ჰამბურგის უკრაინელმა ფანარიოტებმა ლუთერანებთან საერთო „ლიტურგია“ ჩაატარეს
მართმადიდებლურ-ლუთერანული ,,ლიტურგია'' ჰამბურგში. ფოტო: Facebook Florina Chudnovska
2022 წლის 25 დეკემბერს ჰამბურგში, ლუთერანულ, წმინდა ანდრიას სახელობის საკათედრო ტაძარში, გაიმართა ერთობლივი „ლიტურგია“ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დიასპორის“ წარმომადგენლებსა და ლუთერანებს შორის. ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე „Feine Ukraine – Verein der deutsch-ukrainischen Zusammenarbeit“ იუწყება.
„დღეს უნიკალური ისტორიული საშობაო წირვა ჩატარდა. ერთობლივი ლიტურგია, რომელშიც გაიმართა ორი ევქარისტია, მართლმადიდებლური და პროტესტანტული“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი ფანარიოტების მხრივ „ლიტურგიაში“ მონაწილეობა მიიღო ჰამბურგში წმინდა ნიკოლოზ მირაელის სახელობის თემის წინამძღვარმა იაროსლავ ბოგოდისტმა, ხოლო ლუთერანების მხრიდან წინამზრვარმა კორდ შულერმა.
„ლიტურგიის“ ფოტოზე ჩანს, რომ ბოგოდისტი და შოილერი ლიტურგიკულ სამოსში ერთად დგანან საკურთხევლის წინ, რომელზედაც მოსჩანს ღია სალიტურგიო ჭურჭელი.
„უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიასპორის “ ერთ-ერთმა მრეველმა ფლორინა ჩუდნოვსკაიამ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ეს არის „პირველი მართლმადიდებლური შობა ევროპაში ქრისტიანებთან ერთად, საზღვარგარეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესის ნაბიჯი მომავლისკენ “.
„ოდესღაც ისტორიკოსები შეაფასებენ დღევანდელი დღის მნიშვნელობას. ლიტურგია უკრაინულად და ფსალმუნები გერმანულად გალობის თანხლებით - ჩვენი ახალი ევროპული შობაა, ორი ქრისტიანული სამყაროს ერთიანობა და ურთიერთ გამდიდრება“, - თვლის ჩუდნოვსკაია.
უმე(კს)-ის ყოფილი საზოგადოება, რომელსაც ახლა უწოდებენ "უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიასპორაში", ამჟამად ექვემდებარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, კონკრეტულად პამფილიის მიტროპოლიტ დანიილს (ზელინსკი).
ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს ტერნოპოლის ეპარქიაში "არქიეპისკოპოსი" კათოლიკე მღვდელმა აკურთხა.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.