აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაინახა უმე-ზე დევნა

05 July 13:33
2330
ფოტო: СПЖ ფოტო: СПЖ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვაზე. მასში ბევრი ფაქტის აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევებზე. რას ნიშნავს ეს და რა შეიძლება იყოს ამის შედეგები?

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოს ქვეყნებში აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. უკრაინის შესახებ 2023 წლის ანგარიშში ძალიან ბევრი რამეა საინტერესო. ჩვენ არ განვიხილავთ აქ იმ დარღვევებს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა იუდეველთა, იეჰოვას მოწმეებისა დაა სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ. განვიხილოთ მხოლოდ ის, რაც შეეხება უმე-ს მორწმუნეების უფლებათა  დარღვევებს და შევაგროვოთ ძირითადი ინფორმაცია რამოდენიმე ქეისად.

ქეისი 1: ანტისაეკლესიო კანონპროექტი 8371

სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფიქსირა, რომ ეს კანონპროექტი უკვე მიღებულია უმაღლესი რადას მიერ პირველი წაკითხვით. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ამ კანონპროექტის თაობაზე ანგარიშში არაა, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ ის არღვევს აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას, უდაოა. ეს ჩანს იქიდან, რომ ანგარიშში ნათქვამია, რომ დადებითად აფასებს ამ კანონპროექტს მხოლოდ მთავრობა და ზოგიერთი რელიგიური ლიდერი. ამასთან, მასში გაცილებით მეტად ხდება იმათი ხსენება, ვინც 8371 კანონპროექტს თვლის აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევად. კერძოდ, ესაა:

  • „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი ლიდერი“, რომელმაც კანონპროექტს უწოდა უმე-ს „აკრძალვა“;
  • ცალკე ნეჟინისა და პრილუკიის მიტროპოლიტი კლიმენტი, რომელმაც „კანონპროექტი დაახასიათა, როგორც „ნამდვილად სკანდალური კანონპროექტი, რომელიც მოიცავს მრავალ პროვოკაციულ დებულებას, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“;
  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარი ფოლკერ ტურკი, რომელმაც  „გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტში შემოთავაზებული შეზღუდვები არღვევს აღმსარებლობის თავისუფლებას და საერთაშორისო სამართალს ადამიანის უფლებების დარგში“;
  • „რელიგიის ზოგიერთი ექსპერტი“, რომელიც აცხადებს, „რომ მთავრობას უკვე აქვს საკმარისი სამართლებრივი ბაზა არსებული კანონების ჩარჩოებში რელიგიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად და არ არსებობს დამატებითი კანონმდებლობის მიღების აუცილებლობა“;
  • და უბკე-ს მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი, რომელიც „აფრთხილებდა მთავრობას მოსკოვთან დაკავშირებული მართლმადიდებლური თემების კანონის გარეთ გამოცხადების შესახებ“.

ქეისი 2: ტაძრების მიტაცება

სახელმწიფო დეპარტამენტი შეეცადა ეს ქეისი საკმაოდ ნეიტრალურად გაეშუქებინა, წარმოედგინა ის, როგორც ორი კონფესიის დავა. მაგალითად: „უმე ისევ აცხადებს სასტიკ მუქარასა და თავდასხმებზე მის ზოგიერთ მრევლსა და შენობაზე, ადანაშაულებს რა მეუ-ს უმე-ს კუთვნილი ეკლესიების მიტაცებაში. მეუ-მ განაცხადა, რომ მრევლი და არა მეუ არის კანონის დებულებების ფარგლებში კუთვნილების გადაცემის ინიციატორი“.

  • უმე-ს ტაძრების მიტაცებასა და უკანონო ხელახლა რეგისტრაციაზე საუბრისას, ანგარიში მიუთითებს თავად უმე-ს განცხადებებს. მაგალითად:
  • „უმე აგრძელებდა განცხადების გაკეთებას, რომ მეუ იპარავს მის ქონებას“;
  • „უმე აგრძელებდა ცნობების გავრცელებას უმე-ს მრევლის მეუ-ში ხელახალი „უკანონო“ რეგისტრაციის შემთხვევების შესახე ხელისუფლების ზოგიერთი ადგილობრივი ორგანოს მიერ“;
  • „უმე-ს წარმომადგენლები აგრძელებდნენ მრევლის ხელახალი რეგისტრაციის სადაოდ ქცევას, აცხადებდნენ რა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ჩინოვნიკი არღვევდა კანონს, ნებას აძლევდა უმე-თან კავშირის არმქონე ადამიანებს ხმა მიეცათ მეუ-თვის ადგილობრივი მრევლის კუთვნილების ცვლილებისთვის კრებებზე“;
  • „უმე-ს ცნობით,  ზოგიერთი ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებდა მრევლის კუთვნილების გადაცემას მრევლის ნების წინააღმდეგ. უმე ასევე აცხადებს, რომ ჩინოვნიკებმა მეუ-ს მომხრეებს ნება მისცეს დაუფლებოდნენ სადაო ობიექტებს კუთვნილების ცვლილების ოფიციალურ რეგისტრაციამდე“.

ამის მიუხედავად ანგარიშში მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ  სადაო გადასვლს ან მიტაცება ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებით: უმე-და მეუ-ში. ანუ უმე-ს მორწმუნეები არავის არაფერს ართმევენ და არაფრის ხელახლა რეგისტრაციას არ ახორციელებენ. ანგარიშში ცალკე არის ნახსენები ის, რომ უმე-ს მორწმუნეები ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოებში.

საინტერესოს წარმოადგენს ანგარიშში ტაძღის მიტაცების მცდელობისერთი კონკრეტული შემთხვევა, რომლის დროსაც მეუ-ს მომხრე სასიკვდილოდ დაეცა. „8 აპრილს მეუ-სა და უმე-ს მომხრეები ერთმანეთს შეეჯახნენ კიევის ოლქის სოფელ ლიპოვეცში უმე-ს ეკლესიის საკუთრების შესახებ დავის დროს. პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცს დაემართა გულის შეტევა, რომელიც მსხვერპლის ქალიშვილის სიტყვებით, გახდა დაპირისპირების შედეგი“, - ნათქვამია ანგარიშში. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არ ახსენეს ის, რომ ეს მამაკაცი გარდაიცვალა რამოდენიმე წამში მას შემდეგ, რაც ის ცდილობდა უმე-ს მღვდელისგან ჯვრის ჩამოგლეჯას. ამის შესახებ არსებობს საკმაოდ დეტალური ვიდეო.

ტაძრების მიტაცების გაშუქებაში ნეიტრალურობის შენარჩუნების სურვილის მიუხედავად, ანგარიშში ზოგიერთი შემთხვეევა აღწერილია საკმაოდ დეტალურად უმე-ს მორწმუნეების ცემის მრავალფეროვანი დეტალებით. მაგალითად, ჩერკასში მეუ-ს არეულობის შემთხვევა. „მეუ-ს მონაცემები, 10 აგვისტოს უმე-ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მრევლმა ჩერკასში ერთხმად ხმა მისცა მეუ-თვის შეერთებას, თუმცა, უმე-მ  განაცხადა, რომ ეს მოქმედება  განისაზღვრა არა თემის წევრების მიერ. როცა მრევლი, რომელმაც ხმა მისცა მეუ-თან შეერთებას, შეეცადა ეკლესიაში შესვლას 16 ნოემბერს, უმე-ს წევრები, როგორც ამბობენ, თავს დაესხნენ მათ, რასაც უმე უარყოფს. უმე აცხადებს, რომ მეუ-ს ათეულობით მომხრე შევიდა მონასტერში 20 ნოემბერს, თავს დაესხა მათ, ვინც იღებდა ან ცდილობდა მათ შეჩერებას და დაჭრა მღვდელი და რამოდენიმე მრევლი, მათ შორის, ორი, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. ასევე მეუ აცხადებს, რომ მისი წევრები მოქმედებდნენ თავდაცვის მიზნით და მართალია, ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ შეეცადა ძალადობის თავიდან აცილებას, უმე-ს ზოგიერთი წევრი აკრიტიკებდა პოლიციას უმოქმედობის გამო“.

ის, რომ მეუ-ს მომხრეები დაკავებულნი არიან ძალადობით ტაძრების მიტაცების დროს, ეს დასტურდება 21 ნოემბრის „მეუ-ს ცნობილი ქვედა ინიციატივის“ წევრების განცხადებით, რომლებმაც განაცხადეს იმის შესახებ, რომ „ფიზიკური ძალადობის გამოყენება მეუ-ს ტაძრების გადაცემის დროს დაუშვებელია“ და „ჩვენ მოვუწოდებთ შევწყვიტოთ შენობების ძალისმიერი მიტაცების მცდელობები და ვთხოვთ მეუ-ს ხელმძღვანელობას მათ დაგმობას“.

ასევე ანგარიშში საუაბრია, რომ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის სამმართველომ „აღბეჭდა დოკუმენტურად, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ მიიღეს სათანადო ზომები ძალადობის თავიდან აცილებისა და რეაგირების თაობაზე, რაც უკავშირდებოდა კონფლიქტებს  უმე-ს მონაწილეობით, განსაკუთრებით, 2023 წლის მარტსა და აპრილში ინციდენტებთან დაკავშირებით“.

ქეისი 3: უმე-ს აკრძალვები ადგილობრივ დონეზე

ანგარიშში ნახსენებია ის, რომ 2023 წელს გადაწყვეტილებები უმე-ს აკრძალვაზე მიიღეს „კიევის, ჟიტომირის, ვოლინის, როვენის, ხმელნიცკის, ჩერნოვიცისა და ამიერკარპატის სამხარეო საბჭოებმა და ასევე რამოდენიმე საქალაქო საბჭომ...“ ასევე საუბარია იმაზე, რომ 2022 წელს ანალოგიური აკრძალვები მიიღეს ლვოვში, ჟიტომირში, ვინიცსა და ტერნოპოლში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ამ გადაწყვეტილებებს უწოდეს „შეუსრულებელი“ და „სიმბოლური“ იმ მიზეზით, რომ ეს სცდებოდა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ჩარჩოებს. ამის შესახებ აშკარად ისაუბრა სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურმა ვიქტორ ელენსკიმაც კი, რომელიც სულაც არ გამოხატავს სიმპათიას უმე-ს მიმართ. ივნისში კი „გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ ასეთი აკრძალვები აღემატება ამ სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებებს“. ასევე გაეეროს მისიამ „გამოხატა შეშფოთება იმაზე, რომ „უმე-ს წინააღმდეგ მიმართული მთავრობის მოქმედებების ერთობლივი ზემოქმედება შეიძლება იყოს დისკრიმინაციული“.

ქეისი 4: მღვდელმთავრების დევნა

ანგარიში ახსენეს რამოდენიმე მღვდელმთავარს, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობს დევნა. მათ შორის გამოიყოფა ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფო დეპარტამენტი აფიქსირებს მნიშვნელოვან დარღვევებს ხელისუფლების მხრიდან და ამასთან მიუთითებს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარის სამმართველოს მოხსენებას. ამ მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ამ საქმეში დაშვებულ იქნა სამართლიანი სასამართლო განხილვის პრინციპების მრავალრიცხოვანი დარღვევა, მათ შორის, ბრალდების სახლის ჩხრეკის დროს გაკეთებული ფოტოსურათების საჯარო გავრცელება, ბრალდებულთან ადვოკატს წვდომის დაუშვებლობა ჩხრეკის დროს და ასევე ზეწოლის გამოყენება ტყვეების სანაცვლოდ მონაწილეობაზე თანხმობისა და აღიარების მიღების იძულების მიზნით“.

ქეისი 5: მომლოცველების დაბრკოლება და დაშინება

ამ ქეისის მიხედვით ანგარიშში საუბარია: „19-25 აგვისტოს უმე-ს ათასობით წევრმა მონაწილეობა მიიღო კამენეც-პოდოლსკის ხმელნიცკის მხარიდან ტერნოპოლის მხარის პოჩაევის ლავრაში ყოველწლიურ მომლოცველობით მსვლელობაში, რათა აღენიშნათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. მსვლელობა შედგა, მიუხედავად აკრძალვისა, რომელიც ხმელნიცკისა და ტერნოპოლის მხარეთა ხელისუფლებამ შემოიღო, რომლებიც შეეცადნენ თავიდან აეცილებინათ რუსეთის მიერ ორგანიზებული პროვოკაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევები“.

აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს იმაზე, რომ ჯერ ერთი, ეს მომლოცველობა წარმოადგენს ტრადიციულს და სრულდება ყოველწლიურად. მეორეც, მასში მონაწილეობს ათასობით მომლოცველი ანუ ის იყო ძალიან მრავალრიცხოვანი.

არის ხსენება სხვა შემთხვევებზეც, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონოდ შეეცადნენ შეეჩერებინათ მომლოცველები და ემუქრებოდნენ კიდეც მას.

„უმე-ს ცნობით, 18 აგვისტოს, პოლიციისა და უუს-ს წარმომადგენლებმა ქალაქში არ შეუშვეს ავტობუსი, რომელსაც გადაჰყავდა უმე-ს მომლოცველები კამენეც-პოდოლსკში. ანალოგიურად უმე-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 19 აგვისტოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა არ დაუშვეს ხმელნიცკის ოლქში უმე-ს მომლოცველთა ჯგუფი, რომლებიც ავტობუსით მიდიოდნენ ჩერნოვიცკის მხარიდან კამენეც-პოდოლსკში. ჩინოვნიკებმა მგზავრებს აცნობეს, რომ მათ შეექმნებოდათ „პრობლემები“, თუ ისინი გააგრძელებდნენ გზას და განუმარტეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება ლიტანიობის აკრძალვის თაობაზე. აგვისტოს შუა რიცხვებში, როგორც გვატყობინებენ, პოლიციისა და უუს-ს წარმომადგენლები ვინიცის მხარეში დაემუქრნენ უმე-ს მომლოცველთა მცირე პროცესიას, რომელიც მიდიოდა ბრაილოვიდან პოჩაევში, განაცხადეს რა, რომ მათ შეექმნებოდათ „დიდი პრობლემები“, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ მგზავრობას და აიძულეს მომლოცველები დაბრუნებულიყვნენ სახლში“, - საუბარია ანგარიშში.

ქეისი 6: კიევ-პეჩერის ლავრა

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ „2022 წლამდე უმე იყო ერთადერთი ეკლესია პეჩერის ლავრაში ბერ-მონაზვნების თემით...თუმცა, 2022 წელს მთავრობამ დაარეგისტრირა მონასტერში ბერთა თემი,რომელიც უკავშირდებოდა მეუ-ს“ და ასევე დაიწყო ლავრიდან უმე-ს ბერების გამოსახლების პროცესი. გამოსახლებას დაექვემდებარა არა მხოლოდ ბერ-მონაზონთა თემი, არამედ უმე-ს აკადემია და სასულიერო სემინარია. ამასთან, ამ პროცესს თან ახლავს უუს-სა და პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობა.

ანგარიშში მოყვანილია მუზეუმის თანამშრომელთა და ასევე უმე-ს მორწმუნეებთან და ბერებთან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა დაპირისპირების დეტალები. „გამოსახლებამ გამოიწვია მის-ის დიდი ყურადრება და გამოიწვია პერიოდული საჯარო პროტესტი და უმე-ს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები ამ ადგილას, მათ შორის, ბერების ნაწილისაც“ - საუბარია ანგარიშში.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილია ნაკრძალ „კიევ-პეჩერის ლავრის“ დირექტორის მ. ოსტაპენკოს სიტყვები, რომელიც აცხადებდა, რომ „იმ ბერებმა, რომლებიც ემსახურებიან უკრაინის სიწმინდეებს, უნდა გააგრძელონ ამის გაკეთება, ხოლო პრორუსული ძალების უკანონო საქმიანობა ლავრაში უნდა შეწყდეს“. საქმე იმაშია, რომ აშშ-ში ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა დადასტურდეს მტკიცებულებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ჩინოვნიკს ატარებენ სასამართლოებში. ა.მ. ოსტაპენკოს არ გააჩნია იმის არანაირი მტკიცებულება, რომ უმე-ს ბერები წარმოადგენდნენ პრორუსულ ძალებს, არც ის, რომ მათი საქმიანობა ლავრაში უკანონოა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ საქმიანობის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.

ეს სულაც არაა იმის სრული ჩამონათვალი, რაც შესულია უმე-ს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ამ დოკუმენტის დეტალური ანალიზი დაიკავებდა არა ერთ ათეულ გვერდს. ამიტომაც, იმისათვის, რომ არ გადავღალოთ მკითხველი, გადავიდეთ დასკვნებზე.

დასკვნები

ჯერ ერთი, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმე-ს მდგომარეობის ყველა გარემოება აღწერილია დეტალურად და საფუძვლიანად. ეს არის ტექსტის ძალიან დიდი მოცულობა. მართალია, ბევრი ფაქტი მოყვანილია ფორმულირებით „უმე ამტკიცებს“, „უმე-ს მონაცემებით“ და ა.შ. თავად მათი ხსენება ანგარიშში მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ამ ყველაფერს სათანადო ყურადღებას აქცევენ.

მეორე, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არაერთხელ მოყვანილია გაეროს ოფიციალური პირების განცხადებები უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლების უფლების დარღვევების შესახებ და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის სამმაღტველოს მოხსენების დებულებები, რომლებიც კატეგორიულად ამტკიცებენ იმას, რომ უკრაინაში ადგილი აქვს აღმსარებლობის თავისუფლების უფლების მრავალრიცხოვან დარღვევას. როცა მხოლოდ გამოჩნდა გაეროს უმაღლესი კომისრის ეს მოხსენება, ზოგიერთი ჩინოვნიკი, კერძოდ, პრეზიდენტის ოფისში საუბრობდა იმაზე, რომ ამ მოხსენებებს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია და მათ არავინ მიიღებდა მხედველობაში. ახლა კი ვხედავთ, რომ უკვე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ციტირებს ამ მოხსენებას და ეყრდნობა მას თავის ანგარიშში აღმსარებლობის თავისუფლების უფლების შესახებ.

მესამე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შედის აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევის კონკრეტული შემთხვევები სწორედ იმ სახით, რომელშიც ის წარდგენილ იქნა საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამართალდამცავი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც იცავენ უმე-ს მორწმუნეთა უფლებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მთელი ჩართულობის მიუხედავად  უმე-ს შექმნასა და წინსვლაში, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ უმე-ს უფლებების დარღვევის იგნორირება, რამდენადაც ის მრავლადაა, ისინი წარმოდგენილია სათანადო ფორმით და მათ მიიღეს ფართო გამოხმაურება. ანუ  სამართალდამცველების ძალისხმევა, რომლებიც საუბრობენ უმე-ს დევნაზე საერთაშორისო დონეზე, ფუჭად არ ჩავლილა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უმე-ს უფლებების დარღვევის შესახებ საჭიროა საუბარი სულ უფრო მეტად, რადგანაც ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს დიალექტიკის კანონი რაოდენობის თვისებაში გადასვლის თაობაზე.

და ბოლოს, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ერთ რამეს: თუ სცენაზე პირველ აქტში დაკიდეს იარაღი, ის ბოლოში გაისვრის. ასევე აქაც, იარაღი, რომელმაც უნდა გაისროლოს იმ პოლიტიკოსებისა და ჩინოვიკების მიმართ, რომლებიც არღვევენ აღმსარებლობის უფლების თავისუფლებას, უკვე სცენაზეა. ახლა კი, თუ საერთაშორისო პარტნიორებს დასჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ მოეწონება უკრაინის ხელისუფლებას, მათ შეეძლებათ ამ გადაწყვეტილებების დასაბუთება, მათ შორის, იმისაც, რომ უკრაინაში მასობრივად ირღვევა მოქალაქეთა აღმსარებლობის თავისუფლების უფლება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელზეც მიუთითებენ არა მხოლოდ ამერიკელი პოლიტიკოსები, არამედ სხვა ქვეყნებიც. შესაძლოა, მალე ჩვენ გავიგონებთ ბრალდებებს უკრაინაში ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მისამართით რელიგიის თავისუფლების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს თემა წამოიწიოს მოლაპარაკებებზე ყველაზე უმაღლეს დონეზე.

უკვე ნათელია, რომ თავისი დაუფიქრებელი ანტისაეკლესიო პოლიტიკით უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. იმ დონის გათვალისწინებით, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება უკრაინაში, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. და კიდევ ჩნდება კითხვა: მიისწრაფვის კი უკრაინის ხელისუფლება ეკ-ში შესვლისკენ? ამ შემთხვევაში ხომ  ეკლესიის წინააღმდეგ ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. არ შეიძლება იმის დეკლარირება, რომ უკრაინა ცდილობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ამასთან იკრძალებოდას და ყველანაირად ილახებოდეს ქვეყანაში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონფესიის უფლებები.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევების ესოდენ დეტალური აღწერა არის დადებითი მომენტი, თუმცა, უმე-ს მორწმუნეები არ უნდა მოდუნდნენ და იმედოვნონ ის, რომ მოვა სამართლიანი ძია და დასჯის უკანონობის ჩამდენთ. „ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია ხსნა“ (ფს. 145:3). ისტორიაში ბევრჯერ დავრწმუნდით ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. პირიქით, „ნეტარია, ვისი შემწეც იაკობის ღმერთია,ვისაც უფლის, თავის ღმერთის იმედი აქვს“. (ფს. 145:5).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ