთხე აღდგომა, რომელსაც აღვნიშნავთ სამხედრო მდგომარეობის პირობებში. ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ უპირატესობა მიანიჭონ ღვთისმსახურთა ონლაინ-ტრანსლაციებს და ახსოვდეთ კომენდანტის საათი, რომელიც მოქმედებს 00:00-დან 05:00-მდე. დედაქალაქში კომენდანტის საათის დროის შეცვლა არ იგეგმება“, - ხაზი გაუსვა პოვოროზნიკმა.
მან აღნიშნა, რომ დღესასწაულის წინ ქალაქის ხელისუფლება მიმართავს რელიგიურ გაერთიანებათა ხელმძღვანელებს თხოვნით, რომ შეზღუდონ მასიური ღვთისმსახურებების ჩატარება და მაქსიმალურად უზრუნველყონ საკულტო შენობებიდან ონლაინ-ტრანსლაციები უკრაინულ მედიასა და ინტერნეტში.
„ჩვენ ვაგრძელებთ სრულმასშტაბიანი ომის პირობებში ცხოვრებას. ყველაზე მთავარი ღირებულება კი ადამიანის სიცოცხლეა. ამიტომ იყავით შეგნებულები, გაითვალისწინეთ სამხედროების რეკომენდაციები, თავი აარიდეთ ხალხმრავლობას და ერთმანეთს გაუფრთხილდით!“ - ხაზი გაუსვა კიევის სახსაქადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ. რატომ ხედავს ის კიეველთა სიცოცხლისთვის საფრთხეს სწორედ სააღდგომო მსახურებებში, მას არ დაუზუსტებია.
პოვოროზნიკმა აგრეთვე დაამატა, რომ 2025 წელს მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეების დროს ქალაქი უზრუნვეყოფს სასაფლაოებზე გადაადგილებას. მარშრუტთა დეტალური ჩამონათვალი გამოქვეყნდება მოგვიანებით კიევის ოფიციალურ პორტალზე.
მანამდე მჟკ წერდა, შეამცირებენ თუ არა კიევში აღდგომაზე კომენდანტის საათს.