რმე-ს საეგზარხოსოს კლირიკებმა ჩაატარეს პირველი ნათლობის საიდუმლო ტანზანიაში

საღვთო წირვის ჩატარების შემდეგ დეკანოზმა ანდრეი ნოვიკოვმა ჩაატარა პირველი ნათლობის საიდუმლო რმე-ს აფრიკულ საეგზარხოსოში.
რმე-ს აფრიკული საეგზარხოსოს მღვდლებმა დეკანოზ ანდრეი ნოვიკოვთან ერთად იმსახურეს საღვთო ლიტურგიაზე დარ-ელ სალამში, რომლის დასრულების შემდეგ მამა ანრდრეიმ ჩაატარა პირველი ნათლობის საიდუმლო, იუწყება მიტროპოლიტი ლეონიდე თავის ტელეგრამ-არხზე.
"დეკანოზმა ანდრეი ნოვიკოვმა მოაწყო შეხვედრები ტანზანიელ მამებთან. წესისამებრ მღვდლებს გადაეცათ ჩვენი სამღვდელო ჯვრები და ოდიკები",-დაწერა საპატრიარქოს ეგზარხოსმა.
ასევე მიტროპოლიტმა ლეონიდემ მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის როსსოტრუდნიჩესტვოს ხელმძღვანელს, რუსეთის ელჩს ტანზანიაში იური პოპოვს და დარ-ეს-სალამში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს მარია პატეევას.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აფრიკაში გაიმართა რმე-ს საეგზარხოსოს პირველი წირვა, ჩატარდა სამღვდელოების პირველი კრება.
როგორც მჟკ იუწყებოდა, რმე-ს წარმომადგენლებმა გადასცეს სამღვდელო ჯვრები და ოდიკები საეგზასრხოსოს კლირიკებს.



