ინგლისის უნივერსიტეტმა თანამშრომლებს მოუწოდა, არ გამოიყენონ სიტყვა „შობა“

ბრიტანეთის უნივერსისტეტ ბრაიტონში რეკომენდირებენ ,,ქრისტიანული ენა'' არ გამოიყენონ. ფოტო: skyeng.ru

დიდ ბრიტანეთში, ბრაიტონის უნივერსიტეტმა შეიმუშავა „ინკლუზიური ენის სახელმძღვანელო“, რომელიც რეკომენდაციას არ უწევს სიტყვა „შობა“-ს გამოყენებას. ამის შესახებ 2022 წლის 22 დეკემბერს გამოცემა Christian Today იტყობინება.

ცხრაგვერდიანი დოკუმენტი უნივერსიტეტის თანამშრომლებს ურჩევს, მოერიდონ „ქრისტიანულ ენას“, კერძოდ, არ გამოიყენონ სიტყვები „შობა“ და „ნათლობის სახელი“ . ხოლო ,,საშობაო არდადეგები’’ შეცვალონ ,,ზამთრის არდადეგებით’’.

სახელმძღვანელოს ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „არასათანადო“ ენას შეუძლია შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია მოახდინოს „სხვა რელიგიის წარმომადგენლებსა და ათეისტებზე“.

სახელმძღვანელომ ქრისტიანთა აღშფოთება გამოიწვია და უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „ინკლუზიური ენის სახელმძღვანელო“ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

„ბრაიტონის უნივერსიტეტში სიტყვები არ არის აკრძალული, ისევე როგორც თავად შობა. დასტური არის ის, რომ ჩვენს ყველა შენობაში და კამპუსში შეგიძლიათ ნახოთ საშობაო დეკორაციები და ხეები“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა თავის გასამართლებლად.

ქრისტიანული ინსტიტუტის სპიკერმა საიმონ კალვერტმა რეკომენდაციებს უწოდა "სულელური" და თქვა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი გამოიცა.

„ასეთი სულელური შეთავაზებები თითქმის ყოველ შობას ჩნდება. საბედნიეროდ, ადამიანების დიდი უმრავლესობა ზედმეტად გონიერია, რომ მათ ყურადღება მიაქციონ. ბრაიტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებს და სტუდენტებს შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, შობა მიულოცონ ერთმანეთს“, - თქვა კალვერტმა.

როგორც მჟკ წერდა, კემბრიჯის ლექსიკონში ქალის განმარტება შეიცვალა ლბგტებისთვის მოსაწონად.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.