ხოცვა-ჟლეტის ქრონიკები ივან-ფრანკოვსკში: ვინმეს კიდევ სურს მეუ-ში?

29 March 2023 14:20
4077
ივანო-ფრანკოვსკში ტაძრის დარბევის დროს მღვდელი და მრევლი გაზით მოწამლეს. ფოტო: СПЖ ივანო-ფრანკოვსკში ტაძრის დარბევის დროს მღვდელი და მრევლი გაზით მოწამლეს. ფოტო: СПЖ

მეუ-მ და ხელისუფლებამ მიიტაცეს უმე-ს უკანასკნელი ტაძარი ივან-ფრანკოვსკის ოლქში. მორწმუნეთა წინააღმდეგ გამოყენებული იყო ნერვულ-პარალიზებადი გაზი. ვინმეს კიდევ სურს დუმენკოსთან გაერთიანება?

2023 წლის 28 მარტს მოხდა შოკისმომგვრელი ამბავი, სამხედრო უკრაინის განზომილებითაც კი. ივან-ფრანკოვსკში მეუ-მ ხელისუფლების დახმარებით მიიტაცა მთელ ოლქში უმე-ს უკანასკნელი ტაძარი. სიტყვა „მიიტაცა“ - სულაც არ არის გადამეტებული.

თავიდან ბანდიტებმა კუთსახეხით მოჭრეს ღობის ჭიშკარი, შემდეგ ის რამდენიმე დარტყმით ამოაგდეს. აგრესიული ბრბო  ტერიტორიაზე შეიჭრა და ტაძარი ალყაში მოაქცია.

მორწმუნეთა ნაწილი ტაძარში ჩაიკეტა, მეორე ნაწილი კარიბჭესთან და კიბეებზე ლოცულობდა. ბრბო სკანდირებდა „დიდება ერს - სიკვდილი მტერს!“, მორწმუნეები პასუხობდნენ „დიდება უფალს!“. მეუ-ს „მღვდლები“ ცდილობდნენ მაღლა კარისკენ გაჭრას, მაგრამ მრევლი არ უშვებდა მათ.

მაგრამ მალე თავდამსხმელებმა შეანგრიეს გვერდითა კარი და შიგნით შეიჭრნენ. მათ ცრემლსადენი გაზი მოაფრქვიეს და  ტაძარში მყოფი უმე-ს მღვდლები და მორწმუნეები გარეთ გამოყარეს. ეპარქიის მდივანს მამა ვასილ რომანიუკს პირდაპირ სახეში შეასხეს გაზის ნაკადი. ის გონებადაკარგული დაეცა. მღვდელი ტაძრიდან გაიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს.

ბანდიტებმა ცენტრალური კარი გახსნეს და მორწმუნეები კიბეებზე ხელისკვრით დააგორეს. ქალები ტიროდნენ, ბრბომ შეამტვრია სატრაპეზოს კარი. მმართველი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ნიკიტა მრევლთან ერთად ტერიტორიიდან გააძევეს. ივან-ფრანკოვსკის ოლქში უმე-ს ბოლო ტაძარი მიტაცებული იყო. ყველაფერი ერთ საათში დამთავრდა, პოლიცია ბანდიტებს ხელს არ უშლიდა. და ეს გასაგებია. მიტაცებას ხომ მერი რუსლან მარცინკივი ხელმძღვანელობდა. მან საზეიმოდ განაცხადა, რომ ივან-ფრანკოვსკის ოლქი პირველია უკრაინაში, სადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკვე აღარ არის.

რუსლან მირცინკივი: „ეს ჩვენთვის დიდი მოვლენაა. ივან-ფრანკოვსკის ოლქი პირველია, რომელიც დღეს  მოსკოვის საპატრიარქოს გარეშეა“.

მანამდე უმე-ს ტაძარი ქალაქში - ფერიცვალების - 2022 წლის იანვარში ეკსკავატორებით იყო დანგრეული. ამიტომ  ქალაქის ყველა მორწმუნე  შობის ტაძარში ლოცულობდა, რომლის მრევლში 300-ზე მეტი ადამიანი იყო. დუმენკოს მომხრეები აქ საერთოდ არ ყოფილან. ადამიანები, რომლებსაც მერი მარცინკივი აგზავნიდა, თითქოს ისინი მეუ-ს მრევლიდან იყვნენ - ცრუმაგიერი პირები იყვნენ, რომლებსაც მისი დამხმარე ბერძენ-კათოლიკე ა. გრუშეცკაია კურირებდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ეს მრევლი მეუ-ში დაარეგისტრირა, ამ ადამიანებმა პოლიციას, უუს და პრეზიდენტსაც კი მიმართეს. მაგრამ ისინი არავინ არ დაიცვა. და აი, 28 მარტს მოხდა ტაძრის ძალით მიტაცება.

ამ სიტუაციაში გვაოცებენ არა იმდენად ბანდიტები ცრემლსადენი გაზით. შეიძლება სერიუზული ლაპარაკი იმაზე, რომ ყველა ეს დანგრეულ ტაძარში მოსეირნე ბიჭი „ბალაკლავებში“, კეპებში და ქუდებში - მორწმუნეა? ჩვენ გვაოცებენ ისინი, ვინც თავს მეუ-ს „მღვდლებს“ უწოდებს.

მას შემდეგ, რაც მათ ხელისუფლებასთან ერთად გააჩაღეს ნამდვილი სამხედრო შტურმი და მიიტაცეს სხვისი ტაძარი, ისინი  შედიან ეკლესიაში და ლოცულობენ. ვის წინაშე და რაზე? თქვენ ასეულობით ადამიანს სიწმინდე წაართვით, ქალაქსა და ოლქში  უკანასკნელი ტაძარი წაართვით. ამის შემდეგ შეიძლება ღვთისმშობლისა და ქრისტეს სახელის წარმოთქმა და რამის თხოვნა? ეს იგივეა, რომ ქალიშვილს ყბა ჩაუმტვრიო მუშტით და იქვე ცოლობა თხოვო.

ეს განუკითხაობა ივან-ფრანკოვსკში მხოლოდ მორიგი ეპიზოდია, რომელიც უკრაინაში ახლა ასობით ხდება. აი, მხოლოდ რამდენიმე ბოლო შემთხვევა.

27 მარტს ტერნოპოლის ოლქში კორდიშევის უმეს ტაძარს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. მთლიანად დაიწვა საკურთხეველი და შიდა მოწყობილობა.

18 მარტი. ჩერნოვიცის ოლქში უმე-ს იურკოვცის ტაძრის შტურმის დროს მეუ-ს მომხრემ უმე-ს აღმსარებელს თითის ნაწილი ლომით მოკვეთა. ტაძარი მიტაცებული იყო.

22 მარტი, ჩერნოვიცის ოლქის სოფელი ბაბინი. მიტაცების დროს პოლიციამ მეუ-სთან ერთად უმე-ს მღვდელი ძალით გაიყვანა ტაძრიდან.

2022 წლის შემოდგომაზე პერეიასლავში მეუ-ს „მღვდელმა“ ლომით შეანგრია უმე-ს ტაძრის კარი.

ჩვენ ვხედავთ, რომ უმე-ს სამრევლოებს ომის საბაბით ართმევენ ტაძრებს. ხელისუფლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე  უმე-ს კიევ-პეჩერის ლავრიდან აძევებს, რომ ის მეუ-ს გადასცეს. ათასობით ადამიანს წაართვეს სიწმინდე. ხელისუფლება უკვე თხოვს დუმენკოს, რომ იქ  „ლოცვისთვის“ შენობა გამოუყოს.

ხოლო 28 მარტს მეუ-ს სინოდმა სტრუქტურა „პოჩაევოს ლავრა“ დაარეგისტრირა. რატომ? იმიტომ რომ პოჩაევოს ლავრიდან გააძევონ უმე-ს ბერები და აღმსარებლები და მათი საკუთრება მიითვისონ. როგორც ამბობენ, არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი. ბიზნესმენებშიც გასაგებია ეს მეთოდები, თუმცა რთულად. მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ქრისტიანობასთან?

როგორ შეიძლება ილოცო მიტაცებულ ტაძარში, როდესაც ჯერ კიდევ ისმის მათი მფლობელების გოდება, ადამიანებისა, ვინც ეს ტაძარი ააშენეს  და მთელი ცხოვრება აქ ლოცულობდნენ? აი, ერთ-ერთი აღმსარებლის სიტყვები: „რა ვქნათ ტაძრის გარეშე? მთელი დღე ვტირი. მალე აღდგომაა, ჩვენ კი მთელ ოლქში ერთი ტაძარიც კი არ გვაქვს. აქ ჩვენ ადამიანებად არავინ არ გვთვლის, უბრალოდ მესამეხარისხოვნები ვართ“.

მიტაცებულ ტაძარში ლოცვა ლოგიკის თვალსაზრისითაც სისულელე და უაზრობაა. ნუთუ სერიუზულად ფიქრობთ, რომ ასეთ ძალისმიერ „ლოცვებს“ უფალი შეისმენს?

ეს კითხვა იმდენად ეპიფანე დუმენკოს მიმართ არ არის. წლების განმავლობაში, რაც ის მეუ-ში სახელმძღვანელო პოზიციაზეა,  დაამტკიცა, რომ უშედეგოა მას რამე ჰკითხო ან თხოვო. ეს კითხვა უფრო სხვა ადამიანების მიმართ არის. იმის მიმართ, ვინც ეპიფანეს ლეგალიზება მოახდინა - პატრიარქ ბართლომეს მიმართ. მათ მიმართ, ვინც ეს კაცი მღვდელმთავრად აღიარა - ალექსანდრიის, ელადის, კვიპროსის ეკლესიების წინამძღვრების მიმართ. მათ მიმართ, ვინც მუდამ იმეორებს, რომ უმე-მ დუმენკოს ძალაუფლება უნდა აღიაროს  და გაერთიანდეს მის სტრუქტურაში.

ნუთუ სერიუზულად შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ ასეთი აშკარად ბანდიტური ქმედებების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუნდებათ მეუ-სთან გაერთიანება? რის გამო? რომ ერთად გაუსწორდნენ ვინმეს, იძალადონ, სხვისი საკუთრება მიიტაცონ?

ქრისტე არსად არ ამბობს - ნეტარ არიან მკვლელნი და ტაძრების მიმტაცებელნი ჩემი გულისთვის. ის ამბობს პირიქით - ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. ნეტარ ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, ვიყვიროთ პატრიოტოზმსა და ომზე, მაგრამ ქრისტე 2000 წლის წინ და ახლაც ერთი და იგივეა. და მისი სიტყვები 2000 წელია ერთი და იგივეა. თანამედროვე უკრაინაშიც აშკარად ჩანს, ვინ მისდევს მას  და ვინ არის მისი ნების წინააღმდეგი. და ასეთ ადამიანებთან    ერთი გზა ჩვენ ნამდვილად ვერ გვექნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ