პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

პაპი ფრანცისკე (ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო) 2013 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის პაპის თანამდებობაზე პირველი იეზუიტი გახდა.
2025 წლის 21 აპრილს, პაპი ფრანცისკე ვატიკანში გარდაიცვალა. ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპი 88 წლის ასაკში, საკუთარ რეზიდენციაში (Casa Santa Marta) გარდაიცვალა.
ფრანცისკეს ბოლო თვეების განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ის ცოტა ხნის წინ რომის კლინიკაში ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიოდა, სადაც ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაპის მდგომარეობა მძიმე რჩებოდა.
პაპი ფრანცისკე (დაბადების სახელით ხორხე მარიო ბერგოლიო) ისტორიაში პირველი პაპი ლათინური ამერიკიდან და პირველი იეზუიტი გახდა, რომელმაც წმინდა პეტრეს ტახტი დაიკავა.
მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, აღდგომის აღსანიშნავად ერთიანი თარიღი დაედგინათ.