რთული 2023 წელი: 12 მთავარი მოვლენა

31 December 2023 12:45
1795
მთავარი მოვლენები უმე-თვის 2023 წელს. ფოტო: СПЖ მთავარი მოვლენები უმე-თვის 2023 წელს. ფოტო: СПЖ

მკითხველების ყურადღებას მივაპყრობ უკრაინაში 2023 წლის  ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური მოვლენების ნაკრებს.

სრულდება 2023 წელი. ის ძალიან რთული იყო უკრაინისთვის, უკრაინელებისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. გთავაზობთ გავიხსენოთ, ჩვენი აზრით 12 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა.

1.უმე-ს წესდების ექსპერტიზა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის მიერ.

2023 წლის 1 თებერვალს სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა მისი „ექსპერტიზა“ და გააკეთა დასკვნა იმის შესახებ, რომ უმე წარმოადგენს რმე-ს შემადგენელ ნაწილს და მას ექვემდებარება. ამასთან, ექსპერტები არც კი შეცბუნებულან, რომ უმე-ს ახალ წესდებაში საერთოდ არაა რმე-ს ხსენება.

„უმე-ს  მართვის წესდების ახალი რედაქციისა (27.05.2022) და უმე-ს საეკლესიო კრების დადგენილებებმა არ მიგვიყვანეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის გაწყვეტამდე. უმე-ს, როგორც რმე-ს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსი, რომელიც სარგებლობს დამოუკიდებლობის გარკვეული უფლებებით, მაგრამ არ წარმოქმნის ავტოკეფალურ ეკლესიას, რჩება უცვლელი“, - განაცხადეს სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურში.

ამ „ექსპერტიზამ“ კარი გახსნა უმე-ს საქმიანობის საკანონმდებლო აკრძალვისთვის, შესაბამის კანონპროექტს უკვე ხმა მისცეს უმაღლეს რადაში პირველი მოსმენით.

მონტესორის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორმა ტომას ბრემერმა, ეს „ექსპერტიზა“ დაასახელა მიკერძოებულად და მანიპულაციურად და განაცხადა, რომ დაუშვებელია კოლექტიური პასუხისმგებლობის პრაქტიკა და აიკრძალოს მთელი კონფესია ცალკეული ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოების საფუძველზე.

2. მეუ-ს „მსახურების“ დაწყება ლავრაში

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა უმე-თან გაწყვიტა  ზედა ლავრას ტაძრების (მიძინებისა და სატრაპეზო) იჯარის ხელშეკრულება, იქ „მსახურება“ დაიწყო მეუ-მ. პირველი „მსახურება“ სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს მეთაურობით შედგა 2023 წლის 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულზე, მიძინების სახელობის ტაძარში. მას ესწრებოდა სახელმწიფოს პირველი პირები - პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო.

მეუ-მ ლავრაში პირველი „მსახურების“ უზრუნველყოფა შეძლო მრევლის დასწრებით. ამისთვის გამოიყენეს უფასო ავტობუსები რეგიონიდან და აქტიური სააგიტაციო კამპანია სოცქსელებში.

რთული 2023 წელი: 12 მთავარი მოვლენა - სურათი 1

რთული 2023 წელი: 12 მთავარი მოვლენა фото 2

აი, მეუ-ს ყველა დანარჩენი „მსახურება“ პრაქტიკულად ცარიელ ტაძრებში ტარდებოდა და ტარდება. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში მიტაცებული ტაძრების უმრავლესობა საერთოდ დაკეტილია, რამდენადაც იმათ, ვინც ისინი მიიტაცა, ლოცვა არ სურთ.

3. წმინდა სინოდის წევრების ვიზიტი პრეზიდენტთან

20 მარტს შედგა უმე-ს წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. მასზე განიხილებოდა კითხვები, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლების მცდელობებს განედევნა უმე-ს ბერ-მონაზონთა თემი კიევ-პეჩერის ლავრიდან და ასევე უკრაინის მოქალაქეების უფლებების დარღვევის საკითხებს აღმსარებლობის თავისუფლებაზე. სინოდის წევრებმა გადაწყვიტეს პრეზიდენტის ოფისში წასვლა ვ. ზელენსკისთან შეხვედრაზე.

რთული 2023 წელი: 12 მთავარი მოვლენა - სურათი 2

უმე-ს მღვდელმთავრებთან გამოვიდა პრეზიდენტის წარმომადგენელი, რათა „მიეღო მიმართვა“, თუმცა ისინი მოითხოვდნენ პირად შეხვედრას კონსტიტუციის გარანტთან. ამაში მათ უარი ეთქვათ. ორი საათი ხანდაზმული ადამიანები იძულებულნი იყვნენ ფეხზე მდგარიყვნენ, მაგრამ ვ. ზელენსკი მაინც არ ჩამოსულა მათთან შესახვედრად. სიტუაციის „გასანეიტრალებლად“ ჩართეს სირენა, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა. სწორედ იმიტომ, რომ მღვდელმთავრები წასულიყვნენ. ეს მკაფიოდ და არაორაზროვნად გვიჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას უმე-სა და მისი მრავალმილიონიანი სამწყსოს მიმართ.

4. სპეცოპერაცია ლავრაში, პოტიშის ღალატი

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა უარი თქვა 2023 წლის 1 იანვრიდან იჯარით გადაეცა ზედა ლავრის ორი ტაძარი უმე-თვის, დადგა ქვედა ლავრის ჯერი. უადგილო მიზეზებით ხელისუფლებამ გაწყვიტა ეკლესიასთან ქვედა ლავრის ყველა ტაძრისა და კორპუსის იჯარის უვადო ხელშეკრულება და მოითხოვა 29 მარტამდე გაენთავისუფლებინა შენობები. სხვათაშორის, სავანის ბერებს მისცეს შესაძლებლობა დარჩენილიყვნენ - ამისათვის საჭიროა მხოლოდ მეუ-ში გადასვლა. ყველამ უარი თქვა, გარდა ერთისა - აბრაამ ლოტიშისა, რომელიც დუმენკომ ღალატისთვის დააჯილდოვა „მეთაურის მოვალეობის შესრულების“ თანამდებობით. ხელისუფლებამ ლოტიშს გამოუყო კორპუსი, რომელშიც ცხოვრობდა ლავრაში უნეტარესი ონუფრი.

მორწმუნე ხალხი დადგა თავისი სიწმინდის დასაცავად. 29 მარტიდან დაწყებული, როცა ნაკრძალის ჩინოვნიკები შენობების წართმევას ეცადნენ, ასეულობით მრევლი მოვიდა ლიტანიობაზე და არ დაუშვეს მიმტაცებლები კორპუსში. მეორეს მხრივ, ჩართეს აქტივისტები, რომლებიც მოითხოვდნენ ბერების განდევნას და ლავრაში მეუ-ს შესვლას.

მოგვიანებით ნაკრძალმა სპეცრაზმისა და პოლიციის დახმარებით დაიკავა ლავრის რამოდენიმე კორპუსი, მაგრამ მთელი მონასტრის აღება ვერ მოხერხდა კონტროლქვეშ. კონფლიქტი გადაიზარდა სასამართლო სიბრტყეში. ხელისუფლება არ დაელოდა ბერების დუმენკოსთან გადასვლასაც. რაიმე სახის გამარჯვების მისაღწევად, ნაკრძალმა აგვისტოდან ყველას, ბერებისა და თავისი თანამშრომლების გარდა, აუკრძალა წვდომა ქვედა ლავრას ტერიტორიასთან. ახლა კიევ-პეჩერის ლავრას ღირსთა წმინდა ძვლების თაყვანისცემა შეიძლება მხოლოდ ფულის სანაცვლოდ ექსკურსიის შემადგენლობაში. ამავე დროს, მონასტრის კედლების ქვეშ მორწმუნეები ყოველდღიურად იკრიბებიან ლიტანიობაზე.

5. სისხლის სამართლის საქმეები იერარქების წინააღმდეგ

სამართალდამცავმა ორგანოებმა სასამართლოებს გადასცეს სისხლის სამართლის საქმეები უმე-ს ოთხი მღვდელმთვარის წინააღმდეგ.

2023 წლის აგვისტოში ვინიცის საქალაქო სასამართლომ ტულჩინის უმე-ს ეპარქიის მოქმედ მეთაურს მიტროპოლიტ იონათანს (ელეცკი) ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით უკრაინაში რუსული აგრესიის გამართლების ბრალდებით. მეუფე და მისი ადვოკატები არ დაეთანხმნენ განაჩენს და შეიტანეს აპელაცია, ხოლო თავად მიტროპოლიტი იონათანი პატიმრობაშია. ამასთან, არსებობს იმის ვიდეომტკიცებულება, როგორ აყალბებენ უუს-ს წარმომადგენლები საქმეს მიტროპოლიტ იონათანის წინააღმდეგ, აგდებენ რა ფურცლებს ჩხრეკის დროს. თუმცა, სასამართლოზე ამან შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

2023 წლის 20 ოქტომბერს უუს-მა და გენპროკურატურამ სასამართლოს გადასცეს საბრალდებო აქტი კიევ-პეჩერის ლავრის მეთაურის მიტროპოლიტ პავლეს (ლებედი) წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია „რელიგიათშორისი შუღლის გაღვივებასა“ და „უკრაინის წინააღმდეგ რფ-ს შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში“. მას ემუქრება 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით.

ასევე „რელიგიათშორისი შუღლის გაღვივებაში“ ედება ბრალი ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსის (სნიგირევი), რომლის საქმესაც სასამართლო განიხილავს.

ანალოგიური ბრალდებით იდევნება ბანჩენის მიტროპოლიტი ლონგინი (ჟარი), უკრაინის გმირი, 400 ობოლი ბავშვის მამა, რომელთაგან ბევრი არის მძიმე ფორმის ინვალიდი. მისი სიტყვები სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ შეიძლება გახდეს სამღვდელოებისა და მორწმუნეების დამოკიდებულების კვინტესენცია დევნისა და მდევნელების მიმართ: „ვამბობ, რომ ეს არის სიხარული, როცა რაღაცას იღებ ამ მწარე თასიდან, ან ციხიდან - რაც იქნება, ჩემთვის ეს სულერთია. ყველაზე მთავარია, რომ ვიმკით ჩვენი რწმენის გამო! ჩვენი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. მე ვთხოვე უფალ ღმერთს, რომ ღმერთმა შეიწყალოს ყველა ის მდევნელი, რომელმაც დღეს ხელი აღმართა უფლის ეკლესიაზე და ეკლესიის მსახურებზე. მრცხვენია, რომ ასე ხდება - უმიზეზოდ გვდევნიან“.

6. დარბევები და ტაძრების მიტაცება

2023 წელს ტაძრების მიტაცება, დარბევები , ძალადობა მორწმუნეების მიმართ არა მხოლოდ გაგრძელდა, არამედ გავიდა ახალ დონეზე. მეუ-სა და ხელისუფლების მოქმედებები უბრალოდ შოკისმომგვრელია თავისი სისასტიკითა და კადნიერებით. დასავლეთ უკრაინაში მთელი თვის განმავლობაში მიტაცებულ იქნა უმე-ს საკათედრო ტაძრები ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვში, ვარაშში, შეპეტოვკაში, ხმელნიცკში. პატარა ქალაქებსა და სოფლებში მოხდა ასეულობით მიტაცება.

7. რმე-ს მიერ ბერდიანსკის, ხერსონისა და სხვა ეპარქიების მიტაცება

არა მხოლოდ მეუ იტაცებს უმე-ს ტაძრებს. ამას აკეთებს რმე-ც იმ ტერიტორიებზე, რომელთა ოკუპაციაც მოხდა რუსული არმიის მიერ. ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, 2022 წლის 24 მარტს, რმე-ს სინოდმა შექმნა საკმაოდ უცნაური სტრუქტურა - მოსკოვის საპატრიარქოს ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში ეპარქიების საქმეების სამმართველო.  2022 წლის 30 სექტემბერს, როცა კრემლში ხელი მოეწერა რუსეთის მიერ ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიის დოკუმენტებს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ სამმართველოს გადაეცემა უკრაინის ეპარქიები მიტაცებულ ტერიტორიებზე. 2023 წელს მოხდა კიდეც ეს, ამასთან, ფორმულირებით „სამღვდელოებისა და მორწმუნეების მომართვის საფუძველზე მიეღოთ ისინი რმე-ში“.

27 დეკემბერს რმე-ს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ხერსონის ეპარქიის ტერიტორიაზე უმე-ს წარმოქმნის შესახებ, რომელიც იმყოფება რფ-ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სკადოვსკის ეპარქია, საკათედრო ცენტრით სკადოვსკში. როგორც ტექსტშია ნათქვამი, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პატრიარქ კირილისადმი ხერსონის ეპარქიის უმე-ს მღვდელმსახურებისა და ნიკოლაევის ქალთა მონასტრის მკვიდრთა „უმრავლესობის“ „მიმართვის“ საფუძველზე.

თუ როგორ ხდება მსგავსი გადასვლები სინამდვილეში, გვიყვება სოფელ აკომოვკას ყაზანის  ხატის ტაძრის წინამძღოლი დმიტრი არაბაჯი, რომელიც იძულებულია დატოვოს ბერდიანსკის ეპარქიის ოკუპირებული ტერიტორია. მისი სიტყვებით, ოკუპანტებმა აიძულეს ბერდიანსკის მიტროპოლიტი ეფრემი დაეტოვებინა მისი ეპარქია, ხოლო სამღვდელოებას შორის უფს-ს თანამშრომლებმა ჩაატარეს „სამუშაო“, რომლის შედეგადაც მოხდა პატრიარქ კირილისადმი მიმართვები.

8. ლიტანიობის დევნა და ჰასიდები

2023 წელს უკრაინის ხელისუფლება ეცადა აეკრძალა რამოდენიმე ტრადიციული ლიტანიობა. მაგალითად, ყოველ წელს, უკვე თითქმის 200 წელია, 19 აგვისტოს კამენც-პოდოლსკიდან (ხმელნიცკის ოლქი) გამოდის ლიტანიობა წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრისკენ. თუმცა, 2023 წლის 21 ივლისს ხმელნიცკის მხარის საბჭომ 2023 წლის 19-დან 25 აგვისტომდე პერიოდში აკრძალა მასობრივი რელიგიური ღონისძიებები, კერძოდ, ეს ტრადიციული ლიტანიობაც. ხმელნიცკის ოლქის ვოლოჩის საქალაქო საბჭომ კი უმე-ს მორწმუნეებს, რომლებიც ლიტანიობით მიდიან პოჩაევის ლავრაში, აუკრძალა ვოლოჩის ტერიტორიული თემის დასახლებული პუნქტებით გავლა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ტერნოპოლის სამხარეო საბჭოს დეპუტატებმაც. ეს არის უკრაინის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებების აშკარა გადამეტება. ლიტანიობის შეჩერება სცადეს პოლიციიის ბლოკპოსტებმაც, სამართალდამცავები აჩერებდნენ და გავლის საშუალებას არ აძლევდნენ ლიტანიობაში მონაწილე მომლოცველთა ავტობუსებს, მამაკაცებს ურიგებდნენ უწყისებს და ა.შ.

მომლოცველებს უწევდათ მარშრუტებს ცვლილება, ველებით სიარული, მაგრამ ლიტანიობა მაინც შედგა.

ამასთან, სხვა რელიგიური ორგანიზაციები, უბკე და რმე, თავიანთ ლიტანიობას არა მხოლოდ დაუბრკოლებლად, არამედ ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებდა. მაგალითად, უმანში ჰასიდების მოლოცვის ორგანიზებით დაკავებული იყვნენ სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის ჩინოვნიკები და ადგილობრივი უმანის ხელისუფლება. ამასთან, უმანის მერმა აღიარა, რომ ცეცხლის გახსნის შემთხვევაში, ქალაქს არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო 35 ათასი ჩამოსული თავშესაფრით. ის, რომ სახელმწიფო ორგანიზებას უწევს უცხოელი მოქალაქეების მომლოცველობას და ამავდროულად უკრძალავს ამას თავის მოქალაქეებს - განსაკუთრებული ცინიზმის მაგალითია.

9. დარტყმა ოდესის ფერისცვალების ტაძარზე

წმინდა სინოდმა, რომელიც ჩატარდა 2023 წლის ბოლოს, საშინელი ციფრები გაახმოვანა. ომის შედეგები:

  • 14 მოკლული და 5 უგზო-უკვლოდ დაკარგული მღვდელმსახური;
  • 20 დაჭრილი მღვდელი;
  • 119 დანგრეული ტაძარი;
  • 329 დაზიანებული ტაძარი;
  • 30 დანგრეული ან დაზიანებული მონასტერი.

თუმცა, უმე-ს დანაკარგების სიმბოლო ომში გახდა ოდესაში 23 ივლისის ღამეს ფერისცვალების მონასტერზე დარტყმა.

რთული 2023 წელი: 12 მთავარი მოვლენა - სურათი 3

რაკეტა პირდაპირ ტაძრის საკურთხეველს დაეცა, სრულად გაანადგურა რა ის. ტაძრის დანარჩენი ნაწილი ძალიან დაზიანდა. ტაძარში მყოფი ადამიანები სასწაულებრივად გადარჩნენ. ასევე გადარჩა ღვთისმშობლის კასპერის სასწაულმოქმედი ხატი.

ტაძრის აღდგენაში დახმარებას იტალიის მთავრობა ახორციელებს, სამუშაო უკვე დაიწყო.

10. მეუ-სა და უბკე-ს ახალი სტილი: უკრაინის ახალი დაყოფა

1 სექტემბრიდან მეუ და უბკე გადავიდნენ ახალი იულიანეს/გრიგორიანულ კალენდარზე. სახელმწიფო მიესალმა ასეთ გადასვლას და მან შეცვალა სახელმწიფო დღესასწაულების ბადე. ასე, მაგალითად, უკრაინის დამცველთა დღე, რომელიც აღინიშნება ღვთისმშობლის კვართის დღეს, გადატანილ იქნა 14 -ის ნაცვლად 1 ოქტომბერს, შობა კი 7 იანვრიდან 25 დეკემბერს და ა.შ.

ორივე კონფესიამ განაცხადა, რომ თემები და მონასტრები, რომლებიც არ იყვნენ მზად ასეთი ნაბიჯისთვის, შეძლებენ დროებით დარჩნენ ძველ კალენდარზე. მეუ-ს ერთ-ერთმა მონასტერმა, კერძოდ, კი სოფელ ბანია-ბერეზოვის მამათა მონასტერმა ივანო-ფრანკოვოს ოლქში, არა მხოლოდ ისარგებლეს ამ დაშვებით, არამედ მკვეთრად დაგმეს გადასვლა ახალ კალენდარულ სტილზე და განაცხადეს, რომ ეს არის ნაბიჯი კათოლიკებთან ახალი უნიისკენ.

11. უმე-ს აკრძალვის კანონი და ტაკერ კარლსონის ეთერი

2023 წლის 19 დეკემბერს უმაღლესმა რადამ სახალხო დეპუტატების 267 ხმით ხმა მისცეს პირველი წაკითხით კანონპროექტს 8371 უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სახელმწიფო-აგრესორში მმართველი ცენტრით.

ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის უმე-ს საქმიანობას, თუმცა, არ ახსენეს მას თავის ტექსტში. ბევრი უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტი და სამართალდამცავი ორგანიზაცია ამ კანონპროექტს უწოდებს სინდისის თავისუფლების უფლებისა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დარღვევას.

ამ კანონპროექტსა და უმე-ს მორწმუნეების უფლებების სხვა დარღვევებს მიეძღვნა ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის ინტერვიუ ადვოკატთან და სამართალდამცველთან ბობ ამსტერდამთან.

ამ ინტერვიუმ, რომელიც გამოქვეყნდა  რუსული თარგმანით მართლმადიდებელი ჟურნალისტების იუთუბ-არხზე, 1,5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. თავად კარსლონისა და ილონ მასკის X (ტვიტერი), რომელმაც ეთერი გადააზიარა თავის გვერდზე, 3 დღის განმავლობაში ინტერვიუ საერთო ჯამში 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როცა ამბობენ: ვიდეომ ინტერნეტი ააფეთქა.

ეს ნიშნავს იმას, რომ უმე-ს დევნას საზღვარგარეთ მიექცა ფართო საზოგადოებრივი ყურადღება და მას ვერ დამალავს უკრაინის ხელისუფლება. თუმცა, ამის მცდელობას მაინც ჰქონდა ადგილი. უკრაინის ხელისუფლებამ სასწრაფოდ გააგზავნა აშშ-ში სუედროს-ის დელეგაცია, რათა დაერწმუნებინათ ამერიკელები, რომ თითქოს უკრაინაში „არანაირი დევნა არაა“. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მცდელობა წარმატებული ყოფილიყო.

12. შობის პირველი „ოფიციალური“ აღნიშვნა ახალი სტილით

25 დეკემბერს უკრაინაში შობა იზეიმეს ერთადერთი თარიღის სახით, რომელიც სახელმწიფოს მიერაა აღიარებული. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სახელმწიფო თვლიდა სადღესასწაულო დღეებად 25 დეკემბერსაც და 7 იანვარსაც. თუმცა, როცა მეუ და უბკე შემოდგომის შუა პერიოდში სინქრონულად გადავიდა ახალ სტილზე, ხელისუფლებამ გააუქმა 7 იანვრის დღესასწაული. პრეზიდენტმა ვ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელი უკრაინა შობას ზეიმობს 25 დეკემბერს, სახელმწიფო პოლიციამ დაასახელა 10 მილიონი ადამიანი, რომელიც ტაძარს ეწვია. თუმცა, რამდენად შეესაბამაება ეს სინამდვილეს, ამაზე მსჯელობა შეიძლება კიევ- პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში მეუ-ს საშობაო „ღვთისმსახურების“ ფოტოსურათებიდან.

რთული 2023 წელი: 12 მთავარი მოვლენა - სურათი 4

ბოლოსიტყვაობა

2023 წელი იყო ტრაგიკული და რთული. გარე აგრესია და შიდა დევნა, სიძულვილი და შუღლი საზოგადოებაში, დევნა ხელისუფლების მხრიდან, ძალადობა და უკანონობა. თუმცა, ეკლესია დგას, ეკლესია ასრულებს თავის მისიას სულის ხსნაზე, სრულდება ბერად აღკვეცა, ნათლობა, ხელდასმა. ეკლესია ცხოვრობს და მას ახსოვს მაცხოვრის სიტყვები: „ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რამეთუ მათი არის სასუფეველი ცათა. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.

გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ“ (მათ. 5: 10-12).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ