იყო თუ არა უმე პრორუსული? მზერა გვერდიდან
უმე-ს ლოცვა ვლადიმირის გორაკზე. ფოტო: СПЖ
მე ბელორუსი ვარ. ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ ლიტვაში. მე არ ვარ უკრაინის
მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. ვილნიუსში კი ვსტუმრობ თემს,
რომელიც დაახლოებას ცდილობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. რმე-ს
ვილენო-ლიტვის ეპარქია მას თვლის განხეთქილებაში მყოფად. მე არ გამაჩნია
მოტივები განზრახ ვიყო ვინმეს მხარეზე. ჩემი კონფესიური და რელიგიური
შეხედულებები არანაირად არ დაზარალდება არც უკრაინის მართლმადიდებლურ
ეკლესიაზე კრიტიკული შეხედულებით, არც მისი ოპონენტებისადმი
(მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში და ა.შ.) კრიტიკული
დამოკიდებულებით.
ამ პუბლიკაციის პასუხად სამართლიანად აღნიშნავენ: „ეს შენი საქმე არაა!“
ყველაფერი მართებულია: ეს ჩემი საქმე არაა. თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ამით
არის ფასეული მზერა გვერდიდან - ადამიანის, რომელიც არაა ჩაფლული
შიდაუკრაინული რელიგიური პოლემიკის დუღილში, რომელიც არაა
კორუმპირებული მისი არც ერთი მხარის მიერ.
***
მასობრივ ცნობიერებაში გავრცელებულია აზრი, რომ 2022 წლის 24 თებერვალს
რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტში მხარს უჭერდა რუსეთსა და
ლდსრ-ს და მხოლოდ ომმა აიძულა ის დაეკავებინა პროუკრაინული
პატრიოტული პოზიცია. ჩვეულებრივ, უმე-ს კრიტიკის ასეთი შეხედულება
მხარდაჭერილია მაგალითებით უმე-ს ცალკეული მოძღვრებისა და იერარქების
გამონათქვამებითა და მოქმედებებით. თუმცა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ
მღვდლის ან მღვდელმთავრის ნებისმიერი ქმედება ან აზრი როდი გამოხატავს
ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას.
იმისათვის, რომ გაირკვეს უმე-ს ჭეშმარიტი ოფიციალური დამოკიდებულება
ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის მიმართ, საჭიროა გავიხსენოთ იმ
პირის ინტერვიუ, რომელიც უფლებამოსილია გამოხატოს ეკლესიის, როგორც
საზოგადოებრივი ინსტიტუტის ოფიციალური პოზიცია - უმე-ს საგარეო
საეკლესიო კავშირების განყოფილების (სსკგ) თავმჯდომარის, ლუგანსკისა და
ალჩევის მიტროპოლიტ მიტროფანეს (აწ გარდაცვლილი) ინტერვიუ, რომელიც მან
მისცა გამოცემას „არგუმენტები და ფაქტები“ 2017 წლის აპრილში. სრული
ტექსტი მოჰყავს უკრაინის ეკლესიის საიტს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს:
მეუფეს მიერ გამოთქმული ავტორიზებულია საეკლესიო ხელმძღვანელობის
მიერ.
ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტი რუსულ ენაზე თარგმანში ასე გამოიყურება:
„-ბევრი კონფესია, კერძოდ, უმე კს და უბკე, მუდმივად აცხადებენ, რომ ისინი
ხალხის გვერდით არიან. თქვენს ეკლესიას ბრალად სდებენ, რომ თითქოს თქვენ
ხართ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და სიმპათიით ხართ განწყობილი
რუსეთის მიმართ. როგორ კომენტარს გაუკეთებთ ასეთ მტკიცებებს?
-ისინი არიან არა ხალხთან, არამედ უკრაინელი ხალხის ნაწილთან. ძირითადად,
უკრაინელი ხალხის დასავლურ ნაწილთან. უკრაინის აღმოსავლეთითა და
სამხრეთით მათი მრევლი ან არაა, ან მინიმალურადაა. მაშინ როცა უმე მართლაც
არის უკრაინელ ხალხთან. ჩვენს ქვეყანაში არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ
ყირიმისა და დონბასის მოსახლეობა არის უკრაინელი ხალხის ნაწილი. ხალხი
ომითა და პროპაგანდითაა დაყოფილი და ეს აისახება ეკლესიის ცხოვრებაზეც.
დღეს ჩვენი ეკლესია ცხოვრობს და მოქმედებს სამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
კონტექსტში: უკრაინის სახელმწიფოს, ყირიმისა და დონბასის კონტექსტში,
რომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეული. უკრაინაში არ არის არც ერთი კონფესია,
რომელიც სრულფასოვნად იქნებოდა ამ სამივე რეალობაში წარმოდგენილი.
სწორედ ამით აიხსნება ჩვენი პოზიცია უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ყოფის ძირითადი საკითხების მიმართ. ჩვენი ეკლესიის გამოყენებას ცდილობენ
ინსტრუმენტის სახით, ერთი სიტყვით - ცდილობენ გადააქციონ ის
ინსტრუმენტად პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ ბრძოლაში, გამოიყენონ ის
თავიანთი მიზნებისთვის, ამასთან ასეთ მცდელობას ადგილი გააჩნია სხვადასხვა
მხრიდან. თუმცა, ეკლესიის საქმეა უფლისა და ადამიანებისადმი მსახურება,
მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი და თუ რა პოლიტიკურ
შეხედულებებს იზიარებენ. პოლიტიკოსები და ეკლესიისთვის გარეშე ადამიანი
ვერ ხვდებიან ეკლესიის ჭეშმარიტ ბუნებას, ამიტომაც ცდილობენ ეკლესიას
საკუთარი მრუდთარგი მოარგონ.
-თქვენ ხელმძღვანელობთ ლუგანსკის ეპარქიას, რომელიც დღეს უკრაინის ერთ-
ერთ ყველაზე რთულ რეგიონშია. როგორია ადამიანების განწყობა?
- პირველი და მთავარი, რაც მინდა ვთქვა, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები,
რომლებიც ცხოვრობენ უკრაინის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, არ
წარმოადგენენ უკრაინის მტრებს, როგორც აქ მათ უწოდებენ ხოლმე. ისინი არ
არიან უკრაინის წინააღმდეგ, ისინი უკრაინისკენ არიან, მაგრამ იმ უკრაინისკენ,
რომელიც მათ იციან და ახსოვთ ომამდე. იმ უნივერსალური უკრაინისკენ, სადაც
ყველას შეეძლო თავისუფლად საუბარი თავის ენაზე, მისი იდენტურობის
შენარჩუნება, საკუთარი რეგიონალური ფასეულობების თანახმად ცხოვრება. ეს
შეიძლება არ მოსწონდეს ბევრ ადამიანს აქ, მაგრამ ასე ფიქრობენ ადამიანები იქ,
დონბასში. ადამიანები ძალიან დაიღალნენ ომით, ადამიანებს უბრალოდ სურთ
მშვიდობა.
-როგორ ხედავთ დონბასში სამხედრო კონფლიქტის გადაწყვეტას?
- ამ მომენტისთვის ამ ომის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მხრიდან
ეს ომი არის საკრალიზებული. სისხლი ორივე მხრიდან დაიღვარა. ერთადერთი,
რაც, ჩემი აზრით, შეიძლება ამ მტრობისა და გათიშვის დაძლევაში შეიძლება იყოს
დამხმარე არის პატიება. პატიება ორივე მხრიდან. და რადგან საქმე ეხება
პატიებას, ეს ის მორალური კატეგორიაა, რომელიც განეკუთვნება ეკლესიის
კომპეტენციას. ალბათ, მკვეთრ სიტყვებს ვიტყვი, მაგრამ ეს უნდა ვთქვა.
მორალურ სიბრტყეში დონბასმა პატიება უნდა სთხოვოს კიევს, ხოლო კიევმა
თავის მხრივ - დონბასს. პირობების, გამართლების, საკუთარი სიმართლის
დამტკიცების გარეშე. ორივე მხარეს დაღუპულ ბავშვებს, ძმებს, დებს, დედებსა
და ქმრებს ვეღარ დააბრუნებ, ამიტომაც, ორმხირივი სიძულვილითა და
ბოროტებით ცხოვრების ნაცვლად, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში პატიების
ძალა. ორივე მხარემ უნდა იპოვოს. ამას ხომ თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე
გვასწავლის: „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ
თანანადებთა მათ ჩვენთა“ - ვამბობთ ჩვენ „მამაო ჩვენოს“ ლოცვაში. მიტევება
უნდა იყოს პირობების გარეშე. და ჩვენი შემდგომი ერთობლივი ცხოვრება სუფთა
ფურცლიდან დავიწყოთ“.
როგორც ვხედავთ, ჯერ ერთი, უკრაინის ეკლესიამ გააცნობიერა, თუ რა
აერთინებს სამ სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ რეალიაში: ერთი - კიევის
კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე, მეორე - ე.წ. ლდსრ, მესამე - ყირიმში
მცხოვრებ ხალხს.
მეორე, აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეკლესია რუსეთის პოზიციისა და
პროპაგანდის მიუხედავად ყირიმელ მორწმუნებბს თვლიდა თავის მრევლად და
უკრაინელი ხალხის ნაწიილად.
კიდევ ერთი: „ჩვენ ქვეყანაში არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყირიმისა და
დონბასის მოსახლეობა არის უკრაინელი ხალხის ნაწილი“.
განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს თეზისები გაჟღერებულია 2017
წელს პრორუსული ძალების მიერ ოკუპირებული ლუგანსკის ეპარქიის
მმართველი მღვდელმთავრის მიერ.
მესამე, უმე-ს სეპარატისტული რესპუბლიკების მაცხოვრებლებიც ასევე თვლიან
თავს მრევლად და უკრაინელი ხალხის ნაწილად.
მრევლის შიდა სოციალურ-პოლიტიკური დაყოფის პირობებში, რომელსაც
კავშირი არა აქვს რწმენისა და კანონიკური ერთიანობის საკითხებთან, უკრაინის
ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება დარჩენილიყო ღიად ყველა მორწმუნესთვის,
მათი იდეოლოგიური მისწრაფებების მიუხედავად, მშვიდობისმყოფელობის
თანამიმდევრული პოზიციის დაკავებით.
ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ:
1)უმე გამოდიოდა მოწოდებით შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტის
თაობაზე ორივე მხარისადმი კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის
სასარგებლოდ;
„ჩვენი ეკლესია მოუწოდებდა და აგრძელებს მოწოდებას ადამიანებისადმი,
რომლებიც დგანან სამხედრო კონფლიქტის ორივე მხარეს, გაიხსენონ, რომ ჩვენ
ყველანი ვართ ერთი ღმერთის შვილები და ღმერთმა შეგვქმნა არა მტრობისა თუ
მკვლელობისთვის, არამედ ღმერეთისა და ერთმანეთისადმი სიყვარულით
ცხოვრებისთვის“, - ამბობდა, მაგალითად, უმე-ს წინამძღოლი, კიევისა და
სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი 2020 წლის 1 აგვისტოს
ოფიციალურ მიმართვაში.
2) უმე ლოცვებში მოიხსენიებდა დაღუპულ მეომრებსა და მშვიდობიან
მოსახლეობას, არა მხოლოდ პრორუსული, არამედ კონფლიქტის ორივე მხრიდან;
„კრივოროჟისა და ნიკოპოლის მიტროპოლიტმა ეფრემმა საღვთო ლიტურგია
აღავლინა ქ. კრივოი როგის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. როგორც
ეპარქიაში აცხადებენ, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში
გარდაცვლილთა გლოვის დღესთან დაკავშირებით, მმართველი მღვდელმთავარი
ლოცულობდა ატო-ს ზონაში დაღუპული მართლმადიდებელი მეომრების სულის
მოსახსენიებლად.
ექტენიაზე მაღალუსამღვდელოესობა მეუფე ლოცულობდა წმინდა
მართლმადიდებლობის ერთიანობაზე და ასევე ჩვენ სამშობლოში
დაპირისპირებულთა შერიგებისთვის. ასევე წინამძღოლმა უფლისადმი აღავლინა
ლოცვა მოხალისეთა ფორმირებების მონაწილეებისა და იმ სამხედრო
მოსამსახურეებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის
დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობისთვის ბრძოლაში“.
3) უმე საქველმოქმედო დახმარებას წწევდა იმის მიუხედავად, თუ კონფლიქტის
რომელ მხარეს არიან საჭიროების მქონენი;
„2015 წელს, სოციალურ-ჰუმანიტარულ საკითხებზე სინოდალური
განყოფილების მონაცემებით, უმე-ს სხვადასხვა ეპარქიის მორწმუნეების
ძალისხმევით აღმოსავლეთით მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიგზავნა 3850
ტონა ჰუმანიტარული დახმარება არანაკლებ 33,7 მილიონი გვირვნას ოდენობით.
ეს დახმარება მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების დაახლოებით 130 000
მაცხოვრებელმა“, - განაცხადა უმე-ს წინამძღოლმა.
ამასთან, აღინიშნა, რომ უსძ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეგროვდა 1366
ტონა ჰუმანიტარული დახმარება არანაკლებ 5,5, მილიონი გრივნას ოდენობით.
„სხვადასხვა სახის დახმარება ეწევა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც
იმყოფებიან საავადმყოფოებსა და ჰოსპიტალებში, - აღნიშნა უნეტარესმა
მიტროპოლიტმა ონუფრიმ. - გასულ წელს დაჭრილთა სამკურნალოდ გადაიცა
დაახლოებით 230 ტონა წამალი და სამედიცინო მოწყობილობა“.
გასული ორი წლის განმავლობაში ასევე რეგულარული ჰუმანიტარული
დახმარება ეწეოდა აღმოსავლეთ უკრაინის მხარეებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირებს. მათთვის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის
მორწმუნეების მიერ შეგროვდა 1304 ტონა ჰუმანიტარული დახმარება 5,7
მილიონი გრივნას ოდენობით“.
(„უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ ისაუბრა ეკლესიის ჰუმანიტარულ
დახმარებაზე დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინელი
სამხედროებისთვის“ - პუბლიკაცია უმე-ს საიტზე 04.02.2016).
იმისათვის, რომ დადასტურდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის
არაპატრიოტული პრორუსული პოზიცია, კრიტიკოსები ერთხმად საუბრობდნენ
და საუბრობენ მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომლებიც ეხება უმე-ს მხრიდან ლდსრ-ს
მაცხოვრებლებისათვის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას ან ლოცვებს
სეპარატისტების მხარეს მსხვერპლზე.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ
მთელი ეს წლები უმე-ს რიტორიკა არასდროს არ უჭერდა მხარს უკრაინის
სახელმწიფო მთლიანობის რღვევას. პირიქით, ის მხარს უჭერდა ქვეყნის
ერთიანობისა და მთლიანობის იდეას პროპაგანდითა და შეიარაღებული
მოქმედებებით გახლეჩილი ერთიანი ხალხის შერიგების მეშვეობით.
„ხალხი გაყოფილია ომითა და პროპაგანდით“, - ამბობს ჩვენს მიერ ციტირებულ
ინტერვიუში ლუგანსკის ეპარქიის მღვდელმთავარი. და ასრულებს იმით, რომ
კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა ერთმანეთის პატიება და „ჩვენი
შემდგომი ერთობლივი ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან“.
2016 წლის მაისში ინტერნეტ-გამოცემა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ
ინტერვიუში უმე-ს სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლოზ
დანილევიჩმა მკაფიოდ აღნიშნა უმე-ს პროუკრაინული პატრიოტული პოზიცია:
„ჩვენი ეკლესიის ოფიციალური პოზიცია ასახულია წმინდა სინოდის
განცხადებებში. ეს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უმე მხარს უჭერს
უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თუ დიპლომატიური
ენიდან უბრალო ენაზე ვთარგმნით, ეს ნიშნას იმას, რომ, როგორც ყირიმს, ასევე
დონბასს ჩვენ ვთვლით უკრაინის ტერიტორიებად. და თავად მიტროპოლიტი
ონუფრი, კერძოდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა
კრებაზე, თავის სიტყვაში ამბობდა, რომ ჩვენ ვართ სეპარატიზმის წინააღმდეგ“.
მაშ, რა შეიცვალა უმე-ს ოფიციალურ პოზიციაში რუსეთის სრულმასშტაბიანი
შეჭრის კუთხით იმ რიტორიკასთან შედარებით, რომელიც რუსეთის მიერ
მხარდაჭერილ და წაქეზებულ სამოქალაქო ომს ეხება, რომელმაც იფეთქა 2014
წელს? (მოსკოვის საპატრიარქოსადმი დამოკიდებულების ცვლილების გარდა - ეს
ცალკე თემაა).
პირველ რიგში, შეჭრის პირველივე დღეებიდან უმე-მ მისცა მკაფიო ზნეობრივი
შეფასება, თუ ვინაა მსხვერპლი და ვინ - აგრესორი.
„მოხდა უბედურება. ძალიან სამწუხაროდ, რუსეთმა დაიწყო სამხედრო
მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ... უკრაინის სუვერენიტეტისა და
მთლიანობის დაცვის სურვილით, ჩვენ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს და
ვთხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი. უკრაინელი და რუსი
ხალხები დნეპრის ერთი ემბაზიდან გამოვიდნენ და ომი ამ ხალხებს შორის არის
კაენის ცოდვის განმეორება, რომელმაც შურის გამო მოკლა მისი ღვიძლი ძმა.
ასეთ ომს არ გააჩნია გამართლება, არც ღმერთთან, არც ადამიანებთან“.
(უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის მიმართვა უკრაინის მორწმუნეებისა და
მოქალაქეებისადმი, 24.02.2022).
მეორე, უკრაინის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვას დაემატა ლოცვები უკრაინელი
სამხედროების გამარჯვებაზე, რომელთაც უკრაინის ეკლესია კურთხევას აძლევს,
როგორც სამშობლოს მცველებს.
„2022 წლის 1 მარტს, ლუცკის წმინდა საფარველის სახელობის ტაძარში ილოცეს
უკრაინელი სამხედროების გამარჯვებისთვის რუსეთის ფედერაციასთან ომში...
ღვთისმსახურების დროს განსაკუთრებული თხოვნა და ლოცვები აღევლინა ომის
შეწყვეტისა და მრავალტანჯული უკრაინელი ხალხისთვის“ («Архієреї єпархії
помолилися за перемогу українських військових у війні з
Російською Федерацією» - პუბლიკაცია უმე-ს ვოლნის ეპარქიის
ოფიციალურ საიტზე).
მეორე გამომდინარეობს პირველიდან. 2022 წლის შეჭრამდე არ იყო მასობრივი
ცნობიერებისთვის თვალსაჩინო მარკერები იმისა, თუ ვინაა მსხვერპლი და ვინ -
აგრესორი. ძალიან ბევრი ნიუანსი, მოვლენა და ორმხრივი პროვოკაცია იყო.
საბოლოოდ, ლდსრ-ს მხარეს იბრძოდნენ ადამიანები, რომელთაც უმე ასევე
თვლიდა თავის შვილებად და უკრაინელი ხალხის ნაწილად. ამიტომაც წინა
პირობებში მიმართვა შერიგებისკენ მოწოდებით ორივე მხარეს იყო მიმართული.
თუმცა, რფ-ს ჯარების მიერ უკრაინის საზღვრების ღიად, უკანონო გადმოკვეთის
შემდეგ მსჯელობა იმაზე, თუ ვინაა მსხვერპლი და ვინ- აგრესორი, შესაძლებელი
გახდა ცალკეული პოლიტიკური მისწრაფებების არსებობის გარეშე. ასეთ
პირობებში მშვიდობისმყოფელს მორალური უფლება აქვს მოუწოდოს შეჩერება
მხოლოდ აგრესორს. მოუწოდო წინააღმდეგობის შეწყვეტა იმას, ვისაც კლავენ,
ძარცვავენ ან რომელზეც ძალადობენ , არის ამორალური.
დასკვნა
1.უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესია 2014 წლიდან დღემდე იკავებს
პროუკრაინულ პატრიოტულ პოზიციას. კერძოდ, ის მხარს უჭერს უკრაინისა და
უკრაინელი ხალხის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მოიცავს ყირიმისა და
ლდსრ-ს მაცხოვრებლებს.
2. უმე-ს სახელმძღვანელო პრინციპად 2014 წლიდან დღემდე რჩება
თანამიმდევრული მშვიდობისმყოფელობა. ცვლილებები ოფიციალურ
რიტორიკაში უკავშირდება არა წინა პრინციპის ცვლილებას, არამედ გარე
პირობების შეცვლას, რომელიც მოითხოვეს ახალი რეაქციების წინამორბედი
მშვიდობისმყოფელი პრინციპისადმი ერთგულების შენარჩუნებისთვის.
სრულიად ნათელია, რომ სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს ომს გარე
აგრესორთან, როგორც არასდროს არის დაინტერესებული შიდა უთანხმოების გაყინვითა და საზოგადოების კონსოლიდაციით.
აქედან გამომდინარე, გვერდიდან რაღაც წამქეზებლურად, დივერსიულად, ანტიუკრაინულად ჩანს იმ
ძალების ქმედებები, რომლებიც ცდილობენ შექმნან შიდა განხეთქილება,
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტოტალური დევნის ორგანიზებით,
მისი დელეგალიზაციის შესახებ წინადადებების შეტანამდეც კი.უმე არის ყველაზე მრავალრიცხოვანი მართლმადიდებლური კონფესია
უკრაინაში სრულიად პროუკრაინული პატრიოტული პოზიციითა და
პრაქტიკული საქმიანობით. სჭირდება კი უკრაინას შიდა ომი ერთ-ერთ ყველაზე
დიდ პატრიოტულ ძალებთან ქვეყნის შიგნით გარე აგრესიის პირობებში? კითხვა,
ვფიქრობ, რიტორიკულია. კითხვას იმის თაობაზე, თუ ვის სჭირდება ეს, ღიად
ვტოვებ.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?