უმე-ს კლირიკოსის მიმართ გამოიყენეს აღკვეთის ზომა, რომელიც მის სააღდგომო მსახურებას გამორიცხავს

2824
17 April 16:05
1
არქიმანდრიტი თეოგნოსტი ლიტურგიას აღავლენს. ფოტო: страница Фейсбук Березанского благочиния არქიმანდრიტი თეოგნოსტი ლიტურგიას აღავლენს. ფოტო: страница Фейсбук Березанского благочиния

არქიმანდრიტის დაცვა ამტკიცებს, რომ ძალოვანთა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მამა თეოგნოსტეს არ ჰქონდეს სააღდგომო მსახურებების ჩატარების საშუალება.

2025 წლის 17 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, პოლიციის თანამშრომლებმა არქიმანდრიტ თეოგნოსტეს (იურაში) ჩააბარეს სარჩელი, რომელიც შეიცავს მის მიმართ სადღეღამისო საშინაო პატიმრობის აღკვეთის ზომის გამოყენებას. ამის შესახებ თავის ვიდეომიმართვაში იუწყება მღვდელმსახურის ადვოკატი ნიკიტა ჩეკმანი.

ნიშანდობლივია, რომ სარჩელში მითითებულია მისამართი, სადაც კლირიკოსი ფაქტიურად არ ცხოვრობს და რომელიც იმყოფება  მოშორებით იმ ტაძრისგან, სადაც მამა თეოგნოსტე ღვთისმსახურებებს ატარებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილობაზე შეტყობინების შემდეგ გამომძიებელთან და უუს-სთან მოხდა მოლაპარაკება იმაზე, რომ წმინდა აღდგომამდე არ გამოიყენებდნენ აღკვეთის ზომას, სამართალდამცავ ორგანოებში რაღაც შეიცვალა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

„გვესმის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიზანია გააკეთონ ისე, რომ მამა თეოგნოსტეს არ ჰქონდეს სააღდგომო მსახურებების ჩატარების საშუალება“, - ხაზი გაუსვა ნიკიტა ჩეკმანმა თავის მიმართვაში.

შეგახსენებთ, მანამდე უუს-ს პრეს-სამსახურმა ნაცპოლიციასთან ერთად განაცხადა „უმე-ს ერთ-ერთი კლირიკოსის გამოაშკარავების შესახებ კიევის ოლქის ტერიტორიაზე უმე-ს ერთ-ერთი ტაძრის უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით“. არქიმანდრიტ თეოგნოსტეს (ვლადიმერ ნიკოლოზის ძე იურაში), უმე-ს კიევის ეპარქიის წმინდა მიქაელის სახელობის სამრევლოს წინამძღვარს, წარუდგინეს ეჭვმიტანილობა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი სტატიით: ქონების მითვისება და გაფლანგვა სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით და სამსახურეობრივი გაყალბება. მღვდელმსახურს ემუქრება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. უუს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, არქიმანდრიტმა ჯერ თავის დას „უწყალობა“ საეკლესიო შენობები, მან კი შემდეგ გადასცა ისინი საქველმოქმედო ფონდს, რომელიც თვით არქიმანდრიტის კონტროლის ქვეშ არის. სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ ამ სქემით კლირიკოსი თითქოს ერთპიროვნულად აპირებდა სამრევლო ქონების განკარგვას.

თუმცა ნიკიტა ჩეკმანის საადვოკატო ბიურო, რომელიც მღვდელმსახურის ინტერესებს იცავს, კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს. დაცვა ხაზს უსვამს, რომ ქონების მითვისების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არქიმანდრიტის მიერ კი არ იყო მიღებული, არამედ 2023 წლის 22 მაისის რელიგიური სამრევლოს საერთო კრებით წესდებისა  და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უმე-ს სამრევლოს კენჭისყრიდან ორი კვირის შემდეგ, 2023 წლის 3 ივნისს, პირებმა, რომლებიც არ იყვნენ მისი წევრები, მიიღეს გადაწყვეტულება უმე-დან მეუ-ში გადასვლის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს არქიმანდრიტი თეოგნოსტე კიევის სამეურნეო სასამართლოში. 

დაცვის აზრით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეიძლება დაკავშირებული იყოს ქონებრივ დავასთან რელიგიურ ორგანიზაციათა შორის, რადგან მეუ-ს წარმომადგენლებმა ადრე მიმართეს ბორისპოლის რაიონულ სასამართლოს სარჩელით ქონების მითვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

მჟკ თვალს მიადევნებს სიტუაციის განვითარებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ