როგორ ამსხვრევს ისტორიულ სტერეოტიპებს უმე?
უმე-ს ქცევა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აღიქმება, როგორც სათანადო, ამასობაში კი, ფართო ისტორიულ კონტექსტში ის საკმაოდ არატიპიურია. რატომ? მოდით, განვიხილოთ.
ბოლო ექვსი წელი - მეუ-ს პროექტის შექმნისა და წინსვლის დრო, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც უკრაინაში ერთიანი მართლმადიდებლური ნაციონალური ეკლესიის შექმნა. როცა მეუ მხოლოდ გეგმავდა აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას, ისინი ალბათ იმედოვნებდნენ მათი ჩანაფიქრიდ სწრაფ წარმატებაზე. პატრიარქი ბართოლომეოსი სხვა ფანარიოტებთან ერთად და მაშინდელი პრეზიდენტი პ. პოროშენკო და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ისინი შეძლებდნენ უკრაინის საეკლესიო საკითხის გადაწყვეტას მალევე. ფანარიონი აღიარებს ფილარეტს და სხვა განხეთქილებაში მყოფებს „არსებულ ხარისხში“ და ყველა ადგილობრივი ეკლესია ამას დაეთანხმება. პატრიარქი ბართოლომეოსი ერთი ხელმოწერით დაუბრუნებს კიევის მიტროპოლიას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და არავინ გაბედავს შეწინააღმდეგებას (რმე არაა სათვალავში). შემდეგ ის უბრძანებს ყველა უკრაინელ მართლმადიდებელ კონფესიას გაერთიანდნენ და ისინი მორჩილებით დათანხმდებიან, მითუმეტეს, რომ პ.პოროშენკო მათ ამისკენ უბიძგებს თავის მხრიდან.
პროექტის ყველა მონაწილეს თავისი მიზანი აქვს: პატრიარქ ბართოლომეოსს სურს დაამკვიდროს თავისი უპირატესობა მართლმადიდებლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა უკრაინის რუსეთისგან დამოუკიდებლობას, ხოლო პ. პოროშენკოს ძალიან სურდა მეორე ვადით არჩევა, პლუს სახელმწიფო ეკლესიის მიღება, რომელიც ვალში იქნებოდა მასთან მისი არსებობით. ყველა მათგანი რაციონალური იყო თავის გათვლებში.
მეუ-ს პროექტი რომ შემდგარიყო, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მართლაც აჩვენებდა მთელ მსოფლიოს, თუ როგორ განკარგავს ის არა მხოლოდ საღვთო მადლს, არამედ დროშიც როგორ აღწევს. 1992 წლიდან 2018 წლამდე ანუ მთელი 26 წელი, ყველა ადგილობრივი ეკლესია გამონაკლისის გარეშე აღიარებდა, რომ ფილარეტის მთელი სამღვდელო მოქმედება არის ბათილი, მათ შორის, ყველა „ხელდასმა“ სამღვდელო და საეპისკოპო ხარისხში. და აქ, უცებ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საღვთო მადლი ბრუნდება 1992 წელში და იწყებს მოქმედებას უკანა რიცხვით. კიდევ ვის შეუძლია ასეთი სასწაულის მოხდენა, მისი უწმინდესობის გარდა? მხოლოდ წარმოიდგინეთ, როგორ გამყარდებოდა ფანარიონის მეთაურის ავტორიტეტი მართლმადიდებლობაში, ეს რომ მომხდარიყო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკები და ამერიკის ისტებლიშმენტის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ თუ უმე მოშორდებოდა მოსკოვის საპატრიარქოს, უკრაინას გაუადვილდებოდა რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა. ამის ისტორიული პრეცედენტი ბევრია. ძველი აღთქმის დროიდან დაწყებული, როცა ისრაელის სამეფო იუდეას გამოეყო, მისმა მმართველებმა სამსხვერპლო მოაწყვეს ჰარიზიმის მთაზე, რათა ისრაელიტანებს არ ევლოთ იერუსალიმში თაყვანის საცემად. ისრაელის მეფეებს ნაკლებად ადარდებდათ, რომ ღმერთმა წინასწარმეტყველების მეშვეობით ამცნო, რომ მისთვის მსხვერპლშეწირვა მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში იყო შესაძლებელი, მათთვის მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო დამოუკიდებლობა. რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, როცა ოსმალეთის უღლისგან გათავისუფლდნენ, აცხდებდნენ თავიანთი ეკლესიების ავტოკეფალიას, რათა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გავლენისგან დაეღწიათ თავი, რომელიც იყო ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული სტრუქტურის ნაწილი. ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო უკრაინასთანაც.
პ. პოროშენკომ, რომელიც ქვეყანას მართავდა, უკრაინელ ხალხს ისე მოაბეზრა თავი, რომ მისთვის ხმის მიცემა არავის სურდა. 2019 წელს არჩევნების წინ მან სრულიად რეზონულად განიზრახა ამომრჩევლებისთვის მისი მიღწევების სახით წარედგინა ერთიანი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა. ისტორიული მასშტაბის მოვლენა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
ყოველივე ეს მოხდებოდა, მაგრამ უმე-მ უცებ განაცხადა, რომ ქრისტეს ეკლესია სულაც არ არსებობს იმისთვის, რომ მსგავსი სურვილები დააკმაყოფილოს. უმე-მ განაცხადა, რომ ქრისტეს ეკლესია არაა წინასაარჩევნო აგიტაციის ელემენტი და არა გასაღები, რომელიც საპრეზიდენტო კაბინეტის კარებს აღებს. არ შეიძლება მისი გამოყენება საკუთარი მზაკვრული ინტერესებისთვის. ეკლესია არ წარმოადგენს ასევე სახელმწიფოებრიობის ატრიბუტს, დამოუკიდებლობის საყრდენს ან ერის სამაგრს. მითუმეტეს, ის არ შეიძლება იყოს ცინიკური ფოკუსების არენა უკანა რიცხვით „ქიროტონიების“ მადლის აღიარებით. რაც შეეხება რმე-ს გავლენისგან თავის დაღწევას, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ დონეზე ეს მოხდა 1990 წელს, როცა უმე გახდა დამოუკიდებელი მმართველობაში. ყველა საკადრო, ადმინისტრაციულ და სხვა საკითხს ის წყვეტდა აბსოლუტურად დამოუკიდებლად. მეორეც, ნარატივი: დამოუკიდებელ სახელმწიფოს - ეროვნული ეკლესია, ერესად აცხადებს ეთნოფილეტიზმს, როცა ნაციონალური ინტერესები საეკლესიო ინტერესებზე მაღლა დგას. მესამეც, ავტოკეფალიის მიღების ის გზა, რომელსაც უმე-ს სთავაზობდნენ პატრიარქი ბართოლომეოსი და პ. პოროშენკო, იმდენად ანტიკანონიკური იყო, რომ მისი მიღება არის ქრისტეს ეკლესიისგან განსვლის თანასწორი.
ერთი სიტყვით, უმე-მ რელიგიური არგუმენტები პოლიტიკურზე მაღლა დააყენა და ის არ იქნება გაგებული მეუ-ს პროექტის არც ერთი მონაწილესგან. ფანარიონზე, გულწრფელად ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება უთხრა „არა“ ძლიერთა ამა ქვეყნისათ, როცა მათ ძალიან სურთ რაღაც. სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ისტორია პრეცედენტებითაა სავსე, როცა საეკლესიო იერარქები დაკავებულნი არიან არა იმდენად სახარების ქადაგებით, რამდენადაც საერო ხელისუფლების ინტერესებისადმი მსახურებით. საჭიროა ვინმე სამეფოს იმპერატორად მირონცხება - კი ბატონო. საჭიროა მისი ცოლთან განქორწინება და მისი მეორე ან თუნდაც მეოთხე ქორწინების კურთხევა - კი ბატონო. საჭიროა მომდევნო მონარქის მეფედ კურთხევა, რომელმაც წინამორბედი მოკლა - ასევე კი ბატონო. საჭიროა პატრიარქის გადაყენება, რომელმაც რაღაცით არ ასიამოვნა იმპერატორს - იკრიბება ეპისკოპოსების კრება და ხდება მონარქის ნების აღსრულება. საჭიროა იმ პატრიარქის დაბრუნება, რომელმაც საიდანღაც მოიტანა ფული, რათა გადაუხადოს თურქეთის სულთანს „ბერატისთვის“ - იგივე ეპისკოპოსების კრება წყვეტს წინამორბედი პატრიარქის დაბრუნებას, აგზავნის რა ამჟამინდელს გადასახლებაში იმავე მიზნით - შეაგროვოს ფული „ბერატისთვის“.
ეს არაა ხუმრობები და არც ცილისწამება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე. გადაშალეთ ისტორიის წიგნები და დარწმუნდებით. ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა, განმანათლებელი იოანე ოქროპირი, ეპისკოპოსთა საეკლესიო კრებამ ორჯერ გადააყენა და გაუშვა გადასახლებაში ის იმპერატორის ბრძანებით. ამასთან, პირველად 403 წელს, ეპისკოპოსებმა (!) საერთოდ სიკვდილი მიუსაჯეს მას. 963 წელს გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორი რომან II, რომელიც ზოგიერთი წყაროს თანახმად, მოწამლულ იქნა მისი მეუღლეს თეოფანეს მიერ. იმის მიუხედავად, რომ რომანს ორი ვაჟი ჰყავდა, ხელისუფლება მიიტაცა სამხედრო მეთაურმა ნიკიფორე ფოკამ, რომელიც იმავე წყაროს ცნობით, იყო თეოფანოს საყვარელი. ნიკიფორე კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აკურთხა სამეფო ტახტზე, ხოლო თეოფანო გახდა მისი ცოლი. ექვსი წლის შემდეგ, 969 წელს, თეოფანოს უკვე ჰყავდა ახალი საყვარელი, ნიკიფორეს ძმისშვილი იოანე ციმისქიუსი. ერთხელ, თეოფანომ საიდუმლოდ შეიყვანა ციმისქიუსი საძინებელში, სადაც მან მოკლა ნიკიფორე განსაკუთრებული სისასტიკით. „იოანემ წვერში სტაცა ხელი მას და უმოწყალოდ ტანჯავდა მას, შეთქმულებმა კი არაადამიანურად და გაშმაგებით დაუშინეს მას მახვილის ტარი ლოყებზე, რათა ყურები გაპობილიყო და ყბიდან ამოვარდნილიყო. როცა ისინი გაძღნენ ნიკიფორეს წამებით, იოანემ მას ფეხი მკერდზე კრა, მახვილი დაჰკრა და ორად გაუპო თავი“, - გვიყვება ბიზანტიელი ისტორიკოსი ლევ დიაკონი. იოანე ციმისქიოსი ასევე აკურთხა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა.
1453 წლიდან დაწყებული, ოსმალების ძალაუფლების ქვეშ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სულაც გადაიქცა თურქეთის სახელმწიფო აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფად, რომელიც იყო კორუმპირებული და ემორჩილებოდა საერო ხელისუფლებას. „ბნელ საქმეებში და პოლიტიკურ ინტრიგებში გახვეულები, ეპისკოპოსები ხდებოდნენ პატივმოყვარეობისა და სიხარბის მსხვერპლნი. ყოველი ახალი პატრიარქი სულთანს სთხოვდა უფლებას თანამდებობაზე და მას ძვირად უჯდებოდა ეს დოკუმენტი. პატრიარქი თავის ხარჯებს ფარავდა ეპისკოპოსების ხარჯზე, იღებდა რა თითოეული მათგანისგან სარგებელს ეპარქიის მეთაურად დანიშვნის სანაცვლოდ; ისინი, თავის მხრივ, კრებდნენ მრევლის მღვდლებს, მღვდლები - სამწყსოს. ერთიდაიგივე ადამიანი ზოგჯერ პატრიარქი 5-6 -ჯერ ხდებოდა, ხოლო ზოგიერთი ყოფილი პატრიარქი ჩვეულებრივ ცხოვრობდა დევნილობაში, დაჟინებით ელოდა რა ხელსაყრელ შემთხვევას, რათა დაბრუნებულიყო ტახტზე“, - წერდა თანამედროვე ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი კალისტე უერი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსი. მსგავსი მაგალითები ერთეული როდია.
რასაკვირველია, მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში როდი იყო მსგავსი საშინელი ამბები. სხვა ადგილობრივ ეკლესიებში ასევე ხდებოდა მსგავსი რამ, თუმცა გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით. თუმცა, ფანარიონმა თავს ჩირქი ასევე მოსცხო იმითაც, რომ მან უგულებელყო არა მხოლოდ ზნეობრივი ნორმები და კანონიკური წესები, არამედ სარწმუნოებრივი დოგმატებიც. ეს მოხდა ისტორიაში ორჯერ (ლიონისა და ფლორენციის უნია), როცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო შეეცადა მართლმადიდებლობა მიეყიდა რომის პაპისთვის ბიზანტიის იმპერიისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. ეკლესიური ხალხი ამ მცდელობებს წინ აღუდგა და ის წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, ნარატივი, რომ თუ ძლიერი ამა ქვეყნისანი რამეს მოისურვებენ, შეიძლება ეკლესიური წესების უგულებელყოფა, მტკიცედ გაჯდა ფანარიოტების ცნობიერებაში (არა მხოლოდ მათ ცნობიერებაში). ასეთი ისტორიული წარსულით ან, როგორც ახლა იტყვიან, ბექგრაუნდით, კონსტანტინოპოლის იერარქები მივიდნენ უკრაინის საეკლესიო საკითხის გადაწყვეტამდე.
როგორც იტყვიან, ქვას გამოდეს ფეხი. უმე-მ, ნაცვლად იმისა, რომ მორჩილად შეგუებოდა კონსტანტინოპოლის, სახელმწიფო დეპარტამენტის სურვილებს, ხმამაღლა განაცხადა, რომ ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია ქრისტეს სწავლება და კანონიკური წესები. ამან გამოიწვია არა მხოლოდ მეუ-ს პროექტის მონაწილეთა რისხვა, არამედ ასეთი საქციელის მიზეზების გულწრფელი გაუგებრობა. რატომ არ უნდა დაემორჩილო, თუ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ამბობენ, რომ ეს უნდა მოხდეს? მითუმეტეს, რომ ამას აქვს ძალიან დიდი ყოფითი სარგებელი. ის, რომ ფილარეტ დენისენკოსა და უკრაინელი ავტოკეფალების მიმდევრებს არ გააჩნიათ კანონიკური ხელდასმა, ამას პატრიარქი ბართოლომეოსი აიღებს საკუთარ თავზე, დაწერს ქაღალდზე, რომ ყველაფერი წესრიგშია და წინ! საქმე გაკეთდა!
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი, 2018 წლის ბოლოს, უმე-ს მღვდელმთავრებს უგზავნიდა რა წერილებს 2018 წლის 15 დეკემბერს ე.წ. გამაერთიანებელი კრებაზე დასასწრებად, ვარაუდობდა, რომ ყველა მათგანი ან უდიდესი უმრავლესობა მათ გამოეხმაურებოდა. როგორი გაკვირვებული იყო ის, როცა მან უკან მიიღო წაუკითხავი წერილები. პოლიტიკის თვალსაზრისით ეს არის სრული სიგიჟე - უარი თქვა აშკარა სარგებელზე და დაიმსახურო ძლიერთა ამა ქვეყნისათა განრისხება. უმე-ს ეპისკოპატი სრული შემადგენლობით რომ გამოჩენილიყო „გამაერთიანებელ კრებაზე“, ის უმე კპ და უამე-ს რიცხობრივი უპირატესობით დაამარცხებდა. უნეტარესი ონუფრი იქნებოდა ამ გაერთიანების მეთაური, სხვა იერარქები კი ასევე არ ჩამორჩებოდნენ. და რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, არ იქნებოდა დევნა, სისხლის სამართლის საქმეები, ტაძრების მიტაცებები და სხვა უმსგავსობები, რომელიც ახლა ხდება. პირიქით, იქნებოდა ხელისუფლების სრული კეთილგანწყობა. ქალაქების მერები, სახალხო დეპუტატები და სხვა ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომლებიც ახლა ერთამენთს ასწრებენ იმაში, რომ მოითხოვენ უმე-ს აკრძალვას, მორჩილად ივლიდნენ ლიტანიობებში, დაიჭერდნენ სანთელს ტელეკამერების წინ და მღვდელმთავრებს მიიწვევდნენ საზეიმო ღონისძიებებზე, ოფიციალურზე და არაოფიციალურზე.
ამ შემთხვევაში ასეთი გაერთიანების აღიარება სხვა ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან იქნებოდა უფრო მხიარული, რადგანაც უმე-ს ყველა მღვდელმთავარს გააჩნია მადლმოსილი კანონიკური ხელდასმა. ზოგადად, საითაც არ უნდა გაიხედო - მხოლოდ უპირატესობები და ეს სრულად იქნებოდა მორჩილი იერარქების საკმაოდ ხშირი გამოვლინების შესაბამისი, რომელსაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა იმ დროიდან, რაც ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო რელიგია. ამიტომაც, მეუ-ს პროექტის ყველა მონაწილე გულწრფელად იყო გაოცებული და ვერ ხვდებოდა, რითი ხელმძღვანელობდა უმე, როცა მიდიოდა ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინააღმდეგ.
თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ უმე ისე მიეჯაჭვა მოსკოვის საპატრიარქოს, რომ ძილშიც კი ხედავს, თუ როგორ ერთიანდებიან ჩვენი ქვეყნები. თუმცა, ომმა უკუაგდო ასეთი მოსაზრება. უმე-მ არა მხოლოდ ომის დაწყების პირველივე დღეს განაცხადა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ და არა მხოლოდ მოუწოდა ხალხს დამდგარიყვნენ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, არამედ ის ასევე მკაფიოდ გაემიჯნა მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციას, განაცხადა რა მისი დაუთანხმებლობის შესახებ. უმე იქცა ყველაზე მნიშვნელივნად უკრაინის ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შორის უკრაინელი სამხედროებისთვის დახმარების მხრივ, რომლებიც იბრძვიან ფრონტზე და დევნილებისთვი, რომელთაც დაკარგეს სახლი და საარსებო საშუალება. უკრაინის ყველა ტაძარში სრულდება ლოცვა ხელისუფლებისა და მეომრებისთვის. თემებისა და მონასტრების უმრავლესობა ფრონტზე აგზავნის ავტომობილებს, დაცვის საშუალებებს და სხვა აუცილებელ მოწყობილობას. მაშ, რატომ არ მოხდება გაერთიანება მეუ-თან? თეოფანიაში 27.05.2022 წ. უმე-ს საეკლესიო კრების შემდეგ, როცა უმე-მ გამოაცხადა მისი სრული დამოუკიდებლობა, რმე-ში ძალიან ბევრმა უკრაინელ მღვდელმთავრებს მოღალატეები უწოდა, ხოლო ზოგიერთმა საერთოდ დადო მათთან გარკვევის პირობა უკრაინის ტერიტორიის დაკავების შემთხვევაში. ახლა უმე-თვის, უხეშად რომ ვთქვათ, რმე-ში გზა არ არსებობს და მეუ-თანაც არ ვერთიანდებით? რატომ?
იმიტომ, რომ უმე ცდილობს დარჩეს ქრისტეს ეკლესიად და არა გადაიქცეს რელიგიური მომსახურების ბიუროდ სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისთვის, რადგანაც უმე ეპისკოპოსთა ქიროტონიის მადლს თვლის რაღაც რეალურად და არა მოჩვენებით წარმოდგენად კონსტანტინოპოლის იერარქების თავში, რადგანაც მოცემულ ისტორიულ ეტაპზე ეკლესია უნდა გაემიჯნოს ძლიერთა ამა ქვეყნისა, რათა არ გადაიქცეს სამუზეუმო ექსპონატად, შუა საუკუნეების რუდიმენტად. დღეს არ გამოვა ისე, როგორც რამოდენიმე ასეული წლის წინ იყო, გახვიდეს საყოველთაო რელიგიურობაზე, რამდენადაც ადამიანების უმრავლესობა საერთოდ არაა რელიგიური. დღეს ეკლესია უნდა დაუბრუნდეს თავის ნამდვილ დანიშნულებას („...წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სულიწმიდის სახელით...“ (მათ. 28:19) ან გახდეს ისტორიული დეკორაცია, რომელიც მხოლოდ სიძველის მოყვარულებს დააინტერესებს. იმისათვის, რომ ეკლესია დაუბრუნდეს თავის მიზანს, საჭიროა იმ უარყოფითი ისტორიული სტერეოტიპების რღვევა, რომელსაც შეეჩვია საერო ხელისუფლება და ბევრი საეკლესიო იერარქიც. ჯერჯერობით უმე ამითაა დაკავებული. რა იქნება მომავალში, ეყოფა თუ არა იერარქებს, სამღვდელოებას და ეკლესიურ ხალხს რწმენა და სიმამაცე დადგნენ მაგრად და არ გატყდნენ - ამას მომავალი გვიჩვენებს.