სიმართლე ტყვეობაშია: უსამართლო სასამართლო მართლმადიდებელი ჟურნალისტებისთვის

09 June 13:11
2205
მართლმადიდებელი ჟურნალისტი ვალერი სტუპნიცკი გისოსებს მიღმა. ფოტო: СПЖ მართლმადიდებელი ჟურნალისტი ვალერი სტუპნიცკი გისოსებს მიღმა. ფოტო: СПЖ

სამი მართლმადიდებელი ჟურნალისტი და მღვდელი უკვე სამი თვეა საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან. რისი გადატანა უწევს ადამიანს, რომელიც მოხვდა უკრაინის სასამართლო სისტემის ხელში და თუ არსებობს  სამართლიანი სასამართლოს იმედი?

ჩვენი საიტის რედაქციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო წერილი საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მართლმადიდებელი ჟურნალისტის ვალერი სტუპნიცკის ადვოკატისგან. ადვოკატმა გადმოგვცა ჩვენი კოლეგის მიერ დაწერილი ტექსტი, რომელსაც მთლიანად ვაქვეყნებთ, შემოკლებების გარეშე და ავტორისეული რედაქციით.

სასამართლო სისტემის კულისებს მიღმა
ჩვეულებრივი ადამიანი სასამართლოებს მხოლოდ ახალ ამბებში, ტელევიზიით ან ინტერნეტში უყუყრებს. ვიღაც დამნაშავეები სხედან შუშის ჯიხურებში, ხოლო სამართლიან მოსამართლეებს  მათთვის სამართლიანი განაჩენი გამოაქვთ. მაგრამ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენს, თუ რა ხდება „შიგნით“.

სასამართლო სხდომის წინ, გვიან საღამოს, საკანში შემოდის „პროდოლნი“ (დერეფნის მორიგე ციხეში) და აცხადებს იმ ადამიანის გვარს, ვისი სასამართლოც უნდა გაიმართოს. დილით ადრე უკვე მზად უნდა იყო. გამოგიყვანენ საკნიდან და მიგიყვანენ „ბოქსში“ - ეს არის უფანჯრო ოთახი, დაახლოებით 3 კვ. მ, სადაც აგროვებენ პატიმრებს სასამართლოებში განაწილების წინ. ნახევარი-ერთი საათის შემდეგ გჩხრეკენ და მიყავხართ საგამოძიებო იზოლატორის გასასვლელისკენ, სადაც გელოდებათ ბადრაგი, რომელიც ხელმეორედ აწარმოებს ჩხრეკას. „ხალხის მტრების“ შემთხვევაში, ეს ბადრაგი არის უუს-დან, ხოლო „არაპოლიტიკურთა“ შემთხვევაში - პოლიცია. შეყავხარ „მარშრუტკაში“ პატარა დახურული ბოქსებით. სასამართლოში გადებენ ხელბორკილებს და გათავსებენ გალიაში, სადაც გამყოფებენ სხდომის დაწყებამდე. თუ სასამართლო დანიშნულია 16.00 ან 17.00 საათზე, უნდა უცადო 6-7 საათი. შესვენებების დროს და სასამართლოს დამთავრების შემდეგ ხელბორკილებით გაბრუნებენ უკან და „სახლში“ დაბრუნებას კიდევ რამდენიმე საათს ელოდები. თუ ტუალეტში მოგინდება, შედიხარ იგივე ბორკილებით ზურგს უკან და საკუთარ იდაყვზე ბადრაგის მზრუნველ ხელს გრძნობ. დროებით იზოლატორში მისვლისთანავე კვლავ „ბოქსები“, ერთი-ორი საათით. და მხოლოდ ამის მერე ბრუნდები საკანში. საშუალოდ, 8-9 საათი სტრესის ქვეშ იმყოფები.

ცხოვრების პირობები (უფრო ზუსტად კი მათი არარსებობა)
4 ივნისს უნდა შემდგარიყო ჩვენი, მჟკ-ს ჟურნალისტებისა და მამა სერგი ჩერტილინის სასამართლო გამოძიების კიდევ სამი თვით გაგრძელების გამო. სოლომენსკის სასამართლოში პატიმართა მოსაცდელი გალიები, რომლებიც კედლის გასწვრივ არიან განთავსებულები, ჰგავს ვერტიკალურ კუბოებს და ისინი ძაღლის ჯიხურზე უფრო პატარა ზომისაა - დაახლოებით 50х50 სმ, რომლებშიც შესაძლებელია მხოლოდ ჯდომა, ან დგომა.

ნებისმიერი მოძრაობისთვის იქ ადგილი არ იყო. მე „გადამიარა“ კლაუსტროფობიის ტალღამ - მივხვდი, რომ ფიზიკურად აქ ყოფნა არ შემიძლია და პანიკურმა შეტევამ მომიცვა. ვთხოვე ბადრაგს, რომ ხელბორკილებით ოთახში მევლო - მან უარი მითხრა. ვინაიდან თითქმის გონება დავკარგე, ბადრაგმა მეზობელ გალიაში გადამიყვანა, უფრო გრძელში, სადაც შესაძლებელი იყო ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმა. ცოტა გავიარე და შემიმსუბუქდა.

6 საათიანი ლოდინის შემდეგ გადაგვიყვანეს სხდომათა დარბაზში. იქ ჩვენმა ადვოკატებმა მოახდინეს მოსამართლისა და პროკურორის არგუმენტირებული  აცილება. დარბაზში შესვლისას ჩემი საყვარელი ცოლი „დამიდარაჯდა“ და მაკოცა. დარბაზიდან გამოსვლისას ბადრაგმა მას სასტიკად ხელი ჰკრა. მიუხედავად ამისა, ამ პატარა სიხარულმა ნუგეში მომგვარა. ვოლოდია ბობეჩკოს ცოლი ცდილობდა ხელით შეხებოდა მას, მაგრამ დაცვამ უხეშად მოაშორა ის. ეტყობა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ცოლის შეხება სერიუზულ საფრთხეს შეუქმნიდა ნაცუსაფრთხოებას.

სამართლიანი პროცესის უფლებათა დარღვევა

მეორე დღეს, 5 ივნისს, უნდა შემდგარიყო ჩემი სააპელაციო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. მოვამზადე არგუმენტები, რომელთა საშუალებით იმედი მქონდა დამერწმუნებინა მოსამართლე, რომ საშინაო პატიმრობაში გადავსულიყავი. რა გასაკვირი იყო, როდესაც ბადრაგმა მიმიყვანა არა სააპელაციო, არამედ იგივე სოლომენსკის სასამართლოში, რომელსაც უნდა განეხილა საგამოძიებო პროცესის გაგრძელება კიდევ 3 თვით. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს გამომძიებლის პირადი მოთხოვნა იყო.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ გამომძიებელმა აკრძალა ჩემი იქ მიყვანა. თანაც არანაირი სხდომა არ ყოფილა. რამდენიმე საათის გალია-კუბოებში ჯდომის შემდეგ, საგამოძიებო იზოლატორში მიგვიყვანეს, სადაც ტრადიციულად ორი საათი „ბოქსებში“ გავატარეთ.

მაგრამ ყველაზე „საინტერესო“ 6 ივნისს მოხდა. ჩვენი „სამუშაო დღე“ 13 საათზე მეტხანს გაგრძელდა. წინადღით სასამართლოს შესახებ არ გაგვაფრთხილეს და წაგვიყვანეს საუზმის გარეშე. საჭმლის, წყლის და მოძრაობის შესაძლებლობის გარეშე: ჯერ საგამოძიებო იზოლატორის „ბოქსებში“ ლოდინი, შემდეგ სასამართლოს გალიებში ჯდომა და ბოლოს სხდომის „აკვარიუმში“, 22.00 საათამდე.

მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნა „კანონის მსახურთა“ დამოკიდებულებამ - მოსამართლის, პროკურორის და ბადრაგის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, მჟკ-ს ჟურნალისტებმა და მამა სერგიმ ადვოკატებთან ერთად არგუმენტირებულად განვაცხადეთ მოსამართლისა და პროკურორის აცილება, ეს ადამიანები აგრძელებდნენ ჩვენ გასამართლებას.

შენობასთან კი 6 საათიანი სხდომის განმავლობაში მორიგეობდა გამომძიებელი თავის თანაშემწეებთან ერთად და ნერვიულობდა - თუ მიდიოდა ყველაფერი სცენარის მიხედვით. სცენარი კი ითვალისწინებდა მოსამართლის მიერ გამოძიების სურვილების დაკმაყოფილებას ნებისმიერ ფასად  და სწორედ ამ დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხომ ვერ მოასწრებდნენ შემდეგი სასამართლოების ჩატარებას, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენი გისოსებს მიღმა დატოვების შესახებ.

ბადრაგი უარს ამბობდა, რომ  ნათესავებს  ჩვენთვის წყალი გადმოეცათ. მოსამართლე ადვოკატებს სიტყვას აწყვეტინებდა და ჩვენც არ გვაძლევდა სიტყვას, როდესაც ვითხოვდით. მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენ და ჩვენმა ადვოკატებმა გავაცამტვერეთ პროკურორის ყველა ბრალდება და მიწასთან გავასწორეთ ისინი.  

სასამართლოს აბსურდის კულმინაცია

სრულ აბსურდამდე მივიდა - 20.00-ზე, მეორე შესვენების შემდეგ (როდესაც სამუშაო დრო ამოიწურა), მამა სერგის ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს და სასამართლოს გაგრძელება შეუძლებელი გახდა. როდესაც მღვდელმა უფასო ადვოკატი ან სასამართლოს გადატანა მოითხოვა, მოსამართლემ მასაც შესთავაზა სხდომის დატოვება (ესე იგი მოსაცდელ „კუბოში“ ჩაჯდომა).

როდესაც ანდრეი ოვჩარენკომ (რომელსაც უბრალოდ ფიზიკურად არ შეეძლო ჯდომა ხერხემლის დისკის ამოვარდნის გამო) განაცხადა, რომ მას ზურგის ძლიერი ტკივილი აქვს, მოსამართლემ შესთავაზა მას სხდომის გაგრძელება სკამზე წამოწოლილად (!). მეც უკვე თავბრუსხვევას და სისუსტეს ვგრძნობდი.

გარდა ამისა, ჩვენს „აკვარიუმში“ ეკიდა ფურცელი ადამიანის უფლებათა საკითხებში უფლებამოსილ ლუბინცის გამონათქვამით, რომ არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რაც მის ღირსებას აკნინებს. მე მოსამართლის წინაშე ლუბინცის სიტყვების ციტირება მოვახდინე და ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი მრავალსაათიანი ყოფნა გალიებში საკვებისა და წყლის გარეშე, ღამემდე პროცესის გაწელვა სრულიად მიესადაგება ომბუდსმენის სიტყვებს, მაგრამ მან მხოლოდ ჩაიცინა.

და ამ  ჩაცინებამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ეს მხოლოდ სამართლის პაროდიაა - ალუზია იმისა, რაც ჩვენ, უკლებლივ ყველას, სიკვდილის შემდეგ გველოდება. ეს იმქვეყნიური საზვერეებია.

უკრაინის სასამართლო როგორც იმქვეყნიურ საზვერეთა ანალოგი
მაშინაც  ხომ ყოველი სული იმ არსებათა ხელში ხვდება, რომლებიც შენ  მხოლოდ „უვადოს“ გისურვებენ და ქვესკნელში შენ წაყვანას ცდილობენ. მაშინაც ხომ  სული, ისევე, როგორც ჩვენ აქ, აღმოჩნდება „ბადრაგის“ ხელში და, მიუხედავად სურვილისა, თავისუფლებას ვერ აღწევს. იქ ისევე, როგორც აქ, მხოლოდ ლოცვა შეგიძლია. სხვას ვერაფერს ვერ აკეთებ.

ამ ცხოვრებაში ჩვენ ყველგან ნიშნები თუ მინიშნებები გვახვევია სხვა სამყაროს არსებობისა, რომელშიც ადრე თუ გვიან მოვხვდებით. ამ ნიშნებს მხოლოდ დანახვა უნდა და გაგება იმისა, თუ რაზე  მიგვითითებენ ისინი. ეს ცრუ სასამართლოც ერთ-ერთი ასეთი ნიშანია.

რა თქმა უნდა, ამ ხალხის უკანონო ქმედებებით შეიძლება აღშფოთებულები ვიყოთ - ისინი მართლაც ცინიკური და უკანონოა. მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ისინი სამსახურს გვიწევენ. Memento mori. და თუ ახლა მე ასე ცუდად ვგრძნობ თავს, როგორ ვიქნები იქ, ბევრად უფრო ძლიერ არსებათა ხელში, ვიდრე ეს მოსამართლეები და პროკურორებია?

იმედი აქ და იქ ერთია - ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდანები. სხვა შეწევნა არ გვაქვს, სხვა იმედი არ გვაქვს...

 

🙏 დახმარება მართლმადიდებელ  ჟურნალისტთა დასაცავად  შესაძლებელია რეკვიზტებით:

ბარათი: 5375 4112 1710 9227

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ