კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს «ტომოსოლოგია» . ნაწილი II

03 March 2021 17:15
253
ფანარიონის მეთაური საკუთარ თავს უწოდებს მართმადიდებლობის მეთაურს. ფოტო: СПЖ ფანარიონის მეთაური საკუთარ თავს უწოდებს მართმადიდებლობის მეთაურს. ფოტო: СПЖ

ფანარიონის იდეოლოგია ,,პირველი და ერთადერთი'' უცებ არ წარმოშობილა. ის თანდათან ინერგებოდა კონსტანტინოპოლისგან ადგილობრივ ეკლესიებში.

პირველ ნაწილში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტომოსის ევოლუციის ისტორიის განხილვისას ჩვენ გავეცანით დოკუმენტეტურ ტექსტებს რუსეთის, საბერძნეთის, სერბეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ალბანეთის ეკლესიების ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ.

ბულგარეთის ეკლესია

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს «ტომოსოლოგია» . ნაწილი II фото 1
ალექსანდრე ნევსკის სახელობის საკათედრო ტაძარი სოფიაში.

განხეთქილებიდან 73 წლის შემდეგ, 1945 წელს, რთული კომპრომისის შედეგად „კმე“-მ აღიარა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია (თვითგამოცხადებული იყო 1872 წელს) და გამოსცა შესაბამისი ტომოსი. ჩამოყალიბებულ ორგანიზაციასთან კომპრომისის სირთულემ, სავარაუდოდ, გაართულა მისი ავტოკეფალიის შეზღუდვა. ტომოსში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბულგარეთის მართლმადიდებლობისა და ბულგარელი ერის ბედში „კმე“-ს ისტორიული როლის ხაზგასმას. ასე მაგალითად, ტომოსში ნათქვამია: „ჩვენმა დიდმა ეკლესიამ შვა ღმერთში და აღზარდა ბულგარელი ერი“.

ბულგარეთის ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მათ შორის მისი ავტოკეფალიისა და საპატრიარქოს სახით არსებობის ორი პერიოდი, ტომოსში უგულებელყოფილია.

„...ჩვენ ვაკურთხებთ ბულგარეთში წმინდა ეკლესიის ავტოკეფალურ მოწყობასა და მართვას, აგრეთვე ვუწოდებთ რა მას ბულგარეთის წმინდა მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას, განვსაზღვრავთ, რათა ამიერიდან იგი აღიარებულ იქნას ჩვენს სულიერ დად; დაე მართოს და აწარმოოს საქმეენი დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, თანახმად დანარჩენი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების წესრიგისა და სუვერენული უფლებებისა. თავის უმაღლეს საეკლესიო მმართველობით ორგანოდ სცნოს ეპისკოპოსებისგან შემდგარი წმინდა სინოდი, რომლის თავმჯდომარეც არის უნეტარესი მიტროპოლიტი სოფიისა და სრულიად ბულგარეთის ეგზარქოსი.

...ზოგადი ხასიათის საეკლესიო საკითხებში, რომლებიც საყოველთაო განსჯასა და შესწავლას ექვემდებარებიან, მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო ეკუმენურ ტახტს და მოითხოვოს და მიიღოს მისგან და დანარჩენი წმინდა „და-ეკლესიებისგან“ ავტორიტეტული აზრი და შეხედულება“.  

ტომოსში ჩაწერილია ფანარიონის მონოპოლია ბულგარეთის ეკლესიის დამოკიდებულების მოდერნიზაციაზე სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან მიიმართებაში. ბულგარეთის ეკლესია ნახსენებია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დობილ ეკლესიად.

  1. ბულგარეთის ეკლესიის უძველესი საპატრიარქო ტრადიციების მიუხედავად, მისი წინამძღოლი არ იღებს პატრიარქის წოდებას.
  2. ტომოსში არ განიხილება მირონის საკითხი.
  3. ტომოსში გაწერილია ფანარის მონოპოლია ბულგარეთის ეკლესიის სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ურთიერთობების მოდერაციაზე.
  4. ბულგარეთის ეკლესიას ეწოდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის „და-ეკლესია“.

საქართველოს ეკლესია

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს «ტომოსოლოგია» . ნაწილი II фото 2
ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ტომოსი (1990 წელი)

1990 წელს „კმე“ გამოსცემს კიდევ ერთ ტომოსს ავტოკეფალიის ცნობის შესახებ, რომელსაც ორმაგი ინტერპრეტაცია გააჩნია. საუბარია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე. პირველად საქართველომ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან V საუკუნეში, მისი დამტკიცება კი მოხდა XI საუკუნეში. ეკლესიამ დროებით დაკარგა ავტოკეფალია XIX საუკუნეში მისი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში, თუმცა 1917 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, მან  თავი კვლავ ავტოკეფალურად გამოაცხადა. ავტოკეფალიის ცალმხრივად აღდგენის გამო თავდაპირველად ის არ იყო აღიარებული „რმე“-ს მიერ 1917 წლის ადგილობრივ კრებაზე, თუმცა ამის შემდგომ 1943 წელს მთავარეპისკოპოსთა კრებაზე (შეიკრიბა დევნის შემსუბუქების შემდეგ) მოსკოვმა აღიარა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

უტყუარი ისტორიულობის მიუხედავად, ფანარიონმა არ აღიარა საქართველოს ეკლესიის კანონიკურობა და ლეგიტიმურობა კიდევ 47 წლის განმავლობაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის წიაღში ავტოკეფალიის მინიჭებაზე მონოპოლიის შესახებ სწავლების ჩამოყალიბება. საქართველოს ეკლესიის შემთხვევის მოცემული დოქტრინის ჩარჩოში მოქცევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო: მას პირველი ავტოკეფალია უკვე ჰქონდა მიღებული ანტიოქიისგან, მეორე კი - მოსკოვისგან.

ფანარიონმა არ აღიარა საქართველოს ეკლესიის კანონიკურობა და ლეგიტიმურობა კიდევ 47 წლის განმავლობაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის წიაღში ავტოკეფალიის მინიჭებაზე მონოპოლიის შესახებ სწავლების ჩამოყალიბება. საქართველოს ეკლესიის შემთხვევის მოცემული დოქტრინის ჩარჩოში მოქცევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო: მას პირველი ავტოკეფალია უკვე ჰქონდა მიღებული ანტიოქიისგან, მეორე კი - მოსკოვისგან.

ეს აშკარა წინააღმდეგობაში შედიოდა ფანარის სწავლებასთან. საუბარი იყო უძველეს ეკლესიაზე, რომელიც უკვე იყო აღიარებული მართლმადიდებელი სამყაროს მიერ. საქმის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ავტოკეფალია მიენიჭა ქართულ ეკლესიას მხოლოდ კონსტანტინეპოლის მიერ, შეუძლებელი იყო. ჯერ ერთი, ეს აშკარა ტყუილი იქნებოდა, მეორეც, ამას თავად საქართველო არასოდეს დათანხმდებოდა. ამ თავსატეხის შედეგს წარმოადგენდა ფანარის ორაზროვანი ტომოსი „ავტოკეფალიის შესახებ“. საქართველოში მას მიიჩნევენ ავტოკეფალიის დაგვიანებულ აღიარებად. თუმცა ტომოსის ტექსტი საშუალებას აძლევს ფანარს მოახდინოს მისი, როგორც ავტოკეფალიის მინიჭების, ინტერპრეტაცია, რის შესახებაც კონსტანტინეპოლის სპიკერები პირდაპირ აცხდებენ თავინთ ინტერვიუებში.

ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ საუბარი იყო უძველეს ქართულ ეკლესიაზე, მისი უფლებების შეზღუდვის და მისთვის საპატრიარქოს სტატუსის ჩამორთმევის მცდელობა უკიდურესად რთული იქნებოდა, ამიტომაც ტომოსი აცხადებს:

კავკასიის კურთხეულ მიწაზე, საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში შემავალმა წმინდა და მართლმადიდებელმა ეკლესია, უძველესი დროიდან მიიღო თვითმმართველი და თავისუფალი გამგებლობა და შესაბამისად საეკლესიო მმართველობითი ორგანიზაციაც.

... მიმართავს, ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას, ჩვენს ეკუმენურ საპატრიარქო ტახტს და ითხოვს კურთხევასა და მტკიცებას თავისი თვითმმართველობითი სტრუქტურისა. რამეთუ ასე შეთანხმებულმა, ვითარცა ვაზმა განუყოფელი ღვთისა ვენახისა, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა კანონიერ პლეადაში მყოფმა, განაგრძოს აყვავება ქრისტეს სხეულისა.

ეს ღირსებით სავსე მიმართვა და თხოვნა სიყვარულით მივიღეთ ჩვენ და ჩვენმა წმიდა და კურთხეულმა სინოდმა, ვინაიდან ჩვენი ეკუმენური ტახტი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს სამართლიანი უფლებებისა და სტატუსის მომთხოვნ წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიებს; დახმარების ხელი გაუწოდოს დროის აუცილებლობით გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში, რამეთუ, თანახმად მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო ცხოვრებისა და წესისა, ღირსეულად მოპოვებულმა მისმა ავტორიტეტმა აღავსო ავტოკეფალური მმართველობის მინიჭების უფლების უპრატესობით და ჩამოუყალიბა გარკვეული ადმინისტრაციული უფლებები.

ინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმინდით განათლებული ვაცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზებით, რაც უძველესი დროიდან გაჩნდა, რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: ”ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმინდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა.” (Γ.Α. Ράλλη, Μ. Πότλη, σύνταγμα τν θειών και έρων κανόνω. θ., 1852, τομ Β, σελ. 172).

მივიჩნევთ, რომ იგი ჩართული არის ძმურ მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობაში და ვადასტურებთ, ამასთანავე, იმას, რომ იგი სახელდებულია, როგორცწმინდა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია სრულიად საქართველოისა”. ვცნობთ მას როგორც ჩვენს სულიერ დას...

კანონიკური და საეკლესიო წესის თანახმად აღიარებს და პატივს სცემს ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პირველადობას, და ვითარცა თავის უმაღლეს მმართველობით ორგანოს, სცნობს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართაგან შემდგარ სინოდს, რომლის თავმჯდომარეც არის მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა...

რაც შეეხება წმიდა მირონის საკითხს, დაცულ იქნება ამასთან დაკავშირებით დადგენილი საეკლესიო წესი, რათა ხილულად და უხილავად შედგეს და განცხადდეს შინაგანი და გარეგანი განუყოფელი ერთიანობა მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ამასთანავე, ვურჩევთ, რომ ზოგადი ხასიათის საეკლესიო პრობლემებისა თუ დაბრკოლებების დროს, რომელნიც საყოველთაო განსჯასა და კენჭისყრას ექვემდებარებიან, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსმა სრულიად საქართველოისა მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო ტახტს, რომლის მიერაც დაუკავშირდება ყოველ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოს, ჭეშმარიტი სიტყვის მართლმკვეთელთ, გამოხატოს თავისი პოზიცია და განიხილოს პრობლემა ძმურ ეკლესიებთან ერთად“.

პირველად იქნა ნახმარები სიტყვა კონსტანტინოპოლის უმთავრესობაზე: «აღიარებს და პატივს სცემს ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პირველადობას».

მოცემულ ტომოსში ვხედავთ:

  1. შემდგენელი თავს არიდებს უწოდოს ქართული ეკლესიის წინამძღოლს „პატრიარქი“, თუმცა იყენებს „კათალიკოსის“ ტიტულს.
  2. არ შეიმჩნევა ქართული ეკლესიის სინოდის ფორმირების წესში ჩარევის მცდელობა.
  3. საქართველოს ეკლესია დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიების მსგავსად, სახელდებულია როგორც „და-ეკლესია“, თუმცა ტომოსში პირველად ხდება მითითება კონსტანტინეპოლის პირველობაზე: აღიარებს და პატივს სცემს ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პირველობას“.
  4. ეკლესიათაშორისი ურთიერთობების მოდერაციის საკითხში კონსტანტინეპოლის პატრიარქის მონოპოლიაზე მითითება შერბილებულია სიტყვით: „ვურჩევთ“.
  5. პირდაპირი მოთხოვნა მირონის კონსტანტინეპოლისგან მიღებაზე არ არის, თუმცა ტექსტში ამაზე ხდება ირიბი მინიშნება.

ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს «ტომოსოლოგია» . ნაწილი II фото 3
წმინდა კირილისა და მეფოდიას სახელობის საკათედრო ტაძარი პრაღაში.

სხვა ეკლესიების მიერ ავტოკეფალიის აღიარების ანალოგიური პრობლემა ფანარს შეექმნა ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (ჩმსმე) შემთხვევაშიც. ჩეხოსლოვაკეთში მართლმადიდებლობა შემოიტანეს რუსეთის ეკლესიის მსახურებმა XIX საუკუნეში. ბოლშევიკური დევნების პერიოდში ჩეხეთის ეს ესტაფეტა აიღო სერბეთის ეკლესიამ და შექმნა ჩეხეთის ავტონომიური ეპარქია, რომელიც 1948 წელს შევიდა რუსული ეკლესიის შემადგენლობაში. პარალელურად, 1923 წლიდან 1959 წლამდე, ჩეხეთში მოქმედებდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის ეპარქია, რომელიც ტრადიციულად არ ათანხმებდა თავის ქმედებებს ამ ტერიტორიაზე თავდაპირველად მოქმედ „და-ეკლესიებთან“. 1951 წელს „|ჩმსმე“-მ მიიღო ავტოკეფალია მოსკოვის საპატრიარქოსგან, რისი აღიარებაც არ მოხდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ. აღიარების საკითხმა 47 წელი გასტანა, რის შემდეგაც 1998 წელს „კმე“-მ გამოსცა საკუთარი ტომოსი აღიარა რა საბოლოოდ ჩეხეთის ეკლესია, თუმცა ეს იმგვარი პირობებით გააკეთა, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ყველა მანამდელი ისტორიული პრეცედენტისგან:

„კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელმან აკურთხნა თავისი ღვთაებრივი და ყოვლად მადლიანი ნების მონაწილეობით, რათა ჩეხეთისა და სლოვაკეთის კურთხეული მიწების ტერიტორიაზე გამოანათოს ჭეშმარიტების ნათელმა და მისმა წმინდა სულმა - მართლმადიდებელმა რწმენამ.

მისი ძვირფასი ჯვარი აღიმართა აქ IX საუკუნეში ღვთაებრივი სიტყვის ღვთისმოსავი და ყოვლადქებული მქადაგებლების - კირილესა და მეთოდეს მიერ, რომლებიც აქ მოიწვია დიდი მორავიის მაშინდელმა მთავარმა  და რომლებიც გამოუშვა ღმერთშემოსილმა უწმინდესმა პატრიარქმა დიდმა ფოტიმ. მათი მისია იყო ჩეხეთის, სლოვაკეთის, მორავიისა და კარპატის ხალხთა გულებში ღვთის სიტყვის დათესვა...

...ჩვენი წმინდა და დიდი ქრისტეს ეკლესია, რომლისთვისაც მინდობილია უფლის ყველა წმინდა ეკლესიაზე ზრუნვა, არასოდეს დატოვებს თავის შვილებს დაუცველად და არავის მისცემს ნებას გააკეთოს ის, რის უფლებაც არ გააჩნია და რომელიც, როგორც ცოცხალი ეკლესია - მკვდრეთით აღდგომილი უფლისგან განცხადებული უმაღლესი ცხოვრებით მცხოვრები - თავისი მსახურებით, 1923 წელს პატრიარქალური და სინოდური ტომოსის გამოცემით, მიანიჭა ავტონომიის ღირსება თავისუფალ, სუვერენულ და ლიბერალურ სახელმწიფოში მოქმედ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ადგილობრივ წმინდა ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკლესია მცირერიცხოვანია.

დღემდე ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ადგილობრივი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია არსებობდა მიუხედავად მისი არაკანონიკური ქმედებებისა, რომლებსაც ჩვენ უხმოდ მივუტევებთ მას, ვიცით რა, რომ ყოველივე არაკანონიკურად, ერთი წმინდა მრთლმადიდებელი ეკლესიის წესებისა და ტრადიციების დარღვევით აღსრულებული ძალადაკარგულია და არ იქნება დამტკიცებული უკუნისამდე...

ჩვენი უმდაბლესობა... ითვალისწინებს და ხელმძღვანელობს რა წმინდა მამების კანონიკური განკარგულებებით, ადგენს, რომ ბარბაროსთა მიწებზე, ანუ წმინდა საპატრიარქო და ავტონომიური ეკლესიების ფარგლებს გარეთ, მცხოვრები ყველა ქრისტიანი იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ ახალი რომის დიდი ტახტის სულიერი მეურვეობის ქვეშ. ჩვენ მივიღეთ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ადგილობრივი ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ეს შუამდგომლობა, რომელსაც მივიჩნევთ როგორც მისი სამღვდელოებისა და ერის გულმოდგინებას, და ამ საპატრიარქო და სინოდალური ტომოსით აგვყავს დიდებაში აღმავალი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია ავტონომიურიდან ავტოკეფალურამდე, აგრეთვე ვაწესებთ შემდეგ აუცილებელ პირობებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საპატრიარქოს წმინდა სინოდი ადგენს, ერთის მხრივ, მართლმადიდებლური რწმენის, წესისა და ტრადიციის დასაცავად, მეორე მხრივ კი - ახლადწარმოქმნილი ავტოკეფალური მართლმადიებელი ეკლესიის წარმატებული ზრდისა და დიდებისთვის.

პირობები მდგომარეობს შემდეგში:

ა) ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლეს ხელისუფლებას წარმოადგენს ეპარქიების მღვდელმთავრებისგან შემდგარი წმინდა სინოდი, რომლებიც მონაწილეობენ სამწყსო მსახურებაში. პრაღის ეპარქიის მწყემსმთავარი დღეიდან იწოდოს „უნეტარეს მთავარეპისკოპოსად პრაღისა, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა“ და გახდეს წმინდა სინოდის თავმჯდომარე და ჰქონდეს ყველა პრივილეგია, რომელიც XXXIV სამოციქულო წესის მიხედვით ეკუთვნის ყოველი ადგილობრივი ეკლესიის პირველ მღვდელმთავარს. დანარჩენ საეპარქო მღვდელმთავრებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამწყსო მსახურებაში, ანუ პრეშოვის, მიხალოვის და ოლომოუცო-ბრნენის მღვდელმთავრებს, ეწოდოთ მიტროპოლიტები, ხოლო მათ საეპარქოებს - მიტროპოლიები. პრაღისა და სრულიად ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მთავარეპისკოპოსად შეიძლება იყოს არჩეული ჩეხეთის მიწების და სლოვაკეთის ერთიანი ავტოკეფალური ეკლესიის ნებისმიერი ეპისკოპოსი ან სხვა ღირსეული კლირიკოსი.

პრეშოვის ყოველ მიტროპოლიტს ეწოდოს სლოვაკეთის ეგზარქოსი და მიეცეს უფლება საეკლესიო კრებებზე მოიწვიოს სლოვაკეთის მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტები და სლოვაკეთის სხვა კლირიკოსები, რომლებსაც განსაზღვრავს ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდი, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი (სლოვაკური) საკითხების განსახილველად. ამ კრებების გადაწყვეტილებები კონტროლისა და განხილვისათვის წარედგინოს ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ერთიანი და ერთადერთი ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდს. იმავეს გაკეთება შეუძლია უნეტარეს პრაღისა და ჩეხეთის მიწების და სრულიად სლოვაკეთის მთავარეპისკოპოსს, ოღონდ მხოლოდ ჩეხეთის მიწებზე ეკლესიის ადგილობრივი პრობლემების უფრო სიღრმისეულად შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით. ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიას შეუძლია კანონიკურად მიღებული სინოდალური გადაწყვეტილებების მეშვეობით დააფუძნოს ახალი ეპარქიები თანაბრად წარმოქმნილი სამწყსო საჭიროებებისა.

ბ) ადმინისტრაციული საკითხების გადასაწყვეტად მოხდეს წმინდა სინოდის მოწვევა წმინდა წესების საფუძველზე, სათანადო წესრიგით, არანაკლებ წელიწადში ორჯერ, შესაძლო სამწყსო დოგმატურ-კანონიკური პრობლემების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

გ) კანონიკურად არჩეული და განწესებული უნეტარესი არქიეპისკოპოსი და სხვა მაღალყოვლადუსამღვდელოესი  მიტროპოლიტები თავიანთ კათედრებზე რჩებიან უვადოდ, გარდა მათისა, ვინც თავისი ნებით გადადგება ან ვინც გადაყენებული იქნება კანონიკური დარღვევების გამო.

დ) დიაკვნები და მღვდლები ექვემდებარებიან მეორე დონის სასამართლოს, მღვდლები - პირველი დონის სასამართლოს და საკუთარი მოვალეობების ყველა საკითხში, წმინდა კანონების შესაბამისად, ექვემდებარებიან კანონიკურად დადგენილ სინოდალურ სასამართლოს, რომლის მუშაობისთვისაც მოიწვევიან, მსოფლიო პატრიარქთან შეთანხმებით, მხოლოდ დედა-ეკლესიის ანუ მსოფლიო ტახტის იურისდიქციის ქვეშ მყოფი იერარქები. გასამართლებულ იერარქებს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის შეუძლიათ მიმართონ აპელაციით მსოფლიო პატრიარქს.

<…>

ე) პრაღისა და ჩეხეთის მიწების და სლოვაკეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს აქვს უფლება ატაროს თეთრი ფერის კუნკულბარტყულა ქვებით მორთული ჯვრით. მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტებს -  შავი ფერის კუნკულბარტყულა ასევე ქვებით მორთული ჯვრით.

ვ) ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესია დედა-ეკლესიასთან სულიერი ერთიანობის ნიშნად იღებს წმინდა მირონს მსოფლიო პატრიარქისგან.

ზ) წმინდა სინოდის მთავარი და უპირველესი ამოცანაა მართლმადიდებელი რწმენის სიწმინდის დაცვა და მსოფლიო საპატრიარქოსა და დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებთან სული წმინდაში ურთიერთობა. ამავდროულად, მას ევალება რაიმე სახის დარღვევის შემთხვევაში საჩივრით მიმართოს არა მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდს, არამედ უფრო გაფართოებულ სინოდს,  რომელიც ამ მიზნით მოიწვევა მსოფლიო საპატრიარქოს ინიციატივით.

1. რაც შეეხება საეკლესიო ხასიათის გლობალურ თემებსა და საკითხებს, რომლებიც სცდება ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების შესაძლებლობების ფარგლებს, მის უნეტარესობას პრაღისა და სრულიად ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მთავარეპისკოპოსს უფლება აქვს მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო მსოფლიო ტახტს, რომელიც ურთიერთობაშია ჭეშმარიტების სიტყვის სწორად მქადაგებელ ყველა მართლმადიდებელ საეპისკოპოსოსთან. მსოფლიო საპატრიარქო გამოითხოვს „ეკლესია-დებისგან“ მათ აზრსა და პოზიციას...“

კონსტანტინოპოლის ეკლესია საბოლოოდ არის მოხსენიებული, როგორც დედა - ეკლესია, და არა დობილი ეკლესია.

ტექსტი მართლაც ორიგინალურია, დაწყებული გაფორმებითა და დამთავრებული შინაარსით.

  1. პირველად გამოყენებულია ტექსტის პუნქტებად დაყოფა - სავარაუდოდ, ყოველ მნიშვნელოვან პუნქტზე ყურადღების მეტად გამახვილების მიზნით.
  2. ტექსტის შესავალი ნაწილი მთლიანად ეძღვნება „კმე“-ს უფლებების დასაბუთებას გადაწყვიტოს ჩეხეთის ეკლესიის ბედი.
  3. სხვადასხვა ფორმით  ქრისტიანული სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის გარდა პირველად ხდება ტომოსის ადრესატი ეკლესიის დადანაშაულებაც.
  4. ქართული ეკლესიისგან ტომოსისგან განსხვავებით, რომელიც ასევე გაიცა ავტოკეფალიის მინიჭებიდან ათწლეულების შემდეგ, ტექსტში არ შეინიშნება ორაზროვნება.
  5. ტექსტის აზრი მკაფიოა: ავტოკეფალია ადრე არ გქონდათ, ადგილი ჰქონდა არაკანონიკურ ქმედებებს და მხოლოდ ახლა, თქვენი დანაშაულის მიუხედავად, განიჭებთ ავტოკეფალიას. მსურველებს შეუძლიათ შეადარონ აზრის ფორმულირება ბულგარეთის ეკლესიის ტომოსთან, რომელმაც ასევე გამოიარა ფანართან ხანგრძლივი კონფლიქტი, თუმცა მის ტომოსში სულ სხვა ტონალობა შეინიშნება.
  6. ტომოსში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული  „ჩმსმე“-ს მმართველობითი ორგანოების საქმიანობის სტრუქტურა და პრინციპები. ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას არ გააჩნია საკუთარი მმართველობითი ორგანოების რეგულირების თავისუფლება.
  7. რეგლამენტირებულია იერარქების შესამოსელიც კი.
  8. ტომოსში პირველად არის ასახული კონსტანტინეპოლის მონოპოლიური უფლება ყველა „ბარბაროსული მიწის“ ანუ „საპატრიარქო და ავტონომიური ეკლესიების ფარგლებს გარეთ“ არსებული მთელი მართლმადიდებელი დიასპორის, განმგებლობაზე. ასეთი ფორმულირებით გაუგებარი რჩება ისეთი არაავტონომიური, მაგრამ ავტოკეფალური ეკლესიების მდგომარეობა, რომლებსაც არ გააჩნიათ საპატრიარქოს სტატუსი: ელადის, პოლონეთის, ალბანეთის, თავად „ჩმსმე“ - ექვემდებარება თუ არა ეს ეკლესიები კონსტანტინეპოლს?
  9. კონსტანტინეპოლის ეკლესია საბოლოოდ მტკიცდება ტომოსში როგორც „დედა-ეკლესია“ და არა როგორც „და-ეკლესია“.
  10. ახალი ავტოკეფალური ეკლესიის სამართლებრივი დავების უმაღლეს ინსტანციას წარმოადგენენ არა საკუთარი, არამედ კონსტანტინეპოლის იერარქები. ამგვარად, განმტკიცებულია ფანარის მხრიდან „ჩმსმე“-ს მმართველობაში ნებისმიერი სახის ჩარევისა და მართვის სადავეების ხელში ჩაგდების მექანიზმი.
  11. ერთაზროვნად განმტკიცებულია მირონის მიღება კონსტანტინეპოლისგან.
  12. როგორც ბევრ სხვა ტომოსში, აქაც გაწერილია კონსტანტინეპოლის მონოპოლიური უფლება ახალი ავტოკეფალიის დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებთან ურთიერთობის მოდერაციაზე.
  13. ტომოსში „მართლმადიდებლობის სიწმინდის შენარჩუნებასთან“ ერთად, ჩეხეთის ეკლესიის წმინდა სინოდის არსებობის ძირითად არსად გამოყვანილია „მსოფლიო საპატრიარქოსთან ერთიანობა“. აზრის ფორმულირება ართმევს „ჩმსმე“-ს შესაძლებლობას კანონიკური ან დოგმატური უთანხმოების შემთხვევაში გაწყვიტოს ფანართან ურთიერთობა ისე, რომ ეჭვქვეშ არ დააყენოს საკუთარი ავტოკეფალია.
  14. ქრისტე როგორც ეკლესიის თავი ტომოსში ნახსენები არ არის.

ფაქტობრივად, „კმე“-ს მიერ ჩეხეთის ეკლესიისთვის გაცემული ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ ასრულებს „არასრული ავტოკეფალიების“ ერას, რომელიც დაიწყო ელადის ეკლესიით და გაგრძელდა ХХ საუკუნეში. მოცემული ტომოსით იწყება „ნომინალური ავტოკეფალიების“ ახალი ერა, როდესაც თითქოსდა დამოუკიდებელ ეკლესიებ უფრო ნაკლები უფლებები გააჩნიათ, ვიდრე ავტონომიური ეკლესიებს. კიდევ კარგი, რომ ჩეხეთის ეკლესიას დანარჩენ ეკლესიებთან ურთიერთობის საკითხებში გააჩნია დიპლომატიური ალტერნატივა და მას შეუძლია სხვადასხვა ტომოსებზე დაყრდნობა. ასე, მაგალითად, 2012 წელს პრაღაში ჩატარდა საზეიმო ღონისძიებები მოსკოვის საპატრიარქოსგან ტომოსის მიღების წლისთავის აღსანიშნავად, რამაც ფანარის რისხვა გამოიწვია. ჩეხები იძულებული გახდნენ თავი ემართლებინათ, რომ საუბარი იყო მხოლოდ სადღესასწაულო ლიტურღიაზე და არა საზეიმო ღონისძიებებზე. ამასთან ერთად, „რმე“-სგან მიღებული ტომოსი „ჩმსმე“-თვის ბევრად უფრო მიმზიდველია, რადგან არ შეიცავს მსგავს შეზღუდვებს.

მოცემული ტომოსით იწყება „ნომინალური ავტოკეფალიების“ ახალი ერა, როდესაც თითქოსდა დამოუკიდებელ ეკლესიებ უფრო ნაკლები უფლებები გააჩნიათ, ვიდრე ავტონომიური ეკლესიებს.

«უკრაინის უწმინდესი ეკლესია»

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს «ტომოსოლოგია» . ნაწილი II фото 4
ტომოსი და უკრაინის პრეზიდენტი (2014-2019) პეტრე პოროშენკო

 

2019 წელს ისტორიაში პირველად „კმე“-მ გადასცა ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი არა მხოლოდ სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე, არამედ გადასცა ის სქიზმატებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სამოციქულო მემკვიდრეობა და გააკეთა ეს მართლმადიდებელი ქვეყნების უმრავლესობის აზრის საწინააღმდეგოდ. თუმცა ჩვენი ამოცანაა - განვიხილოთ ტომოსის შინაარსობრივი ნაწილი და არა მისი შედგენის კონტექსტი.

როგორც ჩეხეთის ეკლესიის შემთხვევაში, აქაც  დოკუმენტის დასაწყისი ეძღვნება სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის დასაბუთებას. დოკუმენტის შემდგომ ნაწილში ნათქვამია:

„ჩვენი უმდაბლესობა... ადგილობრივ ეკლესიებში ხანგრძლივ მუქარათაგან წარმომავალ სქიზმათა და განყოფათა საკურნებლად, ერთსულოვნებით განვსაზღვრავთ და განვაცხადებთ: მთელი, პოლიტიკურად შემდგარი და საბოლოოდ დამოუკიდებლობა მიღწეული უკრაინის საზღვრებში მოქცეული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სამიტროპოლიტოებით, სამთავარეპისკოპოსოებითა და საეპისკოპოსოებითურთ, მონასტრებითა და სამრევლოებითურთ, ასევე − მასში ყოველი საეკლესიო დაწესებულებითურთ, რომელიც ქვემდებარედ მოქმედებს ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ღმერთკაცისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესათვის, ამიერითგან დაე, არსებობდეს, როგორც კანონიკურად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი და თვითმმართველი...პირველ მღვდელმთავრად ამიერითგან სცნოს კანონიკური მღვდელმთავარი − „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი“. არ არის ნებადართული, რათა მან მოაკლოს ან შემატოს ამ წოდებას რამ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ნებართვის გარეშე. მისი თავმჯდომარეობით ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბება როტაციის წესით, უკრაინის გეოგრაფიულ საზღვრებში მღვდელთმთავართა უხუცესობის უპირატესობით...

... უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში დადგენილ ავტოკეფალურ ეკლესიას ვცნობთ და ვაღიარებთ ჩვენს სულიერ შვილს-ასულს და მოვუწოდებთ ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელთა ეკლესიათა აღიარონ ის როგორც და-ეკლესია“ და მოიხსენიონ „უკრაინის უწმინდეს ეკლესიად“...

გი ვერ შემძლებელ არს დაადგინოს საზღვარგარეთ ეპისკოპოსები ან დააფუძნოს სამრევლოები არსებულნი იქ უკვე ჩვენი მსოფლიო საყდრის მიერ, რომელსაც აქვს დიასპორაზე კანონიკური უფლებამოსილება. არსებითად მისი იურისდიქცია შემოიფარგლებოდეს უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე.

... ამასთანავე, ყველა მღვდელთმთავარს და სხვა სასულიერო პირს უნარჩუნდება მსოფლიო პატრიარქის წინაშე გასაჩივრების უფლება, რომელსაც აქვს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების კანონიკური ვალდებულება ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებისა და სხვა სასულიერო პირების განსჯაზე, ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონების თანახმად.

ყოველივე ზემოთთქმულს შემდეგ ვაცხადებთ, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, როგორც დანარჩენი პატრიარქები და მეთაურნი, ცნობს თავად უწმიდეს სამოციქულო მსოფლიო საყდარს. მისი პირველი მიზანია ყველა სხვა კანონიკურ ვალდებულებასთან და პასუხისმგებლობასთან ერთად მართლმადიდებელი სარწმუნოების შეურყევლად დაცვა, ასევე კანონიკური ერთობისა და ურყევი კავშირის ქონა მსოფლიო საპატრიარქოსა და ადგილობრივ ეკლესიებთან.

ასევე, უკრაინის ეკლესიას... ევალება მონაწილეობა მიიღოს მნიშვნელოვან კანონიკურ, დოგმატურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ განხილვებში, ეკლესიის წმიდათა მამათა ადათისამებრ მართლმადიდებელთაშორის შეკრებებზე.

... კონსტანტინოპოლის ეკლესიის პირველი საყდრიდან... მიიღებს წმინდა მირონს მასთან სულიერი ერთობის ცხადსაყოფად.

ეკლესიის, დოგმატური და კანონიკური შინაარსის უპირატესი საკითხების თაობაზე: კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტს თავისი ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო და მსოფლიო საყდარს, რათა მოიძიოს მისგან ავტორიტეტული აზრი და უპირობო მხარდაჭერა. ამასთან მსოფლიო საყდრის უფლებამოსილებები უკრაინის ეგზარქიის მიმართ და ისი წმინდა სტავროპიგი უკრაინაში ურყევადაა დაცული.

... ყოველივე ამასთან ერთად და აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით ჩვენდამი რწმუნებული ქრისტეს დიდი ეკლესია აკურთხებს და განაცხადებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალურად...

მნიშვნელოვანი დოგმატური საკითხი: უფალი იესო ქრისტე წოდებულია მხოლოდ ეკლესიის «დამააარსებლად», და არა უმთავრესად.

  1. ეკლესიის თავად დასახელებულია კონსტანტინეპოლის საყდარი და არა უფალი იესო ქრისტე, რომელსაც მხოლოდ ეკლესიის „დამფუძნებელი“ ეწოდება. ამ თავისებურებას უკვე არა მხოლოდ კანონიკური, არამედ დოგმატური მნიშვნელობაც აქვს.
  2. ეკლესიის წინამძღოლის ტიტული არა მხოლოდ გაწერილია ტომოსში, არამედ აკრძალულია მისი შეცვლა კონსტანტინეპოლის თანხმობის გარეშე. ამის მიზეზი ცხადია: პატრიარქობაზე პრეტენზიების პრევენცია/აღკვეთა.
  3. ჩეხეთის ეკლესიის მსგავსად, მკაცრად რეგლამენტირებულია სინოდის საქმიანობის პრინციპები.
  4. ახალ ავტოკეფალიას ეწოდა „ასული“. „დის“ სახელი მასთან მიმართებაში არ გამოიყენება. ამასთან, სხვა ადგილობრივ ეკლესიებს ახალი ავტოკეფალიის „დები“ ეწოდება. ამგვარად, ძველ ტერმინებს ახალი აზრი ენიჭებათ: არსებობს „დედა-ეკლესია“, ხოლო დანარჩენი ეკლესიები - „ასულებია“, ერთმანეთის - „დები“.
  5. აკრძალულია უკრაინის საზღვრებს გარეთ სამრევლოების დაფუძნება, დადგენილია მათი გადაცემა კონსტანტინეპოლის დაქვემდებარებაში, რომელიც თითქოსდა ფლობს მონოპოლიას მართლმადიდებელ დისპორაზე.
  6. თუ ჩეხეთის ეკლესიის ტომოსში ფანარის იერარქების ჩარევის უფლება მის შიდა საქმეებში გაწერილია როგორც „ჩმსმე“-ს შიგნით საეკლესიო სასამართლოების შემდეგ უმაღლესი ინსტანციის უფლება, ამ ტომოსში უკვე მითითებულია, რომ ნებისმიერ ეპისკოპოსსა და მღვდელს აქვს უფლება მიმართოს პირდაპირ „კმე“-ს „უაპელაციო“ გადაწყვეტილების მისაღებად. (მოყვანილი, თითქოსდა კანონიკური, დასაბუთების სადავოობა იმსახურებს ამ სტატიის ფარგლებს გარეთ ცალკე განხილვას).
  7. ტომოსში მითითებულია, რომ კონსტანტინეპოლის საყდარი წარმოადგენს არა მხოლოდ ახალი ავტოკეფალიის „თავს“, არამედ მას ასეთად აღიარებენ „დანარჩენი პატრიარქები და მეთაურნი“. ანუ ქრისტეს როგორც ეკლესიის თავის ჩანაცვლება „მსოფლიო საპატრიარქოს ეკლესიის თავად“ შერჩევითად კი არ ხდება „უმე“-სთან მიმართებით, არამედ განცხადებულია მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის.
  8. ახალი ავტოკეფალია ვალდებულია (და არა მხოლოდ უფლებამოსილი) მონაწილეობა მიიღოს კონსტანტინეპოლის ეკლესიის ყველა კრებაში და სხვა სახის ღონისძიებებში. როგორც ჩანს, მოხდა კრეტას კრების წარუმატებელი გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც ჩატარდა პატრიარქ ბართლომეოსის ორგანიზებით და რომლის იგნორირება მოხდა ბევრი ადგილობრივი ეკლესიის მიერ.
  9. „უმე“-ს ყოველი ახალი მეთაური ვალდებულია დაიწყოს თავისი მოგზაურობა ფანარის მონახულებით.
  10. როგორც სხვა ბევრ ტომოსში, აქაც გაწერილია „უმე“-ს ვალდებულება მიიღოს მირონი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსგან.
  11. თუ თავდაპირველად ფანარს ჰქონდა „საეკლესიო, დოგმატურ და კანონიკურ საკითხებში“ ახალი ეკლესიების ურთიერთობების მოდერაციაზე მონოპოლიისა და პირველადობის პრეტენზია, ახალი ტომოსის თანახმად ასეთი ურთიერთქმედება აზრს კარგავს. ახლა ყველა საჭირო განმარტებას მსოფლიო საყდარი თავად გააკეთებს, ეკლესიათაშორისი განხილვის გარეშე.
  12. საკუთრივ ახალი ავტოკეფალიის გარდა „უმე“-ს ტერიტორიაზე იქმნება ეგზარქატი და კონსტანტინპოლის ეკლესიის სტავროპიგია, რომლის უფლებები ურყევია. ანუ ახალი სტრუქტურის კანონიკური ფარგლები მხოლოდ ცალმხრივად არის ფუნქციონალური: „უმე“-ს არ აქვს უფლება დააფუძნოს სამრევლო საზღვარგარეთ, ხოლო მის ტერიტორიაზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შეუძლია ჰყავდეს თავისი სამრევლო და მისი უფლებები ურყევია.
  13. დასკვნით ნაწილში დამატებით დაზუსტებულია, რომ ავტოკეფალია úმე“-ს ენიჭება სწორედ ამ პირობებზე. ეს დაზუსტება აძლევს კონსტანტინეპოლს საშუალებას პირობების დარღვევის შემთხვევაში დაასაბუთოს ავტოკეფალიის გაუქმება.

დასკვნები

კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული ავტოკეფალიის შესახებ ტომოსების შინაარსის თანდათანობითი ცვლილებების ანალიზის საფუძველზე ჩვენ ვხედავთ როგორც ზოგადი ეკლეოსიოლოგიის, ასევე საკუთარი და სხვა ადგილობრივი ეკლესიების როლის შესახებ წარმოდგენების გენეზისს.

ჯერ კიდევ XVI საუკუნეში საპატრიარქოების რაოდენობის ზრდა ორგანულად მიიღებოდა (ფორმალურად მაინც) და მათ შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდა კრებსითად, რასაც ვხედავთ რუსული ეკლესიის ავტოკეფალიის მაგალითზე.

კრებსითობის ფაქტორი ნაწილობრივ დაცულია ელადის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისას, რაშიც „კმე“-ს გარდა მონაწილეობას იღებს იერუსალიმის პატრიარქი. მაგრამ ამის შემდეგ მიღებულ ტომოსებში ჩვენ ვეღარ ვხედავთ ეკლესიათაშორისი კრებსითობის პრინციპს.

XIX–XX საუკუნეებში ახალი ავტოკეფალური ეკლესიები მნიშვნელოვანი ძალისხმევით იღებენ საპატრიარქოს სტატუსს, მაშინაც კი, როდესაც მათ ეს სტატუსი წარსულში გააჩნდათ. ზოგი კი  ამ სტატუსის მიღებას დღესაც ვერ ახერხებს.

მთლიანობაში, კონსტანტინეპოლის ეკლესიის დამოკიდებულება მსოფლიოში თავის ადგილთან, ასევე სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად იცვლება კონსტანტნეპოლის პატრიარქის მიერ ოსმალეთის იმპერიაში ძალაუფლების დაკარგვასთან ერთად. ბიზანტიისგან განსხვავებით სწორედ ოსმალეთის იმპერიაში ფლობდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი როგორც ფორმალურ, ასევე რეალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას, კერძოდ კი, ეთნარქის, რუმ მილეთის თავის, სტატუსს, რომელიც აერთიანებდა იმპერიის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში ბევრი უძველესი ავტოკეფალია გაუქმდა და შევიდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის შემადგენლობაში, როგორც მაგალითად, ბულგარეთის ან პეჩის (სერბეთის) საპატრიარქოები. იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიისა და კვიპროსის უძველესი ეკლესიები, რომლებმაც შეძლეს ავტოკეფალიის შენარჩუნება, ეთნარქის პოლიტიკურ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. პორტას მიერ მიწების დაკარგვით კონსტანტინეოლის საპატრირქოს ავტომატურად ეკარგებოდა გავლენა და ძალაუფლება. ეროვნული ავტოკეფალიების ახალი გამოწვევებისა და მოთხოვნების წინაშე აღმოჩენილი კონსტანტინეპოლი იძულებული გახდა მოეძებნა დანაკარგების კომპენსირების გზები. ნაწილობრივ ეს ტენდენცია ვლინდება XIX საუკუნეში, რასაც ვხედავთ ელადის ეკლესიის ავტოკეფალიის ფორმატის მაგალითზე. თუმცა სრული სახით ეს ტენდენცია ვითარდება ХХ და ХХI საუკუნეებში, ოსმალეთის იმპერიის საბოლოოდ ნგრევისა და კონსტანტინეპოლის კათედრის მიერ როგორც პოლიტიკური გავლენის, ასევე თურქეთში ბერძენთა დარბევისა და გადასახლების შედეგად მრევლის დაკარგვის შემდეგ.

ეს ტენდენცია გამოიხატება როგორც ფანარის გარე ექსპანსიაში, რის მოწმეებიც დღესაც ვართ (ამის შესახებ დაწვრილებით იხილეთ სტატია „ფანარის იმპერიული სინდრომი როგორც განვითარების სტრატეგია), ასევე ახალი ეკლესიების ავტოკეფალიების შეზღუდვის და მათ ტერიტორიებზე საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის შენარჩუნების მცდელობაში.

ელადის ეკლესიის ავტოკეფალიის შეზღუდვის პირველი მცდელობის დროს კონსტანტინეპოლი ეხება მხოლოდ მირონის, საგარეო ურთიერთობების მოდერაციისა და ზოგადად, სინოდის ფორმირების პრინციპებს. შემდგომში, სერბეთისა და რუმინეთის ეკლესიების მაგალითზე ჩვენ ვხედავთ ახალი ავტოკეფალური ეკლესიების პრაქტიკულად საკუთარი ეკლესიის ტოლფასად აღიარებას (გარდა საპატრიარქოს სტატუსის მინიჭებისა, რაც მოხდა მოგვიანებით).

აქედან გამომდინარე, ელადის ტომოსში ავტოკეფალიის შეზღუდვის გამოცდილება შეიძლებოდა მიგვეჩნია არასისტემურ ეპიზოდად. ХХ საუკუნეში ყველაფერი იცვლება. ცხადი ხდება, რომ ტომოსების მეშვეობით ახალი ავტოკეფალური ეკლესიების რეალური დამოუკიდებლობის მინიმიზაციის, მათი ფანარისადმი მაქსიმალურად დაქვემდებარების ან სულ მცირე, დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობები დაკავშირებულია სწორედ ეთნარქოსის ზემოხსენებული პოზიციის დაკარგვასთან, რადგან ეს ყველაფერი მოყვება ოსმალეთის იმპერიის ლიკვიდაციას. და, როგორც ჩანს, წარმოადგენენ სწორედ მოცემული დანაკარგების კომპენსირებას.

ფაქტობრივად, ХХ საუკუნეში „კმე“-სგან სრულფასოვანი ავტოკეფალიების აღიარება მოიპოვეს მხოლოდ ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიებმა. თანაც, ფაქტობრივად, აქ საუბარია უკვე შემდგარი ფაქტების აღიარებაზე: ორივე ეკლესია უკვე იყო დამოუკიდებელი 73 წლის განმავლობაში („ფანარის მიერ არაღიარების სტაჟის“ საოცარი დამთხვევა!).

გარდა ამისა, ორივე ეკლესია წარმოადგენდა უძველეს საპატრიარქოებს, რომლებმაც დაკარგეს ავტოკეფალია ისტორიული მოვლენების ძალით. ამ კონკრეტულ შემთხვევებში კონსტანტინეპოლის ეკლესიას პრეტენზია აქვს მხოლოდ ეკლესიათაშორისი ურთიერთობების მოდერაციაზე და ისიც, ქართული ეკლესიის შემთხვევაში, მხოლოდ რეკომენდაციის სახით.

მაგრამ სულ სხვაგვარად გამოიყურება ფანარის პოზიცია ახალ ავტოკეფალურ ეკლესიებთან -პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და მით უმეტეს, უკრაინის, მიმართებაში. აქ ჩვენ ვხედავთ უფლებების ბევრად უფრო მნიშვნელოვან „შეზღუდვას“ და ამ ეკლესიების შიდა ცხოვრებაზე გავლენის ბერკეტების განმტკიცებას.

შეინიშნება კონსტანტინოპოლის როლის აზრობრივი ცვლილება. ჩვენ უკვე ერთი შეხედვითაც ვხედავთ მეტამორფოზას ,, პირველი თანასწორთა შორის'' ნაცვლად ,,პირველი და შეუდარებელი''.

გარდა ამისა, შეიმჩნევა კონსტანტინეპოლის პატრიარქისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიის როლის გადააზრება. ჩვენ ნათლად ვხედავთ „პირველის თანასწორთა შორის“ მეტამორფოზას „პირველად თანასწორთა გარეშე“. თავდაპირველად ჩვენ ვხედავთ ქრისტეს როგორც ეკლესიის თავის მართლმადიდებლური სწავლების უდავო კონსტატაციას. შემდგომში ამის ხსენება თანდათანობით ქრება დოკუმენტებიდან და საბოლოო ჯამში უკრაინულ ტომოსში ეკლესიის თავის ადგილას ჩვენ ვხედავთ უკვე არა ქრისტეს, არამედ კონსტანტინეპოლის საყდარს.

ტომოსებში იცვლება ასევე ეკლესიათაშორისი ურთიერთობების გამომხატველი ტერმინოლოგია: თავდაპირველად „კმე“ დანარჩენი ეკლესიების „და-ეკლესიაა“ და მისი წიაღიდან გამოსული ახალი ავტოკეფალური ეკლესიების „დედა-ეკლესიაცაა“. შემდგომში ის მხოლოდ მათი „დედაა“. და აი საბოლოო ჯამში ის ყველა დანარჩენი ეკლესიისთვის მხოლოდ „დედაა“ - მათ შორის იმ ეკლესიებისთვისაც, რომლებიც მასზე ძველია - ხოლო „და-ეკლესიები“ ერთმანეთისთვის მხოლოდ დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებია.

 «უკრაინულ ტომოსში» ჩვენ ვხვდებით ეკლესიის მეთაურის როლში არა იესო ქრისტეს, არამედ კონსტანტინოპოლის წინამძღვარს.

თუ 1990 წელს ქართულ ტომოსში კონსტანტინეპოლი თითქოს „ახალი ავტოკეფალიის“ მინიჭებით აღიარებს ქართული ეკლესიის მიერ ანტიოქიის ეკლესიისგან მიღებული ავტოკეფალიის სიძველეს, 2018 წელს ფანარის სპიკერი ტელმისუს მთავრეპისკოპოსი იობი (გეჩა) BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:

„მართლმადიდებლურ სამყაროში დღეისთვის არსებული სხვა ეკლესიები - დაწყებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიით, გაგრძელებული საბერძნეთის, სერბეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ბულგარეთის, საქართველოს, ჩეხოსლოვაკეთის ახალი ეკლესიები - არ იყვნენ დამტკიცებული მსოფლიო კრებების მიერ, არსებობის სტატუსი მათ კონსტანტინეპოლისგან ებოძათ“.

თავიდან „კმე“-ს არ ჰქონდა პრეტენზია დანარჩენი ეკლესიების დიასპორებზე, მაგრამ 1922 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიის სინოდი იღებს გადაწყვეტილებას მთელი მართლმადიდებლური დიასპორის მისთვის „სავალდებულო და განსაკუთრებული“ დაქვემდებარების შესახებ. და აი ჩვენ უკვე ვხედავთ ამის ასახვას ტომოსებში. ეს ХХ საუკუნის სიახლეა.

მაგრამ ХХI საუკუნეში „კმე“ კიდევ უფრო შორს მიდის და აკეთებს განაცხადს უფლებაზე შექმნას საკუთარი ეგზარქატები და სტავროპიგიები არა მხოლოდ დიასპორებში, არამედ სხვა ადგილობრივი ეკლესიების მის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე, რაც ცხადად ჩანს უკრაინული ტომოსიდან. ასე თანდათანობით ხმამაღალი და საპატიო ტიტული „მსოფლიო“ მართლაც ასეთად იქცა რეალური პრეტენზიებიდან გამომდინარე. პაპიზმი მართლმადიდებლური რედაქციით სულ უფრო და უფრო მკაფიო ფორმას იღებს.

ХХ საუკუნის შუა წლებიდან ჩვენ ვხედავთ ტომოსებში „კმე“-ს პრეტენზიებს უმაღლეს სასამართლო ფუნქციებზე და ადგილობრივი ეკლესიების მართვის შიდა მოდელის სულ უფრო აქტიურ რეგლამენტირებას პირველიერარქების შესამოსელთან მისვლამდე.

უკრაინული ტომოსით დაწყებული ჩვენ ვხედავთ „კმე“-ს მიერ ორგანიზებულ კრებებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნას. განიცადა რა ფიასკო 2016 წელს კრეტაზე ყველა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლების შეკრებაში, ფანარმა გადაწყვიტა განამტკიცოს თავისი პრეროგატივა ტომოსებში.

ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მნიშვნელობის ეტაპობრივ გაუფასურებას და მის დაყვანას ავტონომიამდე. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ თითქმის ყველა ტომოსში „კმე“ აცხადებს: ავტოკეფალია ენიჭება ადგილობრივ ეკლესიას შესაბამისი ცალკეული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნის გამო - რითაც ამტკიცებს, რომ სწორედ ეს არის ავტოკეფალიის მინიჭების მიზეზი.

აი რას ამბობს ამის შესახებ ზემოხსენებულ ინტერვიუში მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა):

„უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეკლესიის ადმინისტრაცია ყოველთვის ემთხვევა სახელმწიფო ადმინისტრაციას - ეს არ არის არც ჩემი და არც პატრიარქ ბართლომეოსის მოგონილი, ეს არის IV მსოფლიო კრების მე-17 წესით დადენილი. ამიტომ, პრინციპში, როდესაც ჩნდება ახალი სახელმწიფო, მიუხედავად ვალდებულების არარსებობისა, მას შეუძლია თავისი ეკლესიისთვის მოითხოვოს ავტოკეფალიის მოწყობა“.

ამასთანავე, ზემოხსენებულ წესში, ისევე როგორც შვიდივე მსოფლიო კრების ვერცერთ კანონში, ჩვენ ვერ ვპოულობთ მსგავს მტკიცებულებას საკუთრივ ავტოკეფალიასთან მიმართებაში.

ამასთან ერთად, მოცემულ საკითხში ჩვენ ვამჩნევთ „კმე“-ს შერჩევითობას: იქ, სადაც ამის საშუალებას იძლევა პოლიტიკური კონტექსტი,  ХХ საუკუნეში „კმე“ ქმნის არა ავტოკეფალურ ეკლესიებს, არამედ საკუთარ საეპარქოებს, უკეთეს შემთხვევაში - ავტონომიის უფლებებით: არქისაეპისკოპოსო აშშ-ში, ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ახალბერძნული ეპარქიები და ა.შ.

ასე, მაგალითად, „კმე“-ს მხრიდან აღიარების გარეშე დარჩა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო ფინეთის ეკლესიის კონსტანტინეპოლისადმი თხოვნა ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უკვე 40 წელია უპასუხოდ რჩება.

მოცემულ საკითხში ჩვენ ვამჩნევთ „კმე“-ს შერჩევითობას: იქ, სადაც ამის საშუალებას იძლევა პოლიტიკური კონტექსტი,  ХХ საუკუნეში „კმე“ ქმნის არა ავტოკეფალურ ეკლესიებს, არამედ საკუთარ საეპარქოებს, უკეთეს შემთხვევაში - ავტონომიის უფლებებით: არქისაეპისკოპოსო აშშ-ში, ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ახალბერძნული ეპარქიები და ა.შ.

ასე, მაგალითად, „კმე“-ს მხრიდან აღიარების გარეშე დარჩა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო ფინეთის ეკლესიის კონსტანტინეპოლისადმი თხოვნა ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უკვე 40 წელია უპასუხოდ რჩება.

მხოლოდ იქ, სადაც ეკლესიათაშორისი ან პოლიტიკური კონტექსტი ითხოვს მაინცდამაინც ავტოკეფალიას, ხდება მისი მინიჭება კონსტანტინეპოლის მიერ. თუმცა ასეთი ავტოკეფალიის სტატუსი ხშირად ავტონომიაზე უფრო მეტად დამოკიდებულ მდგომარეობას აღნიშნავს. ამის მაგალითია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში მეტად თვითმმართველი სტატუსი გააჩნია, ვიდრე ავტოკეფალურ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“. „რმე“-ს მიერ მისთვის მეტი უფლებაა მინიჭებული, ვიდრე ფანარის მიერ ავტოკეფალური „უმე“-ს მიენიჭა, რაზედაც არაერთხელ დაიწერა.

ჩეხეთით დაწყებული, ტომოსების კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს „ავტოკეფალიის მინიჭების პირობების“ დაფიქსირება. მისი გაუქმების პირობები არ არის პირდაპირ გაწერილი, თუმცა უკვე განცხადებულია ფანარის წარომადგენლების მიერ:

„პრინციპში, ზოგიერთი კანონისტების აზრით, რადგანაც ახალი ავტოკეფალიები ან ახალი საპატრიარქოები არასოდეს დამტკიცებულა მსოფლიო კრებებზე, რაღაც მომენტში, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მსოფლიო საპატრიარქო, მას შეუძლია ამ სტატუსის გაუქმება. ასე რომ საუბარი იმაზე, რომ მსოფლიო პატრიარქი კარგავს რაიმე სახის ძალაუფლებას - რის საფუძველზე? კანონების საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით, მსოფლიო საპატრიარქოს გააჩნია გარკვეული პრივილეგიები. ვინც ამას არ ეთანხმება, ის ფაქტობრივად საკუთარ თავს მართლმადიდებლობისგან განკვეთს“ მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა)BBC-ისთან ინტერვიუში 02.11.2018).

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში მეტად თვითმმართველი სტატუსი გააჩნია, ვიდრე ავტოკეფალურ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“. „რმე“-ს მიერ მისთვის მეტი უფლებაა მინიჭებული, ვიდრე ფანარის მიერ ავტოკეფალური „უმე“-ს მიენიჭა, რაზედაც არაერთხელ დაიწერა.

ახლა კი შევადაროთ უკრაინული ტომოსის (2019 წ) ფორმულირება:

„საეკლესიო, დოგმატური და კანონიკური შინაარსის უპირატესი საკითხების თაობაზე: კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტს თავისი ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მართებს მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო და მსოფლიო საყდარს, რათა მოიძიოს მისგან ავტორიტეტული აზრი და უპირობო მხარდაჭერა“,

- ასეთივე ფორმულირებასთან, მაგალითად, ბულგარეთის ტომოსიდან (1945 წ):

... გარდა ამისა, იმ საეკლესიო საკითხების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებენ ერთობლივად განხილვასა და ურთიერთხელშეწყობას მიმართოს ჩვენს წმინდა მსოფლიო საპატრიარქო საყდარს და მისგან ითხოვოს და მიიღოს როგორც ავტორიტეტული აზრი და შეხედულება, ასევე დანარჩენი წმინდა „ეკლესია-დების“ აზრი და შეხედულებაც“.

- აგრეთვე, უკრაინულ ტომოსამდე გამოცემული ჩეხეთის ტომოსის ფორმულირებას (1998 წ):

„რაც შეეხება საეკლესიო ხასიათის გლობალურ თემებსა და საკითხებს, რომლებიც სცდება

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების შესაძლებლობების ფარგლებს, მის უნეტარესობას პრაღისა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მთავარეპისკოპოსს უფლება აქვს მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო მსოფლიო ტახტს, რომელიც ურთიერთობაშია ჭეშმარიტების სიტყვის სწორად მქადაგებელ ყველა მართლმადიდებელ საეპისკოპოსოსთან. მსოფლიო საპატრიარქო ჰკითხავს და-ეკლესიებს აზრსა და პოზიციას...“

როგორც ვხედავთ, 2018 წელს ფანარი თავის თავს უკვე მიიჩნევს „საეკლესიო, დოგმატური და კანონიკური“ საკითხების გადასაჭრელად საკმარის წყაროდ და არ არსებობს აუცილებლობა „ეკლესია-დებისგან“ (ასულებისგან?) აზრის მოსმენისა, როგორც ეს იყო უწინ. ეკლესიის კრებსითი გონება ჩანაცვლებულია ახალი რომის მთავარეპისკოპოსის ერთპირვნული გადაწყვეტილებით. შეიძლება გავიხსენოთ კიდევ ერთი ფორმულირება, რომელიხ აზრობრივად ძალიან ახლოს დგას ზემოხსენებულთან:

„სწავლებაში უცდომელობა თავისი პოზიციიდან გამომდინარე გააჩნია უმაღლეს პონტიფიკოსს, როდესაც ის, როგორც ყოველი ქრისტიანის მწყემსი და მოძღვარი, რომელიც ვალდებულია რწმენაში განამტკიცოს თავისი ძმები, განაჩინებს სწავლებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ, რომელიც სავალდებულოა მთალი ეკლესიისთვის“.

სწორედ ასე ჟღერს რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კანონის № 1 749 მუხლი, რომლითაც 1870 წელს ვატიკანის პირველ კრებაზე იყო დამტკიცებული პაპის უცდომელობის (შეუმცდარობის) დოგმატი. კონსტანტინეპოლის შემთხვევაში კრების ფუნქცია შეასრულა „კმე“-ს სინოდმა, ახალი დოგმატი კი ტომოსში აისახა.

 ტელეარხი «ლაბარუმი. სიმ პობედიში»

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ