ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი - უმე-ს: დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებთ

მიტროპოლიტმა ანტონმა ალბანეთის ეკლესიის წინამძღვართან, არქიეპისკოპოს ანასტასისთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
მჟკ-სთან ინტერვიუში, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა ისაუბრა ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან, მისიოლოგიის დარგში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ თეოლოგთან, არქიეპისკოპოს ანასტასისთან ბოლო შეხვედრის შესახებ.
”ჩვენი შეხვედრის დასასრულს მან მითხრა ეს სიტყვები: ”ვლადიკა, მე ვხედავ, როგორ განიცდით თქვენ (იგი გულისხმობდა ჩვენს ეკლესიას) ამ სირთულეებს, ღმერთის იმედით, თქვენს სულში მშვიდობით, აგრესიის გარეშე.” შემდეგ მან თქვა: "ცოტა რამ მეც ვიცი ისტორიის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებთ", - ციტირებს არქიეპისკოპოსი ანასტასის სიტყვებს უმე-ის საქმეთმმართველი.
ეს სიტყვები, ამბობს მიტროპოლიტი ანტონი, შესაძლოა ლაიტმოტივად ჟღერდეს იმის, რაც ახლა უკრაინაში ხდება: ქრისტეს ეკლესია იმარჯვებს თავმდაბლობით, მოთმინებით და სწორედ ეს არის მისი ძალა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ალბანეთის ეკლესიის წინამძღვრის აზრით, მეუ-ს შექმნამ არც მშვიდობა და არც ერთობა არ მოიტანა.



