მაკედონიის განხეთქილების მორჩენა და უკრაინის სიტუაცია

02 June 2022 23:18
22
მაკედონიის განხეთქილების მორჩენა და უკრაინის სიტუაცია

თემამ მაკედონიის ეკლესიის აღიარებით ფანარიონის მხრიდან მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა: სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიას განცხადება გააკეთა განხეთქილების მორჩენის შესახებ.

2022 წლის 16 მაისს სერბეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა განაცხადა მაკედონიის განხეთქილების დასრულებისა და მაკედონიის ეკლესიასთან ერთიანობის აღდგენის შესახებ.

/mediafiles/images/image-20220518131645-1.png
სმე-ს ოფიციალური საიტის სქრინშუტი.

კომუნიკეს ძირითადი თეზისები შემდეგია:

  1. მაკედონიის ეკლესია უბრუნდება თავის ავტონომიურ სტატუსს სერბეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში, რომელიც მას 1959 წელს მიენიჭა;
  2. სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიებს შორის ხდება სრული კანონიკური და ევქარისტული ურთიერთობის აღდგენა;
  3. ავტონომიური სტატუსი - ეს მხოლოდ ეტაპია სრული ავტოკეფალიის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც „არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ მიზანშეწონილი, ლეგიტიმური და რეალისტურია“.

მაკედონიის ეკლესიის მომავალი ავტოკეფალია უკვე გადაწყვეტილი საკითხია, რამდენადაც კომუნიკეში ფიგურირებს ფრაზა „ახალი დობილი ეკლესია“, რომელიც გამოიყენება მომავალი მმე-ს კონტექტსში. თავად თეზისი ავტონომიური სტატუსის შესახებ იყოფა რამოდენიმე ქვეპუნქტად:

ჯერ ერთი, განცხადებულია, რომ ეკლესია იხელმძღვანელებს მხოლოდ თავისი საეკლესიო მოსაზრებებით და არა გეოპოლიტიკის მოთხოვნებით. სიტყვასიტყვით, ეს ასე ჟღერს: „სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხელმძღვანელებს მხოლოდ და უშუალოდ საეკლესიო-კანონიკური და საეკლესიო-მოძღვრული პრინციპებით, კრიტერიუმებითა და ნორმებით, რომლებიც არ ზრუნავენ „რეალურ პოლიტიკურ“, „გეოპოლიტიკურ“, „საეკლესიო-პოლიტიკურ“ და სხვა მოსაზრებებზე და არ დაუშვებს ვინმეს გავლენას ან ზეწოლას“.

მაკედონიის ეკლესიის მომავალი ავტოკეფალია უკვე გადაწყვეტილ საკითხად ითვლება.

რა იგულისხმება ამ მოსაზრებების ქვეშ? ცხადია, რომ „რეალურ პოლიტიკური“ და „გეოპოლიტიკური“ მოსაზრებები სხვა არაფერია, თუ არა ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლების პოზიცია და ფანარიონის ინტრიგა, ხოლო „საეკლესიო-პოლიტიკური“ - ესაა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრეტენზიები მართლმადიდებლობაში პირველობაზე. მოცემულ შემთხვევაში ის გამოიხატება მტკიცებაში, რომ მხოლოდ ფანარიონს და სხვას არავის შეუძლია ავტოკეფალიის მინიჭება.

მეორე, მმე-ს ავტოკეფალია (მომავალში) არ იქნება შეზღუდული, არც ტავის საქმიანობაში ჩრდილოეთ მაკედონიის შიგნით, არც საზღვარგარეთ მაკედონიის სამწყსოს უზრუნველყოფაში. ეს მკვეთრ კონტრასტშია იმ „ავტოკეფალიასთან“, რომელსაც ფანარიონი გვთავაზობს: საზღვარგარეთის ყველა სამწყსო და მონასტერი გადაეცემა მართვაში ფანარიოტებს, ხოლო სახელმწიფოს შიგნით შეიძლება წარმოიმნას ერთგვარი სტავროპიგიები, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებიან ფანარიონს.

მესამე, მაკედონიის ეკლესიამ დამოუკიდებლად უნდა დაარეგულიროს მისი სახელწოდების საკითხი ელადისა და სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან. შეგახსენებთ, რომ ბერძნები ძალიან გულმხურვალედ რეაგირებენ სიტყვა „მაკედონიის“ ნებისმიერ ხსენებაზე, როგორც მეზობელი სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის სახელწოდებაში. რამოდენიმე წლის წინ მაკედონია იძულებული გახდა საბერძნეთის ზეწოლით სახელი შეეცვალა ჩრდილოეთ მაკედონიად. კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდის ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, მმე აღიარებული იყო „ოხრიდის ეკლესიის“ სახელწოდებით. სერბეთის საპატრიარქომ მიგვანიშნა, რომ მიიღებს მმე-ს ნებისმიერ სახელწოდებას, რომელსაც ის მიიღებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან მისი მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით. სიტყვისთვის, მმე-ს ოფიციალურ საიტზე მას ეწოდება „მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია - ოხრიდის არქისაეპისკოპოსო“.

ბრძოლა  „დედა-ეკლესიის“ სტატუსისთვის

მაკედონიის განხეთქილების მოგვარებას წინ უსწრებდა გარკვეული მოვლენები, რომლებშიც ყველაფერი თვალისდახამხამებაში განვითარდა.

2022 წლის 9 მაისს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა აღიარა მაკედონიის ეკლესია, განაცხადა რა, რომ ისინი „კურნავენ განხეთქილების ჭრილობას“ და მოუწოდა სერბეთის ეკლესიას გადაეწყვიტა მაკედონელებთან ერთგვარი „ადმინისტრაციული საკითხები“. აქამდე რამოდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 6 მაისს ზვორნიცსკისა და ტუზლანის ეპისკოპოსმა ფოტიუსმა (სმე) განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიების წარმომადგენლებმა ნიცაში გამართეს მოლაპარაკებები, ამასთან მათში მონაწილეობდა პატრიარქი პორფირე. ეს იყო პირველი მოლაპარაკებები მრავალწლიანი შესვენების შემდეგ. მაშინ ასეთი აქტიურობა ბოლომდე გასაგები არ ყოფილა: ფანარიონმა გადაწყვიტა დასწრებაზე თამაში თუ პირიქით, სერბმა მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს მაკედონიელებისთვის დათმობა, არ სურდათ რა მათთან განმეორებულიყო მეუ-ს ვარიანტი, რომელიც უკვე მოამზადეს ფანარიოტებმა.

ახლა კი სიტუაცია სრულიად ნათელია. ფანარიონზე მიიღეს ინფორმაცია თავად მმე-ს შიგნით მაკედონიის განხეთქილების მომზადებული მოგვარების თაობაზე და გადაწყვიტეს ბოლო მომენტში ინიციატივა ჩაეგდოთ ხელში, მიანიჭეს რა მაკედონიის ეკლესიას ფსევდოავტოკეფალია მათი ხელით. მაკედონიელების გასახარებლად უნდა ითქვას, რომ ისინი არ წამოეგნენ პროვოკაციას და გააგრძელეს მოლაპარაკებები მმე-თან, რომლის შედეგადაც იქცა ის, რომ მაკედონიის მართლმადიდებლი ეკლესიის (მმე) სინოდმა სერბეთის ეკლესიას გაუგზავნა აქტი, რომლის მიხედვითაც მმე ბრუნდება სერბეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში ყველაზე ფართო, შესაძლო ავტომონიის სტატუსით.

მთლიანობაში, მოვლენები მაკედონიის განხეთქილების მოგვარების ირგვლივ და განსაკუთრებით, ფანარიონის ქცევები, მეტყველებს იმაზე, რომ მართლმადიდებლობაში მიდის სერიოზული ბრძოლა  ავტოკეფალიის იმ საეკლესიო სტრუქტურებისთვის მინიჭების საკითხზე, რომლებიც მოისურვებენ მიიღონ ასეთი სტატუსი. ჯანსაღი აზრი გვეუბნება, რომ ავტოკეფალიას ანიჭებს ის ადგილობრივი ეკლესია, რომელშიც შედის საეკლესიო სტრუქტურა (ავტონომიური ეკლესია, მიტროპოლიის ოლქი ან უბრალოდ ეპარქიების ერთობლიობა), რომელსაც სურს ავტოკეფალიის მიღება. თუმცა, ამას კატეგორიულად არ ეთანხმება კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რადგან ასეთი წესი არღვევს მართლმადიდებლობაში ფანარიონის განსაკუთრებული მდგომარეობის კონცეფციას, რომელსაც უკვე ასი წელიწადია იჟინებენ ფანარიოტები.

შეგახსენებთ, რომ ეკლესიის კანონიკური წესების არსებული კორპუსი არ მოიცავს ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურას. 2016 წლის კრეტას საეკლესიო კრებისთვის მომზადების ფარგლებში ამ პროცედურის განხილვის დროს ყველა ადგილობრივი ეკლესია მივიდა შეხედულებამდე, რომ ავტოკეფალია უნდა მიენიჭოს იმ ეკლესიის თანხმობით, რომელშიც შედის ის სტრუქტურა, რომელსაც სურს ავტოკეფალიის მიღება და რომ ეს უნდა აღიაროს ყველა დანარჩენმა ეკლესიამ. თუმცა, მოცემული საკითხი დაყოვნდა ავტოკეფალიის შესახებ ტომოსში ხელმოწერებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო და მოიხსნა კრეტას საეკლესიო კრების დღის წესრიგიდან.

„პირველი თანასწორთა გარეშე“-ს ფანარიოტული კონცეფციის თანახმა, ავტოკეფალიის მინიჭება უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს.

ჯერ ერთი, მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეუძლია იყოს „დედა-ეკლესია“ ანუ მიანიჭოს ავტოკეფალია ნებისმიერ სტრუქტურას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ადგილობრივი ეკლესიის შემადგენლობაში შედიან ისინი. ავტოკეფალიის ინიციატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ მიმანიჭებელი აქტის გაცემა, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს ავტოკეფალიის სტატუსის საფუძველს, შეუძლია მხოლოდ ფანარიონს.

მეორე, ყველა ადგილობრივ ეკლესიას, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გარდა, შეუძლია თავისი საქმიანობის განხორციელება იმ ქვეყნების მკაცრ სახელმწიფო საზღვრებში, რომლებშიც ისინი მდებარეობენ. ნებისმიერი წარმომავლობის ყველა უცხოური დიასპორა უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ ფანარიონს. მაგალითად, მეუ-ს ტომოსში ამის შესახებ პირდაპირი ტექსტით არის ნათქვამი, რომლის თანახმადაც ყველა უკრაინული სამწყსო ყველა ქვეყანაში, გარდა უკრაინისა, უნდა გადავიდეს კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში. ამ წესის თავსმოხვევა სურდა ფანარიონის მაკედონიის ეკლესიისთვისაც. მაკედონელებს დიასპორაში კი დაახლოებით 800 სამწყსო ჰყავთ, რაც ცოტა არაა!

ყველა ახალშექმნილ ავტოკეფალიას ფანარიონი თვლის მეორე რიგის ავტოკეფალიად, რომელიც მასზეა დამოკიდებული.

მესამე, ყველა ახალშექმნილ ავტოკეფალიას ფანარიონი თვლის მეორე რიგის ავტოკეფალიად, რომელიც მასზეა დამოკიდებული. ის თავს თვლის „პირველად თანასწორთა გარეშე“, ხოლო იერუსალიმის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიებს, რომლებიც ოდესღაც შედიოდნენ პენტარქიის სისტემაში - პირველი რიგის ავტოკეფალიებად. ამასთან, ფანარიონის განსაკუთრებულობა ვლინდება სრულიად მართლმადიდებელთა კრებების მოწვევის, საბოლოო სასამართლოს, სხვა ადგილობრივი ეკლესიების შიდა საქმეებში ჩარევის უფლებებში და ა.შ. გარდა ამისა, ახალშექმნილ ავტოკეფალურ ეკლესიებს, ფანარიონის აზრით, უნდა ესმოდეთ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, როგორც მისი მეთაურის და მიმართონ მას მნიშვნელოვან საკითხებზე.

მაკედონია და უკრაინის სიტუაცია: მაგალითი მიბაძვისთვის?

მაკედონიის განხეთქილების მოგვარების პრეცედენტი იწვევს ბუნებრივ კითხვას: არ შეიძლება ამ სქემის მიხედვით გადაწყდეს საეკლესიო განხეთქილება უკრაინაში? აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ სიტუაციების განსხვავებას.

პრაქტიკულად, მეუ-ს მთელი „ეპისკოპატი“ არიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს თავიანთი „ხარისხი“ პირებისგან, მღვდელმთავრის სტატუსის გარეშე.

ყველაზე მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მეუ-ს პრაქტიკულად მთელი „ეპისკოპატი“ არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი „ხარისხი“ მიიღეს პირებისგან, მღვდელმთავრის სტატუსის გარეშე. ეპიფანე დუმენკო, ევსტრათი ზორია, მიხეილ ზინკევიჩი და ბევრი სხვა „ხელდასმულ“ იქნა მიხეილ ანტონის ძე დენისენკოს (ფილარეტის), კიევის ყოფილი მიტროპოლიტის მიერ. თუმცა, ამ „ქიროტონიების“ მომენტისთვის ფილარეტი არა მხოლოდ არ იყო მღვდელმთავარი, არამედ მართლმადიდებლური ეკლესიის წევრსაც კი არ წარმოადგენდა, რამდენადაც ანათემის ქვეშ იმყოფებოდა. და ეს მისი არასაეკლესიო სტატუსი აღიარა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ, მათ შორის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც. უამე-ს ყოფილი მეთაური მაკარი მალეტიჩი არასდროს არ იყო მღვდელმთავარი, ის კანონიკური ეკლესიიდან წავიდა მღვდლის სტატუსში.

ამდენად,  მეუ-ს „ეპისკოპატის“ ქიროტონიების ფაქტიური არარსებობა წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას არა მხოლოდ ამ სტრუქტურასთან გაერთიანებისთვის, არამედ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ მისი აღიარებისთვისაც, რაზეც არაერთხელ აცხადებდნენ მათი წინამძღოლები.

მეუ-გან განსხვავებით, მაკედონიის ეკლესიაში არსებობს სამოციქულო მემკვიდრეობა, მისი მთელი იერარქია კანონიერია, თუმცა კი, იმყოფებოდა კანონიკურ იზოლაციაში. სერბეთის ეკლესიის კრებამ 1967 წელს დაადგინა, რომ მმე-ს იერარქია „თვითნებურად და არაკანონიკურად გამოეყო თავის დედა-ეკლესიას განხეთქილებაში მყოფ ორგანიზაციაში“ და მიიღო გადაწყვეტილება გაეწყვიტა კანონიკური ურთიერთობა მაკედონიის იერარქიასთან. მომდევნო, 1968 წელს სმე-ს სინოდმა მაკედონიელი მღვდელმთავრები გადასცა საეკლესიო სასამართლოს, მაგრამ სასამართლო საქმის წარმოება შეჩერდა 1970 წელს და არსებული ცნობებით, მერე არ განახლებულა. სმე-თან და მმე-თან მოლაპარაკებების ყველა რაუნდის დროს საკითხი მაკედონიელი იერარქების ქიროტონიების არაკანონიკურობის შესახებ არასდროს არ დამდგარა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმე-ში შეიძლება დათანხმებოდნენ მოლაპარაკებებს მეუ-თან გაერთიანების შესახებ მისი „სამღვდელოების“ კანონიკური მღვდელმთავრებისგან ხელახალი ხელდასმის პირობის დროს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმე-ში შეიძლება დათანხმებოდნენ მოლაპარაკებებს მეუ-თან გაერთიანების შესახებ მისი „სამღვდელოების“ კანონიკური მღვდელმთავრებისგან ხელახალი ხელდასმის პირობის დროს. თუმცა, ჯერ ერთი, ეს ნაკლებად სავარაუდოა და მეორეც - მიზანშეწონილი არაა.

ნაკლებად სავარაუდოა იმიტომ, რომ ამაზე არ დათანხმდებიან, არც თავად მეუ-ში, არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, რომელიც, როგორც არ უნდა იყოს, წარმოადგენს უმაღლეს ინსტანციას მეუ-თვის. მეუ-ს „იერარქების“ ხელახალი ხელდასმის შემთხვევაში საჭირო იქნება საკუთარი მორწმუნეებისადმი იმის აღიარება, რომ ისინი ამ ხნის განმავლობაში ასრულებდნენ ბათილ საიდუმლოებებს, ხოლო ფანარიოტებს მოუწევთ იმის ახსა, თუ როგორ შეეძლოთ საღვთო ლიტურგიის მსახურება პირებთან, რომელთაც არ გააჩნიათ სასულიერო წოდება.

თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეუ-ს უმაღლესი ხელმძღვანელობა აცხადებს თავის სურვილზე გაერთიანდეს  მართლმადიდებლური წესის უკრაინელ კათოლიკებთან ანუ ფაქტიურად  გადავიდეს უნიაში. მაგალითად, მეუ-ს გავლენიანმა „იერარქმა“, ლუცკისა და ვოლინის „მიტროპოლიტმა“ მიხეილ ზინკევიჩმა 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა: „ჩვენ გვსურს დავინახოთ გაერთიანებული ეკლესია, სადაც არ იქნება, არც მოსკოვის საპატრიარქო, არც ბერძნულ-კათოლიკური და არც მეუ, იქნება ერთი დიდი უკრაინის ეკლესია“. 2022 წლის მარტში მან დაადასტურა სწრაფვა ბერძენ-კათოლიკებთან გაერთიანებისკენ, განაცხადა, რომ მეუ-ში ელოდებიან კიდევ ერთ ტომოსს ერთიანი „ეკლესიისთვის“, რომელშიც შევა ყველა მართლმადიდებელი კონფესია და უნიატები. მეუ-ს მეთაური სერგეი (ეპიფანე) დუმენკო ჯერ კიდევ 2019 წელს აცხადებდა, რომ მეუ-სა და უბკე-ს გაერთიანების გასაღები დევს არა კიევში, არამედ რომსა და კონსტანტინოპოლში.

მეუ-ს უმაღლესი ხელმძღვანელობა აცხადებს თავის სურვილზე გაერთიანდეს მართლმადიდებლური წესის უკრაინელ კათოლიკებთან ანუ ფაქტიურად გადავიდეს უნიაში.

იმავე 2019 წელს ფანარიონის არქიეპისკოპოსი დანიელ (ზელინსკი) 11 იანვარს სააგენტო BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ „მეუ-ს შექმნა წარმოადგენს გარკვეულ წინაპირობას მართლმადიდებლური ეკლესიისა და ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დიალოგისთვის და გზების ძიებისთვის მათ გასაგებად“. BBC-ის კორესპონდენტის დაზუსტების კონტექსტის კითხვაზე უნიატებთან მეუ-ს გაერთიანების შესაძლებლობის შესახებ ზელინსკიმ პირდაპირ და ქარაგმების გარეშე უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია“.

მსგავს რიტორიკაში არ ჩამორჩებიან უნიატებიც. მაგალითად,  უნიატელი მიტროპოლიტი ბორის გუძიაკი აცხადებს: „პრაქტიკაში ჩვენ უნდა მივიდეთ ამ ერთიანობამდე (მეუ და უბკე - რედ.). ეს რეალური რამეა და არა შორეული თეორიები, უნეტარესი სვიატოსლავი ძალიან მკაფიოდ და სიხარულით გამოვიდა მხარდაჭერით, საუბრობს რა, რომ ჩვენ ვუწვდით მეგობრულ ხელს, რათა ერთად მივიდეთ ამ ერთიანობამდე“. უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკუმენური სტუდიების ინსტიტუტის პრეზიდენტმა ივან დაცკომ დააზუსტა ასეთი გაერთიანების ვადებიც კი: „ვისურვებდი 2025 წლამდე კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის სრული თანაზიარების აღდგენას. ეს ჩვენი მთავარი მიზანია“ და დაამატა, რომ ასეთი მიზანი უნდა იყოს რეალიზებული სწორედ უკრაინაში. დეტალურად გაერთიანების ნაბიჯების შესახებ შეიძლება წაიკითხოთ სტატიაში “მეუ და უბკე: 7 ნაბიჯი ახალ უნიამდე“.

ამიტომაც მეუ-თან შესაძლო გაერთიანების განხილვისას საჭიროა კითხვის დასმა: რატომ? გაერთიანდე, რათა მეუ-თან ერთად შემდეგ უღალატო მართლმადიდებლობას და უნიაში წახვიდე? ან ასეთი ან ამაზე მეტი შესაძლო გაერთიანების შემთხვევაში, ისევ დაიყო?

 

***

ჩვენ უნდა გვიხაროდეს ჩვენი სერბი და მაკედონიელი ძმების, რომლებმაც შეძლეს განხეთქილების მოგვარება. თუმცა, პარალელის გავლება უკრაინის სიტუაციასთან ალბათ, არ გამოვა -  ჩვენთან გაცილებით უფრო რთულადაა საქმე. ადამიანური ლოგიკის თვალსაზრისითაც, სიტუაცია მართლმადიდებელი უკრაინელების გაერთიანებასთან დაკავშირებით თითქმის უიმედოა. თუმცა, როგორც ქრისტემ მოციქულებს უთხრა, „კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის“ (ლუკ. 18:27).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ