იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის მეფის კორონაციისთვის მირონი აკურთხეს
პატრიარქი თეოფილე და ინგლისელი მთავარეპისკოპოსი იერუსალიმში ხოსამ ნაუმი. ფოტო: royal.uk
მაცხოვრის საფლავის ტაძარში პატრიარქმა თეოფილემ აკურთხა ზეთი, რომელსაც გამეფებისას დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ III ცხებენ, აცხადებს ბუკინგემის სასახლის პრეს-სამსახური.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარში ზეთის კურთხევის სპეციალურ ცერემონიას ესწრებოდა იერუსალიმში ანგლიკანური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ჰოსამ ნაუმი.
აღსანიშნავია, რომ ზეთის წარმოებისთვის გამოყენებულუ იყო ზეთისხილი, რომელიც მოკრიფეს ზეთისხილის მთის ორ ჭალაში, მარიამ მაგდალინელის მონასტერში და ამაღლების მონასტერში. მარიამ მაგდალინელის მონასტერი არის მეფე ჩარლზის ბებიის, პრინცესა ალისა ბერძენის საფლავის ადგილი.
ამ მოვლენის კომენტირების დროს კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პატრიარქ თეოფილეს „კორონაციის ზეთის ბოძების გამო, რომელიც გამოხატავს მეფის პირად ოჯახურ კავშირს წმინდა მიწასთან და მის დიდ ზრუნვას ამ მიწის ხალხებზე“.
მან აღნიშნა, რომ კორონაციის დაგეგმვის დროს სურდა, „რომ ახალი ზეთი კორონაციისთვის მომზადებულიყო ზეთისხილისგან, რომელიც ზეთისხილის მთიდან იქნებოდა“.
არქიეპისკოპოსის სიტყვებით, ის ფაქტი, რომ ზეთი მომზადებულია ზეთისხილის მთის ზეთისხილისგან „აჩვენებს ღრმა ისტორიულ კავშირს კორონაციას, ბიბლიასა და წმინდა მიწას შორის“.
„ძველი მეფეებიდან ჩვენს დრომდე მონარქები იცხებდნენ ზეთს, რომელიც ამ წმინდა ადგილიდან იყო. ახლა, როდესაც მეფისა და დედოფალ-კონსორტის მირონცხებისთვის ვემზადებით, ვლოცულობ, რომ სულიწმინდამ უწინამძღვროს და გააძლიეროს ისინი“, - თქვა კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა.
ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III კორონაციის შემდეგ ბუკინგემის სასახლე გეგმავს, რომ მის მეუღლეს კამილას ოფიციალურად დედოფალი უწოდოს და არა დედოფალი-კონსორტი.
ჩარლზ III კორონაცია შედგება 2023 წლის 6 მაისს. ცერემონიაზე აჩვენებენ უინძორების სამეფო დინასტიის უძველეს არტეფაქტს - კორონაციის XIII საუკუნის ვერცხლის კოვზს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მეფე ჩარლზ III გახდა ანგლიკანური ეკლესიის ახალი მეთაური.
უუს-მა დააკავა უმე-ის მღვდლები ებრაელთა ღირსების შელახვისა და ღალატის გამო
მღვდლები ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს.
მიტროპოლიტი ონუფრი სიტყვით მიმართავს რუსეთის შემოსევის წლისთავზე
უმე-ის წინამძღვარმა მოუწოდა ლოცვისკენ უკრაინას და აღნიშნა თანამემამულეებს შორის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობა.
დონბასში, მირნოგრადში უმე-ის მორიგი ეკლესია გაძარცვეს
თავდამსხმელებმა ეკლესიის ინტერიერი დააზიანეს, ეკლესიის შემოწირულობის ყუთები გახსნეს და საეკლესიო ჭურჭელი მოიპარეს.
ფანარის თავი: ქრისტე აღსდგა - აღდგება უკრაინა
პატრიარქმა ბართლომემ მხარი დაუჭირა ზელენსკის და მოითხოვა უკრაინის ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში.
პოკროვსკში მარადიორებმა გაძარცვეს და შეურაცხყვეს უმე-ის წმ. ნიკოლოზის ეკლესია
ეს უკვე მეორე ეკლესიაა პოკროვსკის ეპარქიაში, რომელიც ბოლო დღეებში ვანდალებმა შეურაცხყვეს.
მიტროპოლიტმა ონოფრემ თქვა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ბედნიერების მიღწევა
უმე-ის წინამძღვარმა ისაუბრა ღვთაებრივ ნიჭზე და ორ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ელის თითოეულ ადამიანს.