ხელისუფლების შეხვედრა უბკე-სთან: დღის წესრიგში მომავალი „ერთიანი ეკლესიაა“?

23 December 2024 21:41
1640
რაზე იყო ბოლო შეხვედრები ხელისუფლებასა და უბკე-ს შორის? ფოტო: СПЖ რაზე იყო ბოლო შეხვედრები ხელისუფლებასა და უბკე-ს შორის? ფოტო: СПЖ

ერთ დღეს ვ. ზელენსკი შეხვდა კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხოლო დ. შმიგალი - უნიატთა მეთაურს ს. შევჩუკს. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს და სად შეიძლება ამან მიგვიყვანოს?

2024 წლის 18 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ მირონლუკიელის ხსენების წინა დღეს, რომელსაც, სხვათაშორის, მეუ და უბკე უკვე ახალი სტილით აღნიშნავენ, სახელმწიფოს უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩაატაროს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება მართლმადიდებლური მიმართულების უკრაინელ კათოლიკებთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტი ვ. ზელენსკი ლვოვში უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტი ყვებოდა, თუ რა კარგია ასეთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, სადაც ხარისხიანი განათლებაა, ხოლო 200 სტუდენტი კონსტიტუციის გარანტს ეკითხებოდა, თუ როგორ მოხდება უკრაინის აღდგენა და როგორ უნდა გავიდეს ქვეყანა საერთაშორისო არენაზე. იმავე დღეს, 18 დეკემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დ. შმიგალმა ჩაატარა შეხვედრა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მათაურთან სვიატოსლავ შევჩუკთან.

რა დგას ამ ბუნდოვანი ფორმულირების უკან, უცნობია. მაგრამ ნაკლებად დასაშვებია, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მეტად რთულ სეზონზე, როდესაც ქვეყანაში გათბობის პრობლემები დგას, აინტერესებდეს, თუ რა ხდებოდა უბკე-ის ბოლო სესიაზე. პრეს-სამსახურის ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამის შესახებ უყვებოდა მას ს. შევჩუკი. რა თქმა უნდა, დ. შმიგალს უთუოდ უნდა გაეგო უშუალოდ უბკე-ის მეთაურისგან იმის შესახებ, რომ  ეს რელიგიური ორგანიზაცია მხარს უჭერს ყველა სამთავრობო ინიციატივას, რომლებიც მიმართულია უკრაინის საზოგადოების ერთობისა და ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისკენ“.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. 2024 წლის 11 დეკემბერს შედგა უბკე-ის სინოდის წევრთა შეხვედრა უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ალექსანდრე ლიტვინენკოსთან. პრეს-სამსახურის ცნობით, განიხილებოდა იგივე საკითხები და კეთდებოდა იგივე განცხადებები. ამასთან ერთად უნდა ვახსენოთ უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის ე. ზელენსკის 2024 წ. 21 ნოემბრის ვიზიტი რომში უბკე-ის საკათედრო ტაძარში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ამ პაზლში: 2024წ. 13 დეკემბერს მეუ-ს მეთაური ეპაფანე დუმენკო შეხვდა რომში თვით პაპ ფრამცისკეს.

ამასთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლებს სრულიად არ აწუხებთ, რომ წინადღით პაპმა ფრანცისკემ უკრაინელებს და რუსებს უწოდა ძმები და ბიძაშვილები. უკრაინაში მსგავსი გამონათქვამების გამო უუს აწარმოებს ჩხრეკებს და ხალხს საგამოძიებო იზოლატორებში ათავსებს გირაოთი განთავისუფლების უფლების გარეშე სტატიებით: „სახელმწიფოს ღალატი“, „აგრესიის გამართლება“ და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ჩვენს ხელისუფალთ პონტიფიკოსის გამონათქვამი თითქოს არც შეუმჩნევიათ.

რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს უბკე-ასთან და მეუ-სთან ამ მასშტაბურმა კონტაქტებმა ყველაზე მაღალ დონეზე? რა მოლოდინი უნდა გვქონდეს უკრაინის ხელისუფლების ამ აშკარა გადახრისგან ბერძენ კათოლიკეთა მხარეს?

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ნიკეის კრების საიუბილეო წელს
როგორც ჩანს, ჩვენს თვალწინ ხდება იმ გეგმის რეალიაზება, რომელზეც მჟკ არა ერთხელ წერდა მანამდეც და მეუ-ს შექმნის შემდეგაც 2018 წელს, - ის, რომ უკრაინაში უნდა მოხდეს ვატიკანისა და ფანარიონის გაერთიანების ეკუმენისტური ექსპერიმენტების ჩატარება. მეუ და უბკე    სრულიად ხელსაყრელი  სტრუქტურებია ამ ყველაფრის განსახორციელებლად. მეუ, ტომოსის თანახმად, თავის მეთაურად პატრიარქ ბართლომეს მიიჩნევს, ხოლო უბკე ემორჩილება პაპ ფრანცისკეს. ერთსაც და მეორესაც არაერთხელ უთქვამთ, რომ ილტვიან გაერთიანებისკენ, იმის მინიშნებით, რომ სურთ ეს მათ სიცოცხლეში მოხდეს, თუმცა ორივე საკმაოდ ხანდაზმულ ასაკშია. ახალი, 2025 წელი,  შემდგომი მნიშვნელოვანი ეკუმენისტური ნაბიჯებისთვის  ძალზე ხელსაყრელ საბაბს შეიცავს. ამ წელს აღინიშნება ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილე, რომლის დროს დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიები ჯერ კიდევ ერთ ეკლესიას წარმოადგენდნენ, ხოლო ის დოგმატური განსხვავებები, რომლებიც მათ დღესდღეობით ყოფენ, საერთოდ არ არსებობდა.

2018 წელს ან შემდგომ წლებში უმე-ს სისუსტე რომ გამოეჩინა და მეუ-ს შემადგენლობაში შესულიყო, გაერთიანების სურათი იდეალური იქნებოდა - გაჩნდებოდა ქვეყანა, სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანული კონფესიები გაერთიანდებოდა ადმინისტრაციული წესით თუ არა, „ევქარისტიულად“ მაინც.

აღიარებდნენ საიდუმლოებებს, იქნებოდნენ თანამსახურებაში და მათ ათასწლეული უთანხმოებების გადალახვის მაგალითად აღიარებდნენ. მაგრამ ეს  გეგმა ვერ  განხორციელდა. უმე გაჯიუტდა და აცხადებდა, რომ ჭეშმარიტება ყველაზე ძვირფასია და ვერანაირი გაერთიანებები  ვერ შეიქმნება ღვთის ცნებებისა და ეკლესიის კანონების  უგულებელყოფით. ვერც დარწმუნებით, ვერც რეპრესიებით, ვერც სამართლებრივი აკრძალვებით ვერ შეძლეს უმე-ს დაძვრა მტკიცე რწმენისა და მართლმადიდებლობის სიწმინდის დაცვის  პოზიციიდან. გაერთიანების  პროექტის ავტორებს ფაქტობრივად არ გამოუვიდათ ამ პროექტის გავრცელება ყველა უკრაინელ ქრისტიანზე. ყველაზე მრავალრიცხოვანმა  კონფესიამ არ ისურვა მასში მონაწილეობის მიღება და  ამიტომ არც თუ ისე მიმზიდველი მდგომარეობა შეიქმნა.

გავიხსენოთ, რომ მეუ-ს შექმნას მალევე მოყვა რამდენიმე გახმაურებული მოვლენა და განცხადება, რომელთა მიხედვით შეიძლებოდა ვარაუდი იმისა, რომ სწრაფად განვითარდებოდა  ბერძენ კათოლიკებთან ახლადშექმნილი სტრუქტურის ინტეგრაციული პროცესები. მაგალითად, 2018 წ. 15 დეკემბრის „გამაერთიანებელი კრების“ შემდეგ სვიატოსლავ შევჩუკმა  მიულოცა „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ“ ეპიფანე დუმენკოს და თქვა, რომ მეუ-ს შექმნა „ღვთის საჩუქარია“ „ვლადიმერის ნათლობის ქვეშ მყოფ  ეკლესიათა სრული ერთობის“ გზაზე.

„ამ ღირშესანიშნავ მომენტში ჩვენი ეკლესიის სახელით ხელს გიწვდით თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ძმას და გთავაზობთ, რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი ერთობისკენ, სიმართლისკენ  გზის გაკვალვა“, - განაცხადა მაშინ ს. შევჩუკმა. მაგრამ შემდეგ საქმე რაღაცნაირად შეჩერდა. ვერ ვიტყვით, რომ გაერთიანების პროცესი სრულიად გაჩერდა, ტარდებოდა შეხვედრები, კონფერენციები, ერთობლივი პარაკლისები, ქრისტეშობის აღნიშვნის სინქრონული გადატანაც  25 დეკემბერზე  არ უნდა დავივიწყოთ. მაგრამ მაინც ჩნდება იმის განცდა, რომ მონაწილეები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან,  არანაირი სერიუზული ნაბიჯები არ კეთდება დაახლოვებისთვის. შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყო სახელმწიფოს მცდელობასთან, რომ მეუ-ში გაერთიანებულიყო  უმე-ს  მღვდელმთავართა თუნდაც ნაწილი  თავიანთი სამრევლოებით. ესეც არ გამოუვიდათ.

ეტყობა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  იმოძრაონ წინ, მეუ-ს გაუთვალისწინებლად. ვადები იწურება. შესაძლოა, რომ სწორედ ამით  აიხსნას პაპ ფრამცისკეს თანხმობა, რომ შეხვდეს ადამიანს - მეთაურს იმ სტრუქტურისა, რომელიც სასტიკად და თავხედურად მასიურად იტაცებს სხვის ტაძრებს და რომელიც ხალხში უკვე მტკიცედ ასოცირდება „ძალაყინისა და კუთხსახეხის ეკლესიის“ სახელთან. და აი, დუმენკო უკვე ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილებთან მსახურობს, ხოლო უკრაინის ხელისუფლება  ბერძენ კათოლიკებთან საჩვენებელ შეხვედრებს ატარებს.

უნია + უნია = უნია
მხოლოდ იმის გააზრებაა საჭირო, რომ ნებისმიერი უნია (გაერთიანება) უნიასთან - იგივე უნიაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ უბკე-ს და მეუ-ს რაღაც ფორმით გავაერთიანებთ, მაინც უნიატური ეკლესია გამოვა, რომელიც ვატიკანთან არის ურთიერთობაში და ამავდროულად მართლმადიდებლურ წეს-ჩვეულებებს აღასრულებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის ხელისუფლების შეხვედრები უნიატებთან მიმდინარეობს უკრაინის ერთიანობისა და შინაგანი მდგრადობის საპრეზიდენტო გეგმის ფარგლებში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ  ერთიანობას ხელისუფლება ხედავს  სწორედ უნიატობის და არა მართლმადიდებლობის საფუძველზე. და თუ ეს ასეა, უკრაინის ხელისუფლება დგას იმის  ზღვარზე, რომ გაიმეოროს გლობალური ისტორიული შეცდომა, რომელმაც ჩვენს  ქვეყანას შეუქცევადი და კატასტროფული შედეგები მოუტანა.

1596 წ. დაიდო მართლმადიდებელ უკრაინელ იერარქთა ბრესტის უნია კათოლიკურ ეკლესიასთან. ერთ-ერთი მთავარი მოტივი მაშინაც და ახლაც არის სწრაფვა რეჩი პოსპოლიტას ერთიანობის უზრუნველყოფისკენ, სახელმწიფოსი, რომლის შემადგენლობაში იყო უკრაინა. მაშინდელ პოლონელ მმართველთა აზრით, მართლმადიდებელი უკრაინის არსებობა ერთ სახელმწიფოში კათოლიკურ პოლონეთთან გამოიწვევდა უსიამოვნებებს რელიგიურ ნიადაგზე. მითუმეტეს, რომ გვერდით იყო მართლმადიდებელი მეზობელი, მოსკოვის სამეფო, რომელიც ძლიერდებოდა. და აი, იმის მაგივრად, რომ რეჩი პოსპოლიტას მართლმადიდებლებისთვის მიეცათ იგივე უფლებები, რაც ჰქონდათ კათოლიკებს, გაეკეთებინათ ისე, რომ უკრაინელებს შეეძლოთ თავისუფლად ცხოვრება და თავიანთი კულტურის, რელიგიური და ნაციონალური  თვითმყოფადობის განვითარება, პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ისინი უზრუნველყოფენ „ერთიანობას“ იმით, რომ ყველა მათი  ქვეშევრდომი  გახდება კათოლიკე. თითქოს შეიძლება მილიონობით ადამიანი ერთი ხელის მოსმით აიძულო,  რომ შეიცვალოს თავისი სარწმუნოება, თავისი სიწმინდეები.

უკრაინის შლიახტის მნიშვნელოვანი ნაწილი და პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც ძირითადად წარმომავლობით აგრეთვე იგივე შლიახტიდან იყვნენ, ენთუზიაზმით გადავიდნენ უნიაში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი გაუთანაბრდებოდნენ პოლონელ დიდგვაროვნებს. მათი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გამართლდა: პოლონელები როგორც უყურებდნენ მათ ზემოდან, იგივეს აგრძელებდნენ. მაგრამ იყო შლიახტის ნაწილი და ზოგიერთი მათგანი, როგორც ახლა ამბობენ, ოლიგარქები, აგრეთვე უბრალო ხალხიც, ვისაც არ სურდა თავისი რწმენის ღალატი და უნიაში გადასვლა. რეჩი პოსპოლიტაში  ერთიანობის ნაცვლად შეიქმნა ღრმა შიდა კონფლიქტი, რომელმაც გამოიწვია უკრაინული მოსახლეობის მძიმე ტანჯვა და გახდა პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს, გაქრობის ძირითადი მიზეზი, ცნობილი „პოლონეთის სამი გაყოფის“ შედეგად.

ვკითხულობთ ტარასს, მაგრამ რატომ არ გვესმის მისი
ბრესტის უნიის დადების შემდეგ უკრაინა რეპრესიების ტალღამ მოიცვა: მართლმადიდებლებს ართმევდნენ ტაძრებს, საეკლესიო და პირად ქონებასაც კი, მათი უფლებები შეზღუდული იყო, მათ დევნიდნენ და თავს ესხმოდნენ. დაახლოებით ასი წლის შემდეგ ტარას შევჩენკომ ეს ყველაფერი აღწერა თავის ლექსში „პოლონელებს“:

Ще як були ми козаками,
А унії не чуть було,
Отам-то весело жилось!

Братались з вольними ляхами,
Пишались вольними степами,
В садах кохалися, цвіли,
Неначе лілії, дівчата.

Пишалася синами мати,
Синами вольними... Росли,
Росли сини і веселили
Старії скорбнії літа...

Аж поки іменем Христа
Прийшли ксьондзи і запалили
Наш тихий рай. І розлили
Широке море сльоз і крові,

А сирот іменем Христовим
Замордували, розп’яли...
Поникли голови козачі,
Неначе стоптана трава,

Украйна плаче, стогне-плаче!
За головою голова
Додолу пада. Кат лютує,
А ксьондз скаженим язиком
Кричить: «Te Deum! Алілуя!..»

დღეს შევჩენკოს უდგამენ ძეგლებს და მის სახელს ქუჩებს არქმევენ, მაგრამ რატომღაც არავის არ ესმის მისი სიტყვები. და ამიტომ მუდმივად ჯიუტად აბიჯებენ ერთი და იგივე ისტორიულ ფოცხს. ტ. შევჩენკოს აღწერილი აქვს უბრალო ადამიანთა ტანჯვა, რომელიც უნიამ გამოიწვია. გარდა ამისა, გვაქვს ისტორიული ფაქტებიც, რომლებიც გვეხმარება დავინახოთ უნიის შედეგები ზოგადად უკრაინისთვის, მის  სახელმწიფოებრიობასა  და სუვერენიტეტისთვის. უნიის დადების შემდეგ 1596 წ. უკრაინა მოიცვა კაზაკთა აჯანყებებმა, რომლებიც გამოდიოდნენ მართლმადიდებელი ხალხის ძალადობრივად გაკათოლიკების წინააღმდეგ. ამ სისხლიან ბრძოლაში რამდენიმე გეტმანი დახმარებისთვის ხშირად მიმართავდა სხვადასხვა გეოპოლიტიკურ მოთამაშეს: ყირიმის სახანოს, მოსკოვს, პოლონეთს.

ახლა უკრაინის ხელისუფლება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ერთად  ამბობს, რომ 1686 წ. კიევის მიტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოსთვის გადაცემა იყო არასწორი და არაკანონიერი. მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ამ გადაცემის მიზეზი იყო კიევის მიტროპოლიის უნიაში ძალადობრივი გადაყვანის საფრთხე. უნია რომ არ ყოფილიყო, უკრაინაში რელიგიური გაყოფაც არ იქნებოდა და არ იქნებოდა კიევის მიტროპოლიის გადაცემის მიზეზებიც.

XVII საუკუნის მეორე ნახევარი ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “ნგრევები”, როდესაც უწყვეტი ომები, ძარცვა და თავდასხმები სრულიად ანადგურებდნენ მთელ რეგიონებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში სხვა ფაქტორებიც თამაშობდნენ როლს: გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ ვუარყოფთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მაინც რელიგიური ფაქტორი იყო და ყველა ამ მოვლენას ბიძგი მაინც ბრესტის უნიამ მისცა. მართლმადიდებელი უკრაინელი ხალხი ვერ გადააკეთეს მართლმადიდებლური ყაიდის კათოლიკებად, მაგრამ მოახერხეს მისი გაყოფა საუკუნეების განმავლობაში.

დღევანდელი უკრაინულ-ბერძნული კათოლიკური ეკლესია იგივე რელიგიური ორგანიზაციაა, როგორც სხვა დანარჩენები. უნიატები იგივე მოქალაქეები არიან და მათ იგივე უფლება აქვთ რწმენის თავისუფლებაზე, როგორც სხვებს. მათ არავინ არ ართმევს უფლებას, რომ იყვნენ მართლმადიდებლური ყაიდის კათოლიკები. არავინ არ მოუწოდებს ისტორიის შემობრუნებას და „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენას, სტატუს-კვოს, რომელიც 1596 წლამდე იყო. მაგრამ ისტორიის ცოდნა აუცილებელია, ჩვენ ისტორიის გაკვეთილებით უნდა ვისწავლოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიმეოროთ გრანდიოზული ისტორიული შეცდომები, რომლებიც ჩვენს ხალხს დიდი ტანჯვის, ათასობით მსხვერპლისა და დამოუკიდებლობის ფასად უჯდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ