ვერხნი სტანოვცში მეუ-ს რეიდერებმა საკურთხეველი დაარბიეს

წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა აჩვენა, თუ როგორ იქცეოდნენ ტაძარში მეუ-ს კლირიკოსები, რომლებმაც რამდენიმე საათით მისი მიტაცება შეძლეს.
ბუკოვინის სოფელ ვერხნი სტანოვცის უმე-ს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა აჩვენა ვიდეო, სადაც ასახული იყო საკურთხევლისა და მნათეს ოთახის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც იქ მეუ-ს კლირიკოსებმა ითარეშეს მიტაცების მცდელობის დროს. ვიდეო გამოაქვეყნა ფეისბუქ-ჯგუფმა «Вірні Чернівецько-Буковинської єпархії УПЦ».
„ნახეთ, რა ქნეს „ბოევიკებმა“ ეგრეთ წოდებული მღვდლის რომან გრიშჩუკის ხელმძღვანელობით, - კომენტარს ურთავს მღვდელი კადრებს. - ნახეთ, რა ჩაიდინეს მათ საკურთხეველში, წმინდათა წმინდაში, სრულად დაარბიეს. ღმერთო, შთააგონე ისინი და მიუტევე შეცოდებანი“.
კადრებში ჩანს, რომ საკურთხეველში მიმოფანტულია სამღვდლო შესამოსელი, მნათეს ოთახში კარადებიდან ნივთები იატაკზეა გადმოყრილი, ავეჯის ნაწილი დამტვრეულია. ტაძარში სკამები ბარიკადებად აწყვია.
ბანდიტებმა აგრეთვე დატოვეს ყუთი ინსტრუმენტებით, რომლებსაც გასატეხად იყენებდნენ: კუთხსახეხი, დრელი, ძალაყინი, ჩაქუჩები და სახრახნისები. ამ ყუთის გამო მორწმუნეებმა ირონიით მიმართეს გრიშჩუკს და მისი ბანდის წევრებს: „ბატონებო, დაბრუნდით და წაიღეთ თქვენი ლოცვანი და სახარებები, ისინი თქვენი რწმენის ქადაგებისას გამოგადგებათ! ბუკოვინის სოფლებში ეგრეთ წოდებული „სახარების“ გასავრცელებლად. ყუთი, ჯოხები, არმატურა დევს ტაძართან, გზა იცით“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბანდიტთა შორის, რომლებიც ვერხნი სტანოვცში ტაძარს იტაცებდნენ, შემჩნეულია ოდიოზური კლირიკოსი რ. გრიშჩუკი.